ბარემ პატარა "მოხსენებასაც" დავწერ ჩემი მენეჯერობის პერიოდში (3ჯერ ვიყავი არჩეული მენეჯერად, ანუ ჯამში 6 სეზონი ვხელმძღვანელობდი ეროვნულ ნაკრებს) ნაკრების შედეგებზე:
ე.ი. 35-ე სეზონიდან მე-40 სეზონის ჩათვლით, ოფიციალურ თამაშებში ნაკრებმა 46 გამართული მატჩიდან მოიგო 19 და წააგო 27 შეხვედრა. 4850:4953 ბალანსით (-103 სხვაობა). აქედან ერთხელ ნაკრებმა ითამაშა სანუგეშო ტურნირის პლეიოფში. რაც შეეხება ამხანაგურებს, 37 თამაშიდან მოვიგეთ 23 და წავაგეთ 14. 4395:4228 (+167 სხვაობა).
ჯამში, 83 თამაშიდან ნაკრებმა მოიგო 42 და წააგო 41. 9245:9181 (+64 სხვაობა).
35-ე სეზონის სტარტზე, როცა ჩავიბარე ნაკრები, რეიტინგში ვიყავით 81-ე და გვქონდა 82,4 სარეიტინგო ქულა. ნაკრებიდან წასვლისთვის, ანუ მე-40 სეზონის ბოლოს, ეროვნული იმყოფებოდა 57-ე პოზიციაზე (+24 ადგილით წავიწიეთ წინ) და გვქონდა 147.1 სარეიტინგო ქულა (+ 64.7 სარეიტინგო ქულა).
მეტი წილი უფორმობის, ნაკრების 90%+ მოთამაშეების არაქართველ მენეჯერებთან ყოფნის და მცირე არჩევნის ფონზე ეს გახლდათ ის რა შედეგებიც დადო ნაკრებმა ჩემი მენეჯერობის პერიოდში. შედეგები თქვენ შეაფასეთ (მრავლობითში თუ უნდა დამეწერა ეს ბოლო ორი სიტყვა საკითხავია:) )