BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.231 in reply to 244569.229
Date: 11/18/2014 9:39:59 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მე მატჩამდე ტაქტიკასა და შერჩევაზე ვამბობდი თორემ თამაშის მსვლელობისას ტრავმისგან არავინაა დაზღვეული და ეგ ძალიან ცუდია, რას იზამ :(

This Post:
00
244569.233 in reply to 244569.33
Date: 11/19/2014 5:30:31 AM
Overall Posts Rated:
00
http://www.buzzerbeater.com/player/34955141/overview.aspx

From: Nicolas
This Post:
00
244569.234 in reply to 244569.233
Date: 11/25/2014 7:19:36 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
გილოცავთ ნაკრების იოლ გამარჯვებას. წარმატებები შემდეგ მატჩებში. ინგლისი უშალო კონკურენტია და ზუსტად ჩვენს წინ არის ცხრილში. თუმცა ვფიქრობ შემადგენლობით უკეთესი გუნდი გვყავს (ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ვერ გვჯობიან როსტერით) ვიდრე კუნძულელებს და უნდა მოვუგოთ აუცილებლად

From: NewAge

This Post:
11
244569.235 in reply to 244569.234
Date: 11/25/2014 11:22:03 AM
Overall Posts Rated:
22
yvelaze tavdajerebuli mogeba es iyo , su ro shuaze gaxeuliyvnen farqvesh idan ver mogvigebdnen am tamashs, inglis rac sheexeba shetevashi ufro moikochleben vidre dacvashi, vfiqrob perimetridan gvetamashebian,aramgonia chven farqvesh dacvas ajobon.

From: Nicolas
This Post:
00
244569.236 in reply to 244569.235
Date: 12/9/2014 9:22:05 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
სამწუხაროდ ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ..აქედან ინგლისი დაახლოებით ჩვენი დონის იყო და ირლანდია ალბათ ჩვენზე სუსტი..თუმცა ფაქტიურად უშანსოდ წავაგეთ ორივე თამაში და გამოვეთიშეთ პლეიოფისთვის ბრძოლას, რაც ძალიან სამწუხაროა:( განსაკუთრებით ირლანდიასთან არ იყო წასაგები თამაში, არც რეიტინგებით და არც ისე..თუმცა რაც არის ეგაა..დაგვრჩა ბულგარეთი, რომელიც ალბათ ბოლო ორივე მეტოქეზე ძლიერია და პლეიოფში შესასვლელად იბრძვის კბილებით..არადა ბოლო რომ მოგვეგო ორივეს 4/3 გვექნებოდა და მაგარი საინტერესო ჯახი იჩითებოდა..:(

This Post:
00
244569.238 in reply to 244569.237
Date: 12/12/2014 4:39:10 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
რეიტინგებით ნაღდად არ იყო წასაგები თამაშები, მითუმეტეს მასეთი ანგარიშებით..და განსაკუთრებით ირლანდიასთან..მაგრამ ირლანდიასთან ერთადერთი ახსნა რაც შეიძლება იყოს შეტევის სტილია, შეიძლებოდა ალბათ ისევ ფარქვეშ თამაში..აი ინგლისთან მართლა გაუგებარი წაგება იყო..ნუ რგოლები კაი, ვთქვათ თანაბარი იყო, მაგრამ სხვაობა ძალიან ალოგიკური..ნუ რას იზამ, ზოგჯერ ცოტა გამართლებაც საჭიროა და ამ ორ შემთხვევაში სამწუხაროდ არ გაგვიმართლა :(

This Post:
00
244569.240 in reply to 244569.239
Date: 3/8/2015 9:36:57 AM
სულ ჩამკვდარია აქაურობა, რაზეც ძალიან მწყდება გული. იმ დღეს ვიფიქრე ნეტა ესეთი გამთამაშებელი ადრე გვყოლოდა, როცა მოსეშვილი 21 წლის იყო, რა დუეტი იქნებოდა ))) სამწუხაროდ ასეთი გამონათებები ძალიან ცოტაა ჩვენს ნაკრებში. დავიჯერო ამდენი მენეჯერი ვართ აქტიური მეორე ლიგაში და ნაკრებზე გული არავის შეტკივა? არავის უფიქრია, რომ ამდენი ხანია ბაზერს ვთამაშობ და მოდი მარტო ჩემს გუნდზე არ ვიფიქრებ და იქნებ ნაკრებსაც დავეხმარო რაიმეთიო? სულ 142 "აქტიური"(დარეგისტრირებული) მენეჯერია, აქედან 80 მაინც ხომ იქნება მართლა აქტიური (კვირაში რამდენჯერმე მაინც რომ შემოდის), გამოვაკლოთ ამას 16 გუნდი, რომელიც უმაღლესშია, (რადგან უმაღლესის მენეჯერებს ვერ თხოვ იუნორების ნაკრებისთვის ხალხის აღზრდას, თავიანთი გეგმები აქვთ უმეტესს. ხომ დარჩება ნუ 60 მენეჯერი მაინც, რომელთაც შეუძლიათ მოთამაშეების ვარჯიში?

შემდეგი სეზონიდან დავიწყოთ იუნორების "აყვავება". მინიმუმ 5-7 მენეჯერი დაგვჭირდება, რომელიც თავის თავზე აიღებს მოთამაშეების განვითარებას. რაც მეტნი ვიქნებით ბუნებრივია მით უკეთესი... დავიყოთ პოზიციები და ვაჩუქოთ ჩვენს ნაკრებს მომავალი!

მე მაგალითად შემიძლია ჩემს თავზე ავიღო ცენტრის პოზიცია (რადგან მოსეშვილი ეროვნულ ნაკრებშია და ვარჯიში მასაც ჭირდება) და 4 სეზონის შემდეგ იუნორების ნაკრებს მივცე ორი 21 წლის ტოპ-დონის მოთამაშე, თუ ამაში ხელს სხვა მენეჯერებიც შემიწყობენ. დრაფტზე არამგონია ვინმე წესიერი შემხვდეს ამიტომ 18 წლის ცენტრების ყიდვა მომიწევს. მზად ვარ ამისთვის მილიონი გამოვყო! რამდენიმე მენეჯერი თუ შეძლებს რომ თავის თავზე აიღოს სხვადასხვა პოზიციათა მოთამაშეების ვარჯიში მე ყველანაირად დავეხმარები ვარჯიშში, შევადგინოთ გეგმა ერთად...

ეს ამბავი არც მარტივია, მაგრამ არც ისეთი რთული და წარმოუდგენელი, როგორიც გვგონია! გზადაგზა სხვა მენეჯერბიც შემგოვიერთდებიან, როცა დაინახავენ შედეგს. შედეგი კი მესამე-მეოთხე სეზონებზე აუცილებლად დაიდება.

მოკლედ რომ შევაჯამო ამხელა პოსტი: ხუთმა (მინიმუმ) მენეჯერმა ავიღოთ ჩვენს თავზე პოზიციები, ვიყიდოთ (თუ დრაფტზე ვერ ამოვლენ) 18 წლის მოთამაშეები, მინიმუმ სუპერვარსკვლავის პოტენციალით და ვავარჯიშოთ მთელი ძალებით (:D). იუნორების მენეჯერმაც ხელი უნდა შეგვიწყოს, რამდენიმე სეზონით დავივიწყოთ რეიტინგი, ეს 18-19 წლის ბიჭები აიყვანოს, გამოცდილებაც რომ მოემატოთ და მენეჯერებს ნდობა გაუჩნდეთ, რომ ეს მოთამაშეები უეჭველად იქნებიან ნაკრებში თუ ავარჯიშებენ! (თუ ავარჯიშებენ! - მერე რომ არ დაიკიდონ აყვანილი მოთამაშეები).... ამ 18-19 წლის ბიჭებს დაემატებიან, მარტო მართლა გამორჩეული მოთამაშეები 20-21 წლისები...

რას ფიქრობთ ჩემს იდეაზე? არავინ ხართ ვისაც გული შეგტკივათ ნაკრებზე? ბევრი მენეჯერია, დარწმუნებული ვარ ჩემნაირად, რომელიც უმაღლესში ასასვლელად არ/ვერ იბრძვის და ნაკრებს მაინც მივხედოთ, თან რამდენიმე სეზონში ჩვენც გვეყოლება კარგი მოთამაშეები, რომელთა ვარჯიშის გაგრძელების შემთხვევაშიც ეროვნულშიც მოხვდებიან!

მოკლედ დაწერეთ თქვენი აზრიც აბა, რამდენი ხართ მზად რომ ამ იდეას ხორცი შევასხათ? იუნორების ნაკრების მენეჯერის პოზიცია მაინტერესებს ყველაზე მეტად... ადრეც მქონდა ეს იდეა, თუმცა არ განხორციელდა იმედია ახლა მაინც გამოგვივა რამე, ერთად!

This Post:
00
244569.241 in reply to 244569.240
Date: 3/8/2015 11:39:23 AM
Overall Posts Rated:
1313
ფეისბუქზე მოგწერე პასუხი , ვიზიარებ შენს პოზიციას სრულად

Advertisement