თუ ნერსესიანს გულისხმობ, გარკვეულია ეგ საკითხი, უბრალოდ ვერ მოახერხა შემადგენლობის დაყენება. მაგრამ ზოგადად პრობლემაა, რომელიც გვაქვს - ფიზიკურად არ გვყავს კარგი დაბლები. გუჩაშვილი-ნერსესიანი ტოპ კლასი, აი დალშე 1-2 საშუალო დონის და მერე უკვე ჭირს ძალიან, თან თუ ამას უფორმობაც ემატება ხომ საერთოდ.
ისე კი ესეთი ცუდი კალენდარი რაც თავი მახსოვს არ გვქონია. ჰოლანდია-ბრაზილია გასვლა და ბოსნია სახლი. პირიქით აჯობებდა აშკარად. და ბოლო სამი მატჩი შედარებით ადვილ მეტოქეებთან. ესეც პირიქით ყოფილიყო აჯობებდა:( თუმცა რაც არის ეგაა, იმედია ფორმები მაინც ექნებათ მოთამაშეებს, სხვა მხრივ ესეთ ძლიერ ნაკრებებთან განწირულები ვიქნებით.
პერუსთან თამაშს რაც შეეხება, ისინიც ფაქტიურად ჩვენნაირ დღეში იყვნენ, მთლად კარგ ფორმებში ვერ ყავდათ ხალხი და თანაბარ პირობებში მოვახერხეთ და მოვიგეთ გასვლაზე. მართალია 2-0 სტარტი გვაქვს, თუმცა წინ გაცილებით ძლიერი ნაკრებები გველოდება.