საინტერესო დისკუსიები წასულა. პირველ რიგში სტატისტიკაზე გეტყვით. 35 სეზონის განმავლობაში 13 სხვადასხვა ჩემპიონი ჰყავდა უმაღლესს. + ამას კიდევ 10 გუნდი იყო, რომელმაც ითამაშა უმაღლესის ფინალი, თუმცა დამარცხდნენ.
ეხლა რაც შეეხება თამაშთან დაკავშირებულ საკითხებს. ზოგადად რომ უფრო მეტი განვითარება და დახვეწა სჭირდება ამ თამაშს ამაში გეთანხმებით, თუმცა ჩვენი ქვეყნის დონე რომ ავიღოთ, სულ არაა საჭირო ტრეიდერობა ან 10 მილიონიანი დაბანდება სპეციალისტებსა და სავარჯიშო მოთამაშეებში რომ ფული დააგროვო და ძლიერი გუნდი შეკრა. ბ3 დონისთვის კი ბატონო, გაცილებით მეტი ფინანსები და რესურსებია საჭირო, თუმცა ჩვენი ჩემპიონატისა და თასისთვის ცოტა ნაკლებითაც გავა კაცი ფონს. მე უბრალოდ ჩემს მაგალითს ვიტყვი. მე-15 სეზონია ბაზერში ვარ და ამ დონის კლუბი პირველად მყავს. გეთანხმებით, 15 სეზონი საკმაო დროა, თუმცა რომ დაგიბერდებიან ლიდერები ამ 15 სეზონის გამოცდილება გაძლევს შანსს შედარებით მარტივად განაახლო და გააძლიერო გუნდი, ისე რომ ახალი 15 სეზონი არ დაგჭირდეს კაცს. პირველი სეოზნიდან შემომრჩა 1 ფრენჩაიზის მოთამაშე, (+მაგას მყავს კიდევ ერთი დრაფტიდან შემორჩენილი, ოღონდ ის მე-5 სეზონში ამომივიდა. ეს ორივე ფაქტიურად ძირითადის მოთამაშეებია და საკმაოდ ნორმალური ჩვენი ქვეყნის დონისთვის - ვსევოლოდოვი და ალექსიძე). დანარჩენები დროთა განმავლობაში გავყიდე. (ხო, 5 დონეზე მაღალი მწვრთნელიც არ მყოლია). ამასთან, ჩემს ტრანსფერებსაც რომ გადახედოთ, არც მაინდან მაქვს მოგება ნანახი, -7 მილიონზეა ბალანსი. თუმცა, რა ფულიც კი დამიგროვებია, ძირითადად დავხარჯე ქართველი ძლიერი მოთამაშეების ყიდვაში - ნაკრების ხალხის ფაქტიურად. მართალია საბაზრო ფასზე ცოტა მეტი გადავიხადე (ჯამში 12 მილიონამდე სამ კაცში), თუმცა ლიგაში გაყიდვების საშუალო მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტი შემოსავალი მაქვს. კვირაში 210ათასამდე იხდიან ჩემი ფანები ატრიბუტიკაში. მნიშვნელოვანია სტადიონი და სწორი ფასებიც, ამ მხრივაც სადღაც 580-590 ათასია ჩემი მაჩვენებელი. ანუ, რომ მოვთვალოთ, სტადიონი (580) + ატრიბუტიკა (210) + კონტრაქტი (187) გამოდის სადღაც 980 ათასამდე. ხელფასები რომ იანგარიშო სადღაც 700-800 და სპეციალისტებიც 70-80 გამოდის რომ კვირაში სადღაც 100-150 ათასი რჩება მოგება. სეზონში ეს ყველაფერი სადღაც 1-1,5 მილიონ სუფთა მოგებას გიტოვებს. იმ პირობებში, რომ გუნდიც საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი გყავდეს არაა ცოტა შემოსავალი. თუ დავაპირებ 1-2 სეონით შესვენებას, ისეთ დროს შევარჩევდი რომ ეს ძლიერი მოთამაშეები 32-33 წლის ასაკში ჯერ კიდევ სარფიანად გამეყიდა და ჩემი აზრით 2 სეზონი სავსებით საკმარისი იქნებოდა გაახალგაზრდავებული და კონკურენტუნარიანი გუნდის დასაკომპლექტებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გავითვალისწინე, იყო ის, რომ მოთამაშეთა ყიდვისას, ძირიტადი ბირთვის ასაკში სხვაობა იყო მცირე, მაქსიმუმ 4 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან გუნდი არც ერთიანად დაგიბერდება (ერთი ასაკის გამო) და არც დაუბალანსებელი არ იქნება (ასაკში დიდი სხვაობის და შესაბამისად განვითარების გამო). მოკლედ მენეჯერული თამაშია და არის ბევრი დეტალები. რათქმაუნდა ყველას გათვალისწინება და რთულია და ყველა სხვადასხვა გზას ირჩევს, თუმცა მუღამს მაინც ინარჩუნებს ჩემი აზრით.
და კიდევ ერთი, რაც ალბათ ყველაზე მთავარია და ქართლის თასზე გამოვარდნამ გამახსენა:) (ენთუზიაზმის დაზოგვამ, ან ოდნავ შესუსტებულმა შემადგენლობამ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამაგებინა, მაშინ როცა მეტოქეზე ძლიერი ვიყავი, თუნდაც ჩემი გამოვარდნა შარშაბნ თასზე). იღბალს აქვს დიდი მნიშვნელობა. (თუნდაც ქართლის მაგალითო რომ ავიღოთ, სამჯერ იყო ფინალში-2ჯერ უმაღლესის, ერთხელ თასის და სამივე წააგო სამწუხაროდ). როცა 1-2, გუნდი სხვებზე ორი თავით ძლიერია, იქ მეტი შანსი გაქვს წარმატების, თუმცა თუ მოხდა და შენი გუნდის სიძლიერის პერიოდი სხვა გუნდების ზენიტსაც დაემთხვა და მაგ. 5-6 თანაბარი ძალის გუნდია უმაღლესში, (+1-2 ქვემოდან იწყებს შეტევას) აი მაშინ გამართლების ფაქტორის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან მის გარეშე ძალიან მარტივად შეიძლება შენი საუკეთესო გუნდი ტიტულების გარეშე დარჩეს. აქ უკვე ძალიან მცირე დეტალებზე დავა შენი წარმატების ფორმულა და კარგი ტაქტიკური გათვლები იქნება საჭირო.
საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აქტიური და ძლიერი გუნდი გვეყოლება (ქართველებით დაკომპლექტებული თუ იკნება კიდევ უკეთსი:) მით მეტად განვითარდება ქართული ბაზერი და უფრო მეტი მუღამი ექნება თამაშს.
Last edited by Nicolas at 4/10/2017 2:02:26 AM