დასრულდა პირველი ტაიმები თასზე..ფაქტიურად ყველა თამაში დაძაბულია, გარდა ფენერისა. იქაც მეტოქეს რომ მეტი ძალისხმევა ჩაედო ტემპი და ტაქტიკა გამოუცნო და შეიძლებოდა ისიც საინტერესო თამაში გამოსულიყო.
დანარჩენებს რაც შეეხება მჭედლომ კი დააანონსა თამაშის მიტოვება, თუმცა წასვლამდე თასზე აპირებს კუდის მოქნევას როგორც ჩანს:) შესაბამისად ინსადი მენის საკმაოდ ძლიერ გუნდს უგებს 12 ქულას ტაიმის შემდეგ - 59 :47..თუმცა მანდ ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა ჩემი აზრით, მთელი ტაიმი წინაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს..
იმერეთი - ბულზი 41:41, ძალიან მძიმე თამაშია, პეტაროსმა მართლა სულზე მოუსწრო იმერეთს, თორე კიდევ უფრო გაუჭირდებოდა..თან ფორმები აქვს მაგარი იმერეთს (ეს წინა კვირის მძიმე წუთების მიუხედავად, ეტყობა ფორმები ავარჯიშა გაჭირვების ჟამს:) )..მოკლედ საინტერესო თამაშია ესეც..
და ბოლოს ჩემი თამაში. ტაიმის შემდეგ 61:55 ვიგებს, თითქოს სულ წინ ვარ პირველი პერიოდის დასკვნითი ნაწილის შემდეგ, თუმცა სულ დისტანციაზეა ჰოქსი, პერიმეტრს ვერ ვკეტავ ჯერჯერობით სათანადოდ..თუმცა ერთი მომენტია, მეტოქის ცენტრი 5 ჯარიმითაა და ერთიც თუ ავკიდე ფაქტიურად ნახევარფინალის ბილეთი მექნება, რადგან ფარქვეშ ვუტევ და სხვა ნორმალური ცენტრი კოშეცის გაყიდვის შემდეგ მეტოქეს არ ყავს..
მოკლედ ვნახოთ, საინტერესო მეორე ტაიმები გველის წინ..წარმატებებს გისურვებთ
Last edited by Nicolas at 3/31/2016 10:46:05 AM