პატარა სტატისტიკური ამბებიც ბარემ. ჩემი ჩემპიონობა გასულ სეზონში გახლდათ მხოლოდ რიგით მე-8 შემთხვევა, როდესაც უმაღლესი დასავლეთის გუნდმა მოიგო. ისტს 27 ტიტული აქვს (77%), რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და იმედია ამოქაჩავს ვესტი:).
უდანაკარგოდ, ანუ რეგულარულის 22-ვე და პლეიოფის ყველა მატჩი მოგებული აქვს იმერეთს, 28-ე სეზონში, ანუ 26-0 ჰქონდა გუნდს, რაც ფენომენალური შედეგია და ეჭვი მაქვს ძალიან ძნელი იქნება მაგის გამეორება.
რაც შეეხება ჩემს ჩემპიონობას, აქაც მოხდა რამოდენიმე საგულისხმო ფაქტი. პირველი შემთხვევა იყო რომ ჩემპიონი გახდა გუნდი, რომელმაც რეგულარული მე-4 ადგილზე დაასრულა. ესეთი დაბალი ადგილიდან, აქამდე არავის მოუგია პირველობა. გარდა მაგისა, არ ჩამიხედავს ამ სტატისტიკისთვის, თუმცა ეჭვი მაქვს ხშირი არ იქნებოდა შემთხვევა, როდესაც ჩემპიონი მეორედან აღზევების პირველივე სეზონში ხდებოდა გუნდი.
ეს ისე, საინტერესო ინფორმაციის სახით:)