მოგესალმებით მეგობრებო. წარმოგიდგენთ ჩვენი ნაკრების მიერ განვლი - 37-ე სეზონში ნაჩვენები შედეგების ანალიზს, სტატისტიკას და დეტალებს.
ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ნაკრებმა 2 მოგებითა და 5 წაგებით დაასრულა. დასანანია, რადგან გაცილებით მეტი შეიძლებოდა, მით უფრო იმის ფონზე, რომ მოვუგეთ საკმაოდ ძლიერ ბოსნიასა და შვეიცარიას, ძალიან ვებრძოლეთ ლიტვასაც, თუმცა ძალები აღარ შემოგვრჩა "აუტსაიდერებისათვის" და დავმარცხდით ირლანდია/ლუქსემბურგთან. რა თქმა უნდა ჩემს ფილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა ამ ყველაფერზე ძალიან ცუდმა კალენდარმაც იქნოა გავლენა. საბოლოო ჯამში, მიუხედავად 2 მოგებისა, ჯგუფში მაინც მე-5 ადგილი დავიკავეთ და პოსტ ფაქტუმ რომ შევაფასოთ, მაქსიმუმი 1 ადგილით მაღალი პოზიცია თუ იქნებოდა.
რაც შეეხება ამხანაგუურ მატჩებს, 7-დან 6-ის მოგება მოვახერხეთ (1 მათგანი ტექნიკურ წაგებად ჩაეთვალა მეტოქეს). ერთადერთი შეხვედრა წავაგეთ ისლანდიის ნაკრებთან. რაც შეეხება მოგებებს, მათგან აღსანიშნავია ბერძნების ორჯერ დამარცხება.
საბოლოო ჯამში, 37-ე სეზონი ნაკრებმა დაიწყო 49-ე პოზიციაზე და ჰქონდა 175,9 სარეიტინგო ქულა, ხოლო ახალ სეზონს ჩვენი გუნდი 180,0 ქულითა და რეიტინგში 45-ე ადგილით იწყებს.