BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > მონსტრების თაობა

მონსტრების თაობა

Set priority
Show messages by
This Post:
00
276412.136 in reply to 276412.135
Date: 10/13/2016 12:15:05 PM
კი ბატონო, ეგრეც შეიძლება

From: QWertWQ
This Post:
00
276412.137 in reply to 276412.132
Date: 10/15/2016 8:33:59 AM
Overall Posts Rated:
00
DonNicolo და LA-TheGreatDanton
ორივე ნაკრებების მწვრთნელები ხართ და ორივეს აზრი მაინტერესებს
ჩემს 20 წლის ცენტრს, ვაჰრიგიანი მაყვს მხედველობაში, ცენტრისთვის საჭირო უნარები ასე თუ ისე ნორმალურად აქვს განვითარებული (ფარქვეშ შეტევა - 15 დაცვა - 13 მოხსნა - 16) ახალი სეზონის დაწყებამდე კიდე ვაპირებ ამ კონპონენტებზე ვავარჯიშო (თითო კვირა თითოზე).
ხოდა მაინტერესებს შემდეგ სეზონში უკვე ხო არ გადავიყვანო სხვა უნარების ვარჯიშზე (დრიბლინგი + პასი და ა.შ.)
იმიტომ რომ ცენტრის უნარების გარდა ყველაფერში მოიკოჭლებს, + არ მინდა მოსეშვილის მსგავსი მყავდეს 1)ნაკრებსაც უფრო წაადგება მრავალუნარიანი მოთამაშე 2)ჩემთვისაც უფრო მარტივი შესანახი იქნება + უფრო მრავალმხრივი მოთამაშე მეყოლება.

მოკლედ რამე რჩევები თუ გაქვთ გამოუშვით :)

This Post:
00
276412.138 in reply to 276412.137
Date: 10/15/2016 4:56:00 PM
ახლანდელი მდგომარეობით ვაჰრიგიანის სავარაუდო ხელფასი არის 55 ათასი.
16-16-16 აუყვანე ფარქვეშა სკილები. ასე მიახლოებით 85 ათასი გაუხდება ხელფასი. მერე გადადი პერიმეტრის უნარებზე. პირველ რიგში ბურთის ტარება უვარჯიშე 8-მდე, მერე ტყორცნის დიაპაზონი 8-მდე და მერე პასი უვარჯიშე 5-მდე. მერე ჩემი აზრით ისევ ფარქვესა უნარების 1-1 მომატება იქნება უმჯობესი. ესაა მოკლევადიანი გეგმა. შემდგომ განვითარებაზე მერე ვიზრუნოთ როცა ეს უნარები ექნება ჩემი აზრი ასეთია გერასიმთან დაკავშირებით...

პ.ს. ძაან მხეცია თავის პოზიციაზე, ეგ და ანდრო მომავალ სეზონში არ გაახარებენ მეტოქეებს ფარქვეშ!

This Post:
00
276412.139 in reply to 276412.138
Date: 10/16/2016 7:01:16 AM
Overall Posts Rated:
00
გასაგებია,
ოღონდ რა მაინტერესებს კიდე
ბურთის ტარება რომ ვუვარჯიშო გამთამაშებლის პოზიციაზე აჯობებს ხო რო ითამაშოს?
+ ნერსესიანზეც მაინტერესებს, გავიგრძელო პერიმეტრის უნარები თუ ფარქვეშ შეტევა-მოხსნა-დაცვაზე გადავიყვანო?

Last edited by QWertWQ at 10/16/2016 7:03:15 AM

This Post:
00
276412.140 in reply to 276412.139
Date: 10/16/2016 7:08:09 AM
ბურთის ტარება კი, გამთამაშებლის ვარჯიშია, "ბურთის ფლობა" ქვია თვითონ ვარჯიშს.

ნერსესიანმა ჯერ კიდევ უნდა მოიმატოს პერიმეტრის უნარები, ადრეა მაგისთვის ფარქვეშ ვარჯიში.

This Post:
00
276412.141 in reply to 276412.140
Date: 10/16/2016 8:36:06 AM
Overall Posts Rated:
00
არა ეგ ვიცი რომელი ვარჯიშიცაა
უბრალოდ როცა მაგას ირჩევ სავარჯიშო პოზიციის მითითებაც ხო შეგიძლია
და ეგ მაინტერესებდა

მოკლედ გასაგებია, მადლობა გამოხმაურებისთვის :)

This Post:
00
276412.142 in reply to 276412.141
Date: 10/16/2016 9:17:45 AM
კი შეგიძლია ვარჯიშში პოზიციის მითითება, სიტყვაზე ბურთის ფლობა აირჩიო ვარჯიშად და ვაჰრიგიანი ცენტრის პოზიციაზე ათამაშო და ვარჯიშშიც პოზიცია ცენტრი მიუთითო, მაგრამ ასე ნაკლებად ეფექტურ ვარჯიშს მიიღებს. გამთამაშებლად რომ ათამაშო და გამთამაშებელი აირჩიო პოზიციად 100%-ს მიიღებს. ნაკრებში სანამაა, მანამდე ჯობს 100%-იანი ვარჯიშები მიიღოს. მერე უკვე შეიძლება ეგრე ვარჯიში, თუ სიტყვაზე გამთამაშებელზე ხშირად დაჯარიმდება ან შენი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.

This Post:
00
276412.143 in reply to 276412.142
Date: 10/16/2016 10:30:06 AM
Overall Posts Rated:
00
ისე ვათამაშებ როგორც მისი განვითარებისთვის იქნება უკეთესი,
შევეცდები მაქსიმალურად მრავალმხრივი მოთამაშე გამოვძერწო ეროვნულსაც რომ ამოადგეს მერე

This Post:
00
276412.144 in reply to 276412.142
Date: 10/16/2016 1:51:38 PM
Overall Posts Rated:
00
39785676

ღიირს ვიყიდო მოესწრება კარგი მოთამაშის გარდა?

This Post:
00
276412.145 in reply to 276412.144
Date: 10/16/2016 3:46:41 PM
იუნორებში ალბათ 21 წლის ასაკში მოხვდება.

სამწუხაროდ 19 წლის თაობა ძალიან სუსტი გვყავს და გამიხარდებოდა ქართველი მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ თუ იქნებოდა კოსტავა. ფინანსებში თუ კარგად ხარ, გირჩევ იყიდო.

From: Nicolas

This Post:
00
276412.146 in reply to 276412.137
Date: 10/17/2016 5:50:10 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ახალგაზრდულის მწვრთნელმა მოგწერა უკვე, თუმცა მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს, მითუმეტეს რომ მე ცოტა განსხვავებულად ვხედავ მაგის განვითარების ამბავს და დალშე შენ აარჩიე. მოკლედ რაც TheGreatDanton-მა მოგწერა იყო ის როგორიც გაზარდა მოსეშვილი:) ზუსტად ეგ პერიმეტრსი სკილები აქვს ეხლა მაგას და ფარქვეშა 18-ები (ბლოკის გარდა). რა თქმა უნდა მონსტრი კარგია, თუმცა მე მაინც დაბალანსებული მოთამაშეები მირჩევნია ყოველთვის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ეროვნულში არსებულ მდგომარეობას, სადაც მაღლებში იდეაში არ გვიჭირს, მთავარი პრობლემა მაგ პოზიციაზე არის დაუბალანსებელი მოთამაშეები. გვყავს 19-იანი ფარქვეშ შემტევი, 20იანი დამცველი, 18იანი მომხსნელი და ა.შ. თუმცა მაღლების პერიმეტრის სკილებში ძაან დომხალია. სტანდარტულად, ხალხი ავარჯიშებს 1-1ზე ფორვარდებს და მაღლების უმეტესობას აქვთ კარგი ტარება, დრიბლინგი და ნახტომში ტყორცნა, თუმცა მაგის იქით არაფერი. პასი ფაქტიურად არავის არ აქვს, არადა კარგი პასის მქონე მაღალი ძაან საკაიფო რამეა. მაქსიმუმი არის 5 პასი რაც მაღლებზე გვაქვს და ეგეც ორ კაცს მხოლოდ. არ გვაქვს პერიმეტრის დაცვა, არადა ეგეც კარგი დაცვითი სკილია ნებისმიერ პოზიციაზე და არ გვაქვს არც დიაპაზონი. მოსეშვილს კი აქვს 8 დიაპაზონი, თუმცა ნახტომში ტყორცნა აქვს 6 და ვისაც ნახტომი აქვთ კარგი იმათი დიაპაზონი 4-ს არ სცდება. კი გვყავს შედარებით დაბალანსებული 1-2 კაცი (კაკულია და შაშიაშვილი, თუმცა იმათ სხვა ფარქვეშა სკილების ხარჯზე აქვთ უკეთესი პერიმეტრის უნარები).
ეს ამდენი რატომ ვწერე. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით, მაგ. თენგიზა რომ ავიღოთ
6-8
4-8
8-5
18-18
18-10
აი ამ სკილსეტით, რომელიც პოტენციალის 96%-ს აჩვენებს და ხელფასში 221 ათასს ურახუნებს, მე მირჩევნია ფარქვეშ ჰქონდეს მაგ 17-ები და პერიმეტრის სკილები გაცილებით მეტი, ასე მაგ.
14-10
10-12
12-10
ასეთ შემთხვევაში, ხელფასი 200 ათასს არ გასცდება, თუმცა სკილებში სხვაობა +26 ექნება, გარდა ამისა 3პოზიციაზე ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი გამოყენება, თან ისე, რომ მეტოქეთა 90%-ს გვარიანად დაჩაგრავს. მე მაგალითად ესეთი კომპლექტაციის 4-5 ნომერი მირჩევნის ვიდრე მხოლოდ ფარქვეშა მონსტრი. ნუ ზოგადად ტოპ და ძლიერ ნაკრებებსაც რომ შეხედოთ, ფარქვეშა მოთამაშეებზე 50 პერიმეტრის სკილი ისე აქვთ როგორც არაფერი. თან ეს პერიმეტრის სკილები ძირითადში "უფასოა" დიდებზე, ასე რომ ეგეც აღსანიშნავი მომენტია. (ახალი სეზონიდან დააანონსეს პატარებზე ფარქვეშა სკილების ხელფასის გაზრდა, თუმცა დიდების პერიმეტრის სკილებზე არაფერი თქმულა და დღემდე ყოველ შემთხვევაში დიდების პერიმეტრის სკილები ძალიან იაფი იყო).

ბოლოს, კონკრეტულად ვაჰრიგიანს რომ მივუბრუნდეთ. 15-13-16 აქვს ეხლა. ახალი სეზონის დაწყებამდე სადღაც 7-8 კვირამდეა დარჩენილი. 2-3 კვირა თითო უნარზე კიდევ დაასკილაპებდა მაგათ. გამოდის 16-14-17. მოხსნა ზოგადად ყველა პოზიციაზე ძვირი სკილია და 17 ამ ეტაპზე სავსებით საკმარისი იქნებოდა ჩემი აზრით (თან ორ პოზიციანი ვარჯიშია ეგ და ასაკში რომ დააკაჩავო მოხსნაზე არ იქნებოდა პობლემა). შემდეგი სეზონიდან დავიწებდი ან პრესინგის ვერჯიშით ან პასის. პირველ შემთხვევაში მოუმატებდი პერიმეტრის დაცვას და პლიუს ფარქვეშა დაცვას, რაც ყველაზე დაბალი აქვს ფარქვეშა სკილებში. მეორე შემთხვევაში კი აქაჩავდი პასს და +ბურთის ტარება/დრიბლინგს. საშუალოდ პერიმეტრის დაცვის 2-3 სკილზე (თუნდაც 4 იყოს) მოიმატებდა ფარქვეშ დაცვის 1 სკილს. ესეთ ვარიანტში იღებ პერიმეტრის დაცვას სადღაც 10-მდე (რაც მძიმეზე ძალიან კარგია) და ფარქვეშა დაცვასაც 16-ს. პასის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ სწრაფი ვარჯიშია (თუმცა შენი ცენტრის სიმაღლიდან გამომდინარე ისეთი სწრაფი ვერ იქნება როგორც პატარებზე, მაგრამ ამინც) პასის კომპონენტი რომ აგეყვანა 8-10-მდე, ტარება/ფლობაც სადღაც 3-4 სკილს მოიმატებდა მინიმუმ. გრჩება ნახტომში ტყორცნა და დიაპაზონი. დიაპაზონის სწრაფი წამალი არის მხოლოდ პერიმეტრული ტყორცნა, რომელიც ნახტომში ტყორცნასაც სწრაფად ავარჯიშებს.

Advertisement