მემგონი არ აქვთ ბევრი ვარიანტები. როსტერი ისედაც აშკარად პერიმეტრზე ორიენტირებული ჰყავთ (თამაშების უმეტესობაც მასეთი ტაქტიკით ჩაატარეს). ერთი ნორმალური ძფ უჩანთ და დანარჩენი 4-5 ნომერზე 100K-ზე ნაკლები სასტავი ჰყავთ. გინდაც ფარქვეშ შემოგვიტიონ, თუ 4/5 ნომერზე სტანდარტული ძფ/ც გვეყოლება არამგონია დიდი საფრთხე შეგვიქმნან. შესაბამისად ისევ პერიმეტრის ვარიანტი თუ დარჩებათ (ან პოზიციური შეტევის). ერთადერთი ფორმებით თუ გვაჯობებენ თორე ენთუზიაზმი სამი თამაშის წინ გაინახევრეს და ჩემი გამოთვლებით 7ზე მეტი (მაქსიმუმ 8) არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ კიდევ რაც ვიცი სულ ფიქებით მოვდივართ და წესით ძალიან უნდა ვაჯობოთ ძალისხმევაში.
ხოდა თან იმ თამაშში უკრაინასთან, სადაც დამოტსეს და ფაქტიურად შეტევაც გამოუცნეს, რადგან უკრაინის ფარქვეშ შეტევას 2-3 დაცვა დაუყენეს, მიუხედავად მთელი ამ გარემოებებისა, უკრაინამ მაინც 57% ფგ დაუდო ფიქით ფარქვეშ შეტევის ფონზე. დაცვებში აქცენტირებული ტაქტიკების მიუხედვადა 11-12 რეიტინგებზე მეტი არ დაუდიათ, შეტევაშიც თითქმის იგივე, თითო რგოლით მეტი - პერიმეტრიდან 13 ჰქონდათ მაქსიმუმი, ფარქვეშიდან - 12. მოხსნებშიც დიდად ვერ გამოირჩევიან, 8 რეიტინგს არ გაცდენილან. მოკლედ ერთი შეხედვით და არსებული სიტუაციით მემგონი არ უნდა გაგვიჭირდეს მაგათი მოგება თუ რამე სასწაული არ მოხდა და იმედია არც მოხდება:) მთავარია მეტნაკლებად კარგი ფორმები გვქონდეს
Last edited by Nicolas at 2/21/2018 6:26:47 AM