გამარჯობა
ქართული ბაზერის გამოსაცოცხლებლად გეგმაში გვაქვს გავზარდოთ საოცნებო თაობა, გნებავთ Dream Team, გნებავთ Wonder Generation... შეუძლებელი ამაში არაფერია, უბრალოდ ჭირდება მონდომება და სწორი გეგმა. მარტივად რომ ვთქვათ გვჭირდება მენეჯერების რაოდენობა რომელიც ნაკრებისათვის ავარჯიშებს საჭირო მოთამაშეებს. მოთამაშეების აღზრდას დავიწყებთ 18 წლის ასაკიდან და ვავარჯიშებთ მანამ, სანამ არ მიაღწევენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს. წარმოიდგინეთ ნაკრები, რომელსაც ხუთივე პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო 2-2 მოთამაშე ყავს. ეს იქნება მონსტრების ნაკრები, რომლებიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებენ. ამ ყველაფერს ვერ მიაღწევს 5 ან 6 მენეჯერი, ამისათვის საჭიროა თითოეული ჩვენგანის მონდომება! ეს ზოგადი მიზანი, ახლა ცოტა კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ...
everyone is welcome. ვისაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა ამ ასე ვთქვათ პროექტში, ყველა ჩაერთვება. რა გვჭირდება?
1. მინიმუმ 5 დონის მწვრთნელი. 5 - ნორმალური, 6 - კარგი, 7- საუკეთესო ვარიანტი.
2. საჭირო მოთამაშე, რომელსაც ექნება მინიმუმ 8 პოტენციალი და რომელიც ვარჯიშს დაიწყებს 18! წლიდან. ასე უფრო ეფექტურად გაიზრდება მოთამაშე. პოტენციალი 8 - ნორმალური, 9 - კარგი, 10+ - საუკეთესო ვარიანტი.
3. მოთმინება
ვინც ხართ მზად, რომ ჩაერთოთ ამ პროექტში გთხოვთ დაწეროთ ამ ფორუმზე და ერთად შევცვალოთ ბაზერის სამყარო!
(http://www.buzzerbeater.com/community/forum/read.aspx?thr...)