მეც გილოცავ შობა-ახალ წელს.
ნაკრების მენეჯერობას რაც შეეხება დიდი ალბათობით ბოლო არჩევნებია სადაც მონაწილეობას მივიღებ. ამასობაში ჩემ გუნდს ბოლომდე გავწურავ. ერთი ძალიან მაგარი მოთამაშის ყიდვის და შენახვის ხარჯები 2 სეზონი თავისუფლად უნდა გავქაჩო. ამასობაში გუნდის ხელფასები სადღაც მილიონს ასცდება. შემდეგ ძირითადად მეორე გუნდზე გადავალ და იმით ვითამაშებ. (გუშინ გავაკეთე). ის ლიგა უფრო საინტერესო მგონია და გართობის კუთხითაც საუკეთესო.
ეს რამდენ სეზონში იქნება შეიძლება ესე ზუსტად ვერ ვთქვა მაგრამ ამ თამაშის თამაშს იმიტომ ვაპირებ რომ მეორე გუნდით ვითამაშო.
ფინალებს რაც შეეხება ერთმა არ მიღებულმა ჯარიმამ გადაწყვიტა ყველაფერი. ფარქვეშ შეტევას მეთამაშებოდი და ჩემ 4 ნომერს ერთი ჯარიმა რომ მიეღო (2 პერიოდის მერე 5 ქონდა უკვე) ფაქტიურად მაღლების გარეშე ვრჩებოდი. ერთი წინა თამაშზე დაიმტვრა, ერთი ფოლების გამო გავარდა (იმასაც 2 პერიოდის მერე 5 ქონდა) და ესღა რჩებოდა. მსროლელიც 14 წუთში დაიმტვრა. ფაქტიურად მსაჯებმა მოიგეს თამაში ჯარიმა რომ არ მომცეს
ყველაზე დაძაბული ფინალები იყო რაც კი მითამაშია არადა უკვე 10 დაგროვებულა.
თუ ნაკრების მენეჯერი გავხდი (მხარდაჭერისთვის მადლობა), უმეტესად იგივე ხალხით იმედი მაქვს რომ სულ სხვანაირად ვითამაშებთ.