მოგესალმებით,
მესამე ეტაპიღა დაგვრჩა და გამოიკვეთა უკვე ლიდერები, სავარაუდოდ, პლეიოფის რვა გუნდი აღარ შეიცვლება, პოზიციების ცვლილებისთვის კი ჩემი ახალგაზრდა ბიჭები იბრძოლებენ.
მეორე სეზონი მაქვს, პირველი 11–11 დავამთავრე, მეორე სეზონში კი გამოკვეთილი დაბალანსირებული გუნდი მყავს, საკმაოდ კარგი როტაციის მქონე, 1 კაცი მაკლია კიდევ და ორ ხუთეულსაც გავაკეთებ.
ჩემს დივიზიონში ორი თამაში წავაგე, აღმოსავლეთში კი ყველა გამარჯვება მოვიპოვე, ახლა მთავარი მიზანია, დარჩენილი 8 თამაშიდან მოვიგო მინიმუმ 6.
პლეიოფებისთვის კარგ ფორმაში ვიქნები და ვეცდები, ვიბრძოლო.
მომავალი სეზონიდან კი ისევ აქტიურად დავიწყებ ვარჯიშს, რომ სეზონის ბოლოს მივიღო უკარგესი ახალგაზრდა.
თქვენც გისურვებთ წარმატებებს.