საინტერესო თასის ფინალი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ჩემთვისაც და რუსთავისთვისაც პირველი თასის ფინალი გახლდათ და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი ტიტული თასის გათამაშებაში. საკმაოდ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით და შესაბამისად მატჩიც დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი თამაში თითქმის წინ ვიყავი და ბოლოსკენაც საკმაოდ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს ჩემებმა. რუსთავს მთავარი პლიუსი ენთუზიაზმის ჰქონდა, რადგან 2 დღის წინ დაზოგა მეტოქიდან გამომდინარე, ხოლო მე გავხარჯე დრაგონზთან თამაშში. ასევე მცირედი უპირატესობა ჰქონდა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეთა ხელფასებში, თუმცა არც ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემს უპირატესობას რაც შეეხება ეს ფორმები გახლდათ, ყველა მოთამაშე 8-9 ფორმაში მყავდა, მაშინ როდესაც რუსთავის 2 მნიშვნელოვანი კაცი 5 ფორმაში იყო. უპირატესობა მოვიპოვე ტემპის გამოცნობაშიც და იმაში, რომ მეტოქემ პირიქით - ჩემი შეტევის აქცენტი ვერ გამოიცნო. ალბათ ამის ბრალიც იყო ის, რომ სასტარტო ცენტრი ძალიან მალე, 22 წუთში 6 ფოლით გავარდა თამაშიდან, რის შემდეგაც ფარზე არსებული უპირატესობა კიდევ უფრო გავამყარეთ და +23 მოხსნით მეტი მოვაგროვეთ ვიდრე მეტოქემ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემმა ყველა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა გააკეთა, აქედან სამმა 10-ზე მეტი მოხსნაც მიამატა ორმაგი დუბლის ამბავში და გუჩაშვილს მხოლოდ 1 პასი დააკლდა ასევე ორმაგ დუბლამდე. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დაბალანსებულ გუნდურ თამაშზე მიუთითებს.
მოკლედ ვულოცავ რუსთავს თასის ფინალს და წარმატებები შემდეგ სეზონებში, ისევე როგორც ყველა სხვა გუნდებს.
ჩემის მხრივ, პირველად მოგებულ ეროვნულ ჩემპიონატს უკვე პირველი სათასო ტიტულიც მივამატე, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ხვალიდან კი უკვე სრული კონცენტრაციით ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოვვერთვებით მეც და რუსთავიც და იმედია წინ კიდევ ბევრი საინტერსო და დაძაბული დაპირისპირებები გველის.