ვულოცავ იმერეთს თასის მოგებას. მართალია დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ და ნახევარფინალშიც ტრადიციულად უცნაური თამაში გქონდათ შენ და დრაგონზს, თუმცა 4სეზონიანი უტიტულობის შემდეგ მაინც კარგია ალბათ თასის მოგება. ნუ ნაგომარსაც ვულოცავ, ამ გუნდით თასის ფინალის თამაში ნამდვილად მიღწევაა. თუმცა დასანანად ხდება რომ უკვე მეორედ (ადრე ზიპმა "ივაჟკაცა" იგივენაირად), თასის მოგებისათვის მებრძოლი გუნდით ვეთიშები ასპარეზობას გაცილებით სუსტ გუნდებთან, რომლებთანაც ხან არასაკმარის ძალისხმევას ვიყენებ, ხან ოდნავ როსტერს და წუთებს ვუფრთხილდები და ა.შ.