მთავარი მაინც შედეგია და ფაქტია ისლანდია 3-0ზე დადგა..+მაგას რეიტინგებს თუ შევხედავთ ისლანდიის მეტოქე ნაკრებების არამგონია ჩამოწერილი იყოს..არ შემიხედია იმ გუნდებში მაგრამ ბარბადოსს, მალტას და უელსს მემგონი უეჭველი მოუგებს..ეგეც შენი 6მოგება და 99% პლეიოფი..რჩება შვედეთი და იაპონია და იმათთანაც იჭიდავებს ალბათ..
------------
ჩვენ რაც შეგვეხება ავსტრალია ისრაელი თურქეთთან ძალიან რთული თამაშები გვექნება..პირველ ორთან განსაკუთრებით..მაგათთან მაქსიმუმი ალბათ 2თამაშის მოგებაა (რაც მეეჭვება, მითუმეტეს თან 2გვაქვს გასვლაზე) და მაგ შემთხვევაშიც 1 მოტსი უეჭველი დაგვჭირდება..ეს ალბათ საუკეთესო ვარიანტში..იამაიკა და ტაილანდი მოსაგები თამაშებია გასაგებია..რა გამოგვდის? თუ ძალიან გაგვიმართლა და იმ სამი რთულიდან ორი მოვიგეთ 6/2 გვექნება..თუმცა, ჩემი აზრით უფრო "წყნარად" მოვაქუჩებდით მაგ 6/2-ს თუ ისლანდიას მოვუგებდით, ავსტრალია-ისრაელთან მიყოლებით დავფიქავდით და შესაბამისად იამაიკა-ტაილანდთან კარგი ენთუზიაზმით გავიდოდით (და ტაილანდთან ბოლოსწინა თამაშში, რომელიც სახლში გვექნებოდა იმასაც დავფიქავდით)..და გვრჩებოდა ბოლო ტურში გასვლაზე თურქეთი, რომელსაც მართალია 3/0 აქვს მაგრამ რთული კალენდარი..+ ჩვენ ბოლო 4 თამაშიდან მინიმუმ სამი დაფიქული და ერთი ნორმალი გვექნებოდა თურქეთის წინ..
------------
ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი და ვარაუდებია..ეჭვი მაქვს ნაკრების მენეჯერმა უკეთ იცის გუნდის ამბავი..
თუმცა მოტსთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი..შეიძლება მოტსი "ძნელი" გამოსაყენებელია, მაგრამ მოტსი ამავდროულად არ ნიშნავს ავტომატურ მოგებას..შესაბამისად შენახული მოტსიც შეიძლება წაგებაში "გაგეხარჯოს" იმ ძლიერ გუნდთან ვისთვისაც ინახავ..და როცა სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი თამაშია (თუნდაც თანაბარ მეტოქესთან) გარისკვად ალბათ ღირს..(მაგრამ ისლანდიის მოტსს მეც არ ველოდი, არ მეგონა თუ ესე გარისკავდნენ..და თანაბარი განწყობით სახლის ფაქტორის გათვალისწინებით უპირატესობა მაინც გვქონდა მიუხედავად ყველაფრისა..და მოტსით რომ გავსულიყავით დიდი ალბათობით მოვუგებდით..თუმცა ნუ რაც იყო იყო, არაორდინალურად ითამაშა ისლანდიამ, გამოიცნო და გაუმართლა..არადა ნორმალით რომ მოგვეგო ძაან კარგ სიტუაციაში ვიქნებოდით)
ფორმებთან დაკავშირებით აღარაფერს ვამბობ, მერამდენედ უჩივის მაგ ამბავს ნაკრების მენეჯერი და ხშირად სამართლიანადაც (თუმცა მესმის რომ ძნელია "ქონთენდერი" გუნდებისთვისაც, რომლებსაც ნაკრების ხალხი ყავს ზუსტად დასვას დროები..მაგრამ იქნებ მაინც "გაიჭირვონ" ცოტა:)
-------------------
რაც იყო იყო..წარმატებები ნაკრებს