BuzzerBeater Forums

Sakartvelo - I.1 > მემორანდუმი

მემორანდუმი

Set priority
Show messages by
From: Bichi
This Post:
11
198366.1
Date: 10/13/2011 2:56:01 AM
Overall Posts Rated:
11
მოგესალმებით ყველა უმაღლეს ლიგელს!

ყველას მოგეხსენებათ რომ ქართული ბაზერბითერი სავალალო მდგომარეობაშია: ნაკრებები საშინელ შედეგს აჩვენებენ და ჩემპიონთა თასზეც სულ უფრო და უფრო ცუდ შედეგებს ვაღწევთ. მიზეზი მარტივია - ცოტა აქტიური მენეჯერი და არასწორი განვითარება.

მომივიდა ერთი იდეა, რომელმაც შეიძლება ოდნავ გამოასწოროს სიტუაცია და მინდა ეს იდეა გაგიზიაროთ.

უმაღლესი ლიგის გუნდებმა დავდოთ შეთანხმება, რომლის თანახმადაც შეიზღუდება გუნდში მოთამაშის მაქსიმალური ხელფასი. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ეკონომიურად ვხარჯოთ ფული და სწორად განვავითაროთ ჩვენი გუნდები. შესაბამისად ფული ჩავდოთ მწვრთნელებში და სავარჯიშო ქართველებში და ამით წინ წავწიოთ ნაკრებები.

უნდა არსებობდეს გამონაკლისებიც:

1. შეზღუდვა უნდა ეხებოდეს მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს. ხელი არ უნდა შეეშალოს ვაჭრობის მოყვარულებს. კი ბატონო, იყიდონ მაღალხელფასიანი შემდგომი გაყიდვის მიზნით, ოღონდ ოფიციალურ მატჩებში ნუ ათამაშებენ.

2. შეზღუდვა არ უნდა ეხებოდეს ქართველ მოთამაშეებს. ეს წააქეზებს უმაღლესლიგელებს ნაკრების მოთამაშის მიხედვისაკენ.

3. შესაძლოა შეღავათი გავუკეთოთ ჩემპიონთა თასზე გამომსვლელ გუნდებს. მაგალითად ამ გუნდებს უფლება მივცეთ მაღალხელფასიანი კვირის მანძილზე 36-48 წუთის მანძილზე ყავდეთ მოედანზე. თუმცა ეს შეღავათი ძალაში უნდა იყოს მხოლოდ იმ დრომდე, სანამ გუნდი ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს.

ჩემი აზრით უნდა მოთამაშის მაქსიმალური ხელფასი უნდა შევზღუდოთ 100 ათასით და გუნდის ხელფასი ქვედა ზღვარის 2-მაგი ოდენობით (ეხლა ჩვენი ლიგისთვის ეს ზღვარია 230 514, ანუ შეზღუდვა გამოდის ნახევარი მილიონი).

კარგი იქნება თუ ამ თემაში გამოხატავთ თქვენს აზრს და საბოლოოდ მივალთ რაიმე შეთანხმებამდე.

This Post:
00
198366.2 in reply to 198366.1
Date: 10/13/2011 3:34:22 AM
Overall Posts Rated:
3535
იდეა მომწონს და ვეთანხმები

ეხლა არ მცალია და მერე ცოტა უფრო დიდ კომენტარს დავწერ

From: Mchedlos

This Post:
00
198366.3 in reply to 198366.1
Date: 10/13/2011 3:53:16 AM
Overall Posts Rated:
1919
იდეა მშვენიერია, მივესალმები, მაგრამ საჭიროებს დახვეწას...
ასევე გასათვალისწინებელია მეორე ლიგის ფაქტორი, თასის ფაქტორი, ორი-სამ სეზონში ისე გამოვა რომ განვითარებით მეორე ლიგა ბევრად წინ იქნება ვიდრე უმაღლესი ლიგა, რაც თასზეც აისახება და ამოსული გუნდების წარმატებაშიც
ამიტომ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება : ) ყველა უმაღლესის გუნდთან და მეორე ლიგიდან ამოსულებთანაც

From: Bichi
This Post:
00
198366.4 in reply to 198366.3
Date: 10/16/2011 2:17:17 AM
Overall Posts Rated:
11
ძალიან მიკვირს და ცოტა არ იყოს მწყინს კიდეც ასე ცოტა გამოხმაურება რომ არის ამ თემაში.

უცნაირია, საწინაამდეგო აზრი მაინც გამოთქმულიყო (

From: Bichi
This Post:
00
198366.5 in reply to 198366.3
Date: 10/16/2011 2:17:17 AM
Overall Posts Rated:
11
ძალიან მიკვირს და ცოტა არ იყოს მწყინს კიდეც ასე ცოტა გამოხმაურება რომ არის ამ თემაში.

უცნაირია, საწინაამდეგო აზრი მაინც გამოთქმულიყო (

From: baqrika

This Post:
00
198366.6 in reply to 198366.1
Date: 4/23/2012 3:50:00 AM
Overall Posts Rated:
11
ამ ეტაპზე ჩემი აზრით სხვა მენეჯერი სჭირდება ეროვნულ ნაკრებს და მეტი არაფერი.

This Post:
00
198366.7 in reply to 198366.6
Date: 5/6/2012 6:57:00 PM
Overall Posts Rated:
1919
სიამოვნებით დაგითმობ სკამს
მენეჯერის პრობლემა რაშია თუ მეტყვი , დამავალებ

This Post:
00
198366.8 in reply to 198366.7
Date: 5/11/2012 12:27:00 AM
Overall Posts Rated:
11
არა იყოს...ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ როცა ვიცი რომ ვერ გავუმკლავდები :) პრობლემების სახეობებზე არ მინდა საუბარი, რადგან თამაშის გამო ვინმეს "გაკრიტიკებას" ნაღადად არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა რომ ვგულშემატკივრობ ეროვნულს :)

This Post:
00
198366.9 in reply to 198366.8
Date: 5/20/2012 8:59:02 PM
Overall Posts Rated:
1919
რჩევის სახით თქვი
ზოგადად ნაკრებს შევსება არ აქვს, მომავალ 2-3 სეზონში გამოსწორდება სიტუაცია იმიტომ რომ კარგი ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ დღეს ნაკრები შევსებას ვერ იღებს
ერთი და იგივე კალათბურთელებით გვიწევს ფონს გასვლა მეხუთე სეზონზე მეტია
ფორმებზე პრობლემაა, ძირითადი ბირთვიდან 2 კაცი თუა ფორმაში, რამდენიც არ უნდა ვეჩიჩინო მენეჯერებს არ აინტერესებთ
არ აქვთ ისეთი სკილები რომ დიდ გუნდებს ვებრძოლოთ
და ამ ყველაფრის შემდეგ რა ვიცი