გუჩაშვილი რასაც ჩაყრიდა ეგ ისედაც გასათვალისწინებელი იყო შეგუებული ვიყავი. აი მაგას სხვაც თუ აყვებოდა მერე იქნებოდა საქმე ცუდათ. ვსევოლოდოვი სანამ იყო ვერ გააჩერეს ჩემებმა.
აქამდე ყველა თამაშში ფაქტიურად მაღლებმა მომაგებინეს გუშინ კიდე რატომღაც არაფერს არ აკეთებდნენ და პერიმეტრის ხალხმა მოიგო თამაში. არადა თითქოს მაღლებს უფრო უნდა ეაქტიურად. რატო გამოვიდა ეგრე მაინც ვერ გავიგე.
თასი არცერთ სეზონში არ ყოფილა პირველ ადგილზე, როცა მოგებული მაქ ეგ ტურნირები არც მაშინ არ ვანიჭებდი უპირატესობას, სადამდეც გავიდოდი გავიდოდი. ნახევარფინალში თუ გავაღწევდი მერე კი ვცდილობდი მოგებას. მემგონი თასზე ენთუზიაზმი არც კი მაქ გამოყენებული. ადრე ისეთ თამაშებში გავარდნილვარ თასიდან წესით ნახევარი გუნდით უპრობლემოთ რომ უნდა მომეგო.
მაგ ტურნირის აზრი მაინც ვერ გავიგე. თუ ნბა-ს მსგავსი თამაშია მაშინ თასი რა შუაშია. თუ მაინც საჭირო იყო ეს ტურნირი მაშინ წუთები არ უნდა ითვლებოდეს როგორც ჩემპინთა თასზეა. ამ ფორმატით უინტერესოა ჩემთვის თუ ორივე ტურნირზე იბრძვი მაშინ ვინც ადრე გავარდება იმას შენთან შედარებით უპირატესობა აქვს.
თასზე მესამე ლიგელს თუ მოუგე ფულს რატო იძლევიან, ანდაც იგივე პრინციპით ჩემპინატში რატო არაა ბონუსები. თუ ფულადი წახალისებისთვისაა ეგ ტურნირი მაშინ აშკარად ცოტას იხდიან.
პლიუს მაგას რომელ ქვეყანასაც ბევრი გუნდი ყავს იმას თასზეც უფრო ბევრი ბონუსები აქ და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა ქვეყნებს. თითქოს დიდი არაფერია მაგრამ იმ ბონუსებით მერე ხო ყიდულობენ უკეთეს მოთამაშეებს ვიდრე სიტყვაზე ჩვენ, მერე ითვლება გუნდების ხელფასების საშუალო და სატელევიზიო კონტრაქტებში იმხელა უპირატესობა გამოსდით რო შანსი არაა ჩვენ იმათ დავეწიოთ. ადრე მაგაზე თემაც მქონდა ფორუმზე ბლომად ხალხიც იყო იგივე აზრზე მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. სადღაც მილიონი ან მილიონ ნახევარია სეზონში სიტყვაზე ჩვენ საუკეთესო გუნდის შემოსავლებსა და იმათ საუკეთესო გუნდის შემოსავლებს შორის, ეს როგორც მინიმუმ. მერე ეგ თანხა უკან რო გადმოიანგარიშო ყოველ თამაშზე შენ 5 საუკეთესო კალათბურთელს შეუძლია დაუპირისპიროს სათითაო პოზიციაზე 30 000-ით მეტი ხელფასის ხალხი.
მოკლედ რახან არი ეს ტურნირი იმიტომ ვთამაშობ. დიდი ხანია არაფერი მომიგია და იქით სეზონში შეიძლება თასზეც ვითამაშო. თმცა მაინც მეორეხარსიხოვანი იქნება