ახალგაზრდულის მწვრთნელმა მოგწერა უკვე, თუმცა მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს, მითუმეტეს რომ მე ცოტა განსხვავებულად ვხედავ მაგის განვითარების ამბავს და დალშე შენ აარჩიე. მოკლედ რაც TheGreatDanton-მა მოგწერა იყო ის როგორიც გაზარდა მოსეშვილი:) ზუსტად ეგ პერიმეტრსი სკილები აქვს ეხლა მაგას და ფარქვეშა 18-ები (ბლოკის გარდა). რა თქმა უნდა მონსტრი კარგია, თუმცა მე მაინც დაბალანსებული მოთამაშეები მირჩევნია ყოველთვის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ეროვნულში არსებულ მდგომარეობას, სადაც მაღლებში იდეაში არ გვიჭირს, მთავარი პრობლემა მაგ პოზიციაზე არის დაუბალანსებელი მოთამაშეები. გვყავს 19-იანი ფარქვეშ შემტევი, 20იანი დამცველი, 18იანი მომხსნელი და ა.შ. თუმცა მაღლების პერიმეტრის სკილებში ძაან დომხალია. სტანდარტულად, ხალხი ავარჯიშებს 1-1ზე ფორვარდებს და მაღლების უმეტესობას აქვთ კარგი ტარება, დრიბლინგი და ნახტომში ტყორცნა, თუმცა მაგის იქით არაფერი. პასი ფაქტიურად არავის არ აქვს, არადა კარგი პასის მქონე მაღალი ძაან საკაიფო რამეა. მაქსიმუმი არის 5 პასი რაც მაღლებზე გვაქვს და ეგეც ორ კაცს მხოლოდ. არ გვაქვს პერიმეტრის დაცვა, არადა ეგეც კარგი დაცვითი სკილია ნებისმიერ პოზიციაზე და არ გვაქვს არც დიაპაზონი. მოსეშვილს კი აქვს 8 დიაპაზონი, თუმცა ნახტომში ტყორცნა აქვს 6 და ვისაც ნახტომი აქვთ კარგი იმათი დიაპაზონი 4-ს არ სცდება. კი გვყავს შედარებით დაბალანსებული 1-2 კაცი (კაკულია და შაშიაშვილი, თუმცა იმათ სხვა ფარქვეშა სკილების ხარჯზე აქვთ უკეთესი პერიმეტრის უნარები).
ეს ამდენი რატომ ვწერე. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით, მაგ. თენგიზა რომ ავიღოთ
6-8
4-8
8-5
18-18
18-10
აი ამ სკილსეტით, რომელიც პოტენციალის 96%-ს აჩვენებს და ხელფასში 221 ათასს ურახუნებს, მე მირჩევნია ფარქვეშ ჰქონდეს მაგ 17-ები და პერიმეტრის სკილები გაცილებით მეტი, ასე მაგ.
14-10
10-12
12-10
ასეთ შემთხვევაში, ხელფასი 200 ათასს არ გასცდება, თუმცა სკილებში სხვაობა +26 ექნება, გარდა ამისა 3პოზიციაზე ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი გამოყენება, თან ისე, რომ მეტოქეთა 90%-ს გვარიანად დაჩაგრავს. მე მაგალითად ესეთი კომპლექტაციის 4-5 ნომერი მირჩევნის ვიდრე მხოლოდ ფარქვეშა მონსტრი. ნუ ზოგადად ტოპ და ძლიერ ნაკრებებსაც რომ შეხედოთ, ფარქვეშა მოთამაშეებზე 50 პერიმეტრის სკილი ისე აქვთ როგორც არაფერი. თან ეს პერიმეტრის სკილები ძირითადში "უფასოა" დიდებზე, ასე რომ ეგეც აღსანიშნავი მომენტია. (ახალი სეზონიდან დააანონსეს პატარებზე ფარქვეშა სკილების ხელფასის გაზრდა, თუმცა დიდების პერიმეტრის სკილებზე არაფერი თქმულა და დღემდე ყოველ შემთხვევაში დიდების პერიმეტრის სკილები ძალიან იაფი იყო).
ბოლოს, კონკრეტულად ვაჰრიგიანს რომ მივუბრუნდეთ. 15-13-16 აქვს ეხლა. ახალი სეზონის დაწყებამდე სადღაც 7-8 კვირამდეა დარჩენილი. 2-3 კვირა თითო უნარზე კიდევ დაასკილაპებდა მაგათ. გამოდის 16-14-17. მოხსნა ზოგადად ყველა პოზიციაზე ძვირი სკილია და 17 ამ ეტაპზე სავსებით საკმარისი იქნებოდა ჩემი აზრით (თან ორ პოზიციანი ვარჯიშია ეგ და ასაკში რომ დააკაჩავო მოხსნაზე არ იქნებოდა პობლემა). შემდეგი სეზონიდან დავიწებდი ან პრესინგის ვერჯიშით ან პასის. პირველ შემთხვევაში მოუმატებდი პერიმეტრის დაცვას და პლიუს ფარქვეშა დაცვას, რაც ყველაზე დაბალი აქვს ფარქვეშა სკილებში. მეორე შემთხვევაში კი აქაჩავდი პასს და +ბურთის ტარება/დრიბლინგს. საშუალოდ პერიმეტრის დაცვის 2-3 სკილზე (თუნდაც 4 იყოს) მოიმატებდა ფარქვეშ დაცვის 1 სკილს. ესეთ ვარიანტში იღებ პერიმეტრის დაცვას სადღაც 10-მდე (რაც მძიმეზე ძალიან კარგია) და ფარქვეშა დაცვასაც 16-ს. პასის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ სწრაფი ვარჯიშია (თუმცა შენი ცენტრის სიმაღლიდან გამომდინარე ისეთი სწრაფი ვერ იქნება როგორც პატარებზე, მაგრამ ამინც) პასის კომპონენტი რომ აგეყვანა 8-10-მდე, ტარება/ფლობაც სადღაც 3-4 სკილს მოიმატებდა მინიმუმ. გრჩება ნახტომში ტყორცნა და დიაპაზონი. დიაპაზონის სწრაფი წამალი არის მხოლოდ პერიმეტრული ტყორცნა, რომელიც ნახტომში ტყორცნასაც სწრაფად ავარჯიშებს.