მოგესალმებით მეგობრებო ;)
გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის არჩევნებში. ვთვლი რომ მზად ვარ ნაკრებს მოვუტანო წარმატება, ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი სურვილი მაქვს. ჩემი ერთადერთი კონკურენტია გიორგი ცინცაძე , რომელსაც რათქმაუნდა ვერაფერს დავუწუნებ , ძლიერი მწვრთნელია , მაგრამ ვფიქრობ დროა სხვამაც სცადოს რომ ნაკრებს გაუძღვეს. საკმაოდ ძველი მოთამაშე ვარ , რამდენიმე წელია ვთამაშობ და ვიცი ყველა ტაქტიკური მახასიათებელი ამ თამაშის, არ მგონია რომ თქვენი დახმარებით და ჩემი მონდომებით შედეგი ვერ მოვიდეს , ყოველ შემთხვევაში იქნება მეტი კომუნიკაცია ქვეყნის სხვა მენეჯერებთან, აზრების გაცვლა და ურთიერთდახმარება , ნაკრები მარტო მწვრთნელის არ არის ის ყველა ქართველი მენეჯერისაა. ასე რომ გთხოვთ მომცეთ შანსი და თუ თქვენ იმედებს არ გავამართლებ ( რაც არ შეიძლება მოხდეს ;)))). ) , მე დავტოვებ ნაკრების პოსტს და აღარასოდეს მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში ))
დიდი მადლობა ))