გაიხარე, მე ვფიქრობ სენ ერთადერთი ვარიანტი ხარ ზრდასრული ნაკრებისთვის. წინა მენეჯერმა მოდი სიმართლე ვთქვათ ვერ მოახერხა წინ წაყვანა ნაკრების. მიდი ბრატ მე შენ გაძლევ ხმას. და სხვებსაც იგივეს ვურჩევ. მაგრამ ერთი მაინტერესებს რას ფიქრობ იმ ჯგუფის მიხედვით რაც დაჯდა რა იქნება მინიმუმ შესაძლებელი? - giorgi tsintsadze
გიორგი, რადგან იქ იდეაში არ შეიძლება მსგავს თემაზე საუბარი აქ დავწერ ჩემს აზრს. საკმაოდ ცუდი სიტუაციაა ახლა რომ ვუყურებ ჩვენს ნაკრებს რატომღაც ცუდი სიტუაცია მგონია
ან უბრალოდ ვერ აღვიქვამ... სასტარტო ხუთეულში თითქოს ნორმალური მოთამაშეები არიან (ცენტრი და ძალისმიერი მეტიც, კარგები)... დანარჩენი სამი პოზიცია ნორმალური, თუმცა შემცვლელები საკმაოდ მოიკოჭლებენ... სხვა გუნდებს რომ გადავხედე ორი დაახლოებით ჩვენი დონისაა, ერთს ვჯობივართ და დანარჩენი ოთხი გვჯობს. ძნელია ახლა საუბარი, როცა შემადგენლობას მთლიანობაში ვერ ვხედავ.
ჩემი არჩევის შემთხვევაში პროგრამა მინიმუმი იქნება ორი თამაშის მოგება, მაქსიმუმი კი ოთხის... ამჟამად ასე ვაფასებ სიტუაციას, შეიძლება (მწარედ) ვცდები, ვნახოთ რა იქნება, ჯერ არჩევნებია სხვა ქვეყნებშიც, როცა მენეჯერები შეკრებენ გუნდებს მერე უფრო შეიძლება მსჯელობა..