საბერძნეთთან თამაში ეს რა იყო ?
მივმართავ ნაკრების ამჟამინდელ მენეჯერს:
რომ ამბობ, ფორმებში აბა თქვენ იცით როგორ მოახვედრებთო, მადლისთვის რამდენიმე კალათბურთელს კარგად დაჯდა ფორმა და შენ რა ქენი?
დავიწყოთ განლაგებით: ცენტრი უძლიერეს ფორმაში (ნაკრებში ყველაზე მეტი DMI) - არ ათამაშე საერთოდ (არათუ ძირითადში), ძალისმიერი - უძლიერეს ფორმაში (ათამაშე შეცვლაზე), მაშინ როცა ძირითადის ძალისმიერი სათანადო!!! ფორმაში იყო და ამპლუით ცენტრი. მსუბუქი - კი ბატონო, ერთადერთი პოზიციაა რომელიც კარგად იყო შერჩეული. მერე გამთამაშებელი - ალადაშვილი უძლიერეს ფორმაში და ათამაშე სათანადო !!! ფორმაში მყოფი გამთამაშებელი... და ბოლოს მსროლელი - იგივე მსროლელზეც... ბოლოს გეგეშიძემ კლუბში მსროლელად როდის ითამაშა არც ვიცი. შემცველელი კიდე ისევ სათანადო!!! ფორმაში.. სკილებს ვერ ვხედავ, მაგრამ ცხადია რომ მსროლელად ლანჩავა უნდა მდგარიყო ძირითადში. მოკლედ რომ ვთქვათ 5-დან 4 პოზიცია არასწორად დააყენე... 1.ან აღარ თქვა რომ ფორმებში გყავდეთ მოთამაშეებიო (ისედაც ჩემი აზრით მარტო ხელფასებს უყურებ) 2. ან კიდე DMI-საც მიაქციე ყურადღება, ტყუილად არაა ეგ მონაცემი ამ თამაშში... ეს რაც შეეხება განლაგებას...
მერე კიდე ეს მთელი ძალით თამაში საბერძნეთთან გამართლებული რითი იყო თუ შემადგენლობას არ აყენებდი წესიერად ? თან თუ რისკავდი დაცვაც 2-3 უნდა დაგეყენებინა. ამაშიც შეცდი... მესმის შემადგენლობა და დაცვა რომ დაგეყენებინა აზრი ექნებოდა, მოგება აშკარად შეგვეძლო...
ახლა რომ მითხრა, რომ წასული ვიყავი და ეგ დაყენებული შემადგენლობა სტანდარტული იყოო, ძალიან დამწყდება გული... მაინტერესებს შენეული შეფასებაც ამ თამაშის.. დასანანია როცა ასე ვაგებთ...
Last edited by TheGreatDanton at 4/21/2014 6:00:50 PM