ძაან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. არადა არც ფორმები უვარჰოდათ იმათ, 9 ფორმაში არც არავინ ყავდათ მემგონი და ვერც როსტერით გვჯობდნენ ერთი შეხედვით. თუმცა, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ამხელა სხვაობა გასაკვირიც კი იყო. გასაკვირი იყო მათი ამხელა დაცვებიც, თუმცა სახლის უპირატესობისა და ენთუზიაზმის ხარჯზე გასაგები ხდება ეგ ამბავიც. დაგვადუღეს მოხსნებზე (განსაკუთრებით შეტევაში, +12 ჰქონდათ) და ამას დამატებული დაკარგვები, ჩვენ 15 იმათ მხოლოდ 5, ანუ ჯამში +22 პოზიცია იმათ სასარგებლოდ მხოლოდ ამ ორი კომპონენტის ხარჯზე..ისე კი 26-ით მეტჯერ ესროლეს იმათ ბურთი და საჯარიმოების კატასტროფული % რომ არა (8/22, 40%-ზე ნაკლები) კიდევ უფრო დიდ სხვაობას დააფიქსირებდნენ, რაც ძალიან არასამართლიანად გამოიყურება. ამ გადმოსახედიდან ალბათ რაც არ უნდა გვექნა გარდა თანაბარი ენთუზიაზმისა მოგება შეუძლებელი ჩანს, თუმცა 1-2 სიტყვას ვიტყოდი რა შეიძლებოდა "უკეთ" გაგვეკეთებინა..მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში კაი მსუყე რეიტინგი დავდეთ, მსუბუქზე ჯანელიძე და შემცვლელად მითუმეტეს 7 ფორმაში მყოფი კარეკინიანი შეტევის მხრივ ძალიან დაგვხევდნენ ჩემი აზრით. დაცვებში კი ბატონოი, დაბალანსებულია ორივე, თუმცა შეტევაში და მით უფრო პერიმეტრიდან შედარებით შეზღუდულები არიან. ჩემი აზრით ეკეთესი იქნებოდა შემცვლელად მაინც პერიმეტრზე ორიენტირებული პატარა გვყოლოდა, თუნდაც ზოიძის სახით, რომელიც 9 ფორმაში იყო. მართალია ფარქვეშ იმათნაირად ვერ დაიცავდა, თუმცა მთლად მკვდარი სკილებიც არ აქვს და პერიმეტრის დაცვა/შეტევაში უკეთესი იქნებოდა გაცილებით. + მაგას ჩემი აზრით, თუ ვრისკავდით და მოხსნებს ვიკიდებდით, რადგან ფაქტიურად მხოლოდ 1 ნორმალური მომხსნელით ვთამაშობდით, ალბათ ისევ შაშიაშვილი აჯობებდა ცენტრზე, რომელიც 9 ფორმაშიც იყო და პერიმეტრის სკილებიც უკეთესი აქვს ბუაძესთან შედარებით..თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდებია, მითუმეტეს პოსტ ფაქტუმ და შედეგის მხრივ არამგონია რაიმე სხვაობა ყოფილიყო..
- - - - - - - - - -
წაგებაზე ცუდი ისაა რომ კალენდარშიც არ გაგვიმართლა. შემდეგი იტალია, +ბელგია ჰონკონგი და შვეიცარიაც არაა საჩუქრები..თუმცა ვნახოთ, თუ ესეთ კარგ ფორმებში იყო სასტავი მომავალშიც, შეიძლება ალბათ მაინც პლეიოფზე გაბრძოლება..
წარმატებები მომავალ მატჩებში..