BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
From: NewAge

This Post:
00
244569.319 in reply to 244569.318
Date: 11/24/2015 5:51:20 AM
Overall Posts Rated:
77
არადა გამიხარდა ასეთი სუსტი გუნდები რო შეგვხვდა... დაჟე იმათ უთამაშიათ მსუბუქად...

From: Nicolas

This Post:
11
244569.320 in reply to 244569.319
Date: 11/24/2015 9:28:11 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მე ის ვერ გავიგე თუ ყურადღების მიქცევა არ უნდათ ნაკრების ტრენერობას რაღატო ჩალიჩობენ? მეც მინდოდა წელს ეროვნულის ტრენერობა მაგრამ მაინც თავი შევიკავე, არ მაქვს იმდენი დრო რომ ნაკრებსაც საკმარისი ყურადღება დავუთმო და მაინც პროსტა ტრენერობის გულისთვის რათ მინდა თუ შედეგი არ დადო ნაკრებმა? მესმის უფრო ძლიერთან როცა შანსი არ გაქვს არც არავინ მოგთხოვს მოგებას მაგრამ 7 და 8 რეიტინგიან მოთამაშეების გუნდთან რო წააგებ ტეხავს..ამ სეზონის 2 თამაშში 4 კაცით გავდივართ, რა უბედურებაა

From: NewAge
This Post:
00
244569.321 in reply to 244569.320
Date: 12/1/2015 9:42:38 AM
Overall Posts Rated:
77
ჩემი აზრით არასწორად არის დაწყობილი შემადგენლობა და ფარქვეშ ჯობია მგონი ვითამაშოთ, რავი ჩემი აზრი ასეთია...

From: Nicolas
This Post:
00
244569.322 in reply to 244569.321
Date: 1/25/2016 3:52:10 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
და ამხანაგური ან რამე რო ჩავნიშნოთ არ მოსულა სეზონის დასრულების შემდეგ??

From: NewAge
This Post:
00
244569.323 in reply to 244569.322
Date: 2/15/2016 4:39:02 PM
Overall Posts Rated:
77
http://www.buzzerbeater.com/player/37375794/overview.aspx
http://www.buzzerbeater.com/player/36613845/overview.aspx

Last edited by NewAge at 2/15/2016 4:39:32 PM

This Post:
00
244569.324 in reply to 244569.11
Date: 2/22/2016 3:02:44 PM
მახსოვს ეს თემა მაშინ გახსნა მჭედლომ პირველად რომ ამირჩიეს იუნორების მწვრთნელად ))

მოკლედ ასეთ რამეს ვფიქრობ: ავიყვანო 10 მოთამაშე 18 წლის და მხოლოდ ორად-ორი 21 წლის მოთამაშე, ფიფია და ერისთავი. ორი მიზეზი მაქვს: 1) არამგონია 2-ზე მეტი მოგება გავწუროთ ამ შემადგენლობით 2) 18 წლის მოთამაშეებს მოემატებათ გამოცდილება, რაც ძალიან წაადგება მომავალში, 21 წლის ასაკში. ასევე ამითი მენეჯერებსაც წავახალისებ და მათს შრომას დავაფასებ და იმედი მაქვს ეს სტიმულს მისცემს რომ ბოლომდე ავარჯიშონ...

რას იტყვით, აქვს აზრი რეიტინგის "შეწირვას" გამოცდილების გულისთვის? ისედაც რა რეიტინგი ჩვენ გვაქვს და ორმა მოგებამ არამგონია წინ წაგვწიოს...

This Post:
00
244569.325 in reply to 244569.324
Date: 2/22/2016 3:40:41 PM
Overall Posts Rated:
77
მართალი ხარ, ამ შემადგენლობით არამგონია რამე დიდ წარმატებას მივაღწიოთ... ჯობია მთელი ყურადღება და ძალები ახალ თაობაზე დავხარჯოთ )))

This Post:
00
244569.326 in reply to 244569.324
Date: 2/23/2016 12:03:20 PM
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
შეიძლება ეგეთი რამის გაკეთება. სტიმული აშკარად ჭირდებათ მენეჯერებს. გამოცდილებას ოდნავ უფრო სწრაფად მოიმატებენ, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები 6-ის ქვემოთ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გამოცდილება ეფექტს იძლევა 9-ის მერე. ეს ეფექტიც მინიმალურია სადღაც 2-3 ქულა იქნება თუ ესე დავთვლით. ანუ ორი ზუსტად ერთნაირი სკილებით რომ ავიღოთ და ერთს ქონდეს სიტყვაზე 3-4 ენთუზიაზმი და მეორეს 9 ის მეორე 2-3 ჰა და ჰა 4 ქულით უფრო ეფექტური იქნება ვიდრე პირველი. ანუ შეიძლება იმ მეორემ 2 ქულა არ ჩააგდებინოს ვინმეს და თვითონ ისეთი 2 ქულა ჩააგდოს რომელსაც პირველი ვერ ჩააგდებდა.

რეიტინგი ისედაც არ გვაქ და ეგ შენ როგორც დაგეგმავ ისე გააკეთე. კარგი საქმის გაკეთება გინდა და შენ როგორც უფრო სწორად მიგაჩნია ისე უნდა მოიქცე. ყველა ვარიანტში მინიმუმ 4 წლიანი გეგმა მაინც უნდა გვქონდეს რამე რომ გამოვიდეს.

This Post:
00
244569.327 in reply to 244569.326
Date: 2/23/2016 12:44:49 PM
ჩემი იდეა უფრო მეტად გამოცდილების მომატება იყო, მაგრამ თუ ასეთ მცირე სხვაობას გვაძლევს, მაშინ ახლა უკვე მთავარი ფაქტორი მენეჯერების წახალისებაა ))) მოკლედ, მაინც ავიყვან ახალგაზრდებს და 2-3 21 წლის მოთამაშეს.

This Post:
00
244569.328 in reply to 244569.327
Date: 2/24/2016 1:54:32 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ჩემი აზრით გამოცდილება არ მგონია ისეთი მნიშვნელოვანი იყოს იუნიორებში და იმხელა სხვაობა მოგვცეს იმ მონსტრად დადგომის წელს, რომ მაგის გულისთვის თუ ვინმე კარგი გვყავს 20-21 წლისები ისინი არ ავიყვანოთ იქამდე..რეიტინგი მართალია ისედაც მკვდარი გვაქვს, თუმცა თუ მოიძებნებიან 20-21 წლის 25+ათასიანი მოთამაშეები, მემგონი ჯობია მათი აყვანა, თუნდაც დაგეგმილზე ერთით მეტი მატჩიც რომ მოვიგოთ და ვინმეს სიურპრიზი შევთავაზოთ არ იქნება ცუდი..თუმცა ეს ყველაფერი შენი გადასაწყვეტია, ჩვენ მხოლოდ რჩევებით თუ შემოვიფარგლებით

This Post:
00
244569.329 in reply to 244569.328
Date: 2/24/2016 2:54:09 AM
შეიძლება დიდ სხვაობას არ გვაძლევდეს გამოცდილება, მაგრამ სად ეს მოთამაშეები 21 წლის ასაკში რომ 1 (ან 2) გამოცდილებით შეხვდებიან და სად იგივე მოთამაშეებს რომ 3 (ან 4) ექნებათ გამოცდილება... კიდევ ერთ დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ვიღებთ ჩემი აზრით გამოცდილებით... უბრალოდ ამ ორ მოთამაშეს იმიტომ ვიყვან რომ მათ მენეჯერებს შრომა დავუფასო რომ აქამდე ავარჯიშეს... იმავეს გავაკეთებ მომავალ სეზონშიც, გამორჩეულ 21 წლის მოთამაშეებს ისევ ავიყვან. თუნდაც 1-ით მეტი თამაშის მოგებას ამ სეზონში ჯობს 3 სეზონის მერე უპრობლემოდ (ნახევარი ძალით) მოვიგოთ გადამწვყეტი (ჯგუფურის) თამაშები, ენთუზიაზმი დავზოგოთ და გადამწყვეტ მომენტებში სწორად ვითამაშოთ და ეს ყველაფერი ვფიქრობ გამოცდილების ხარჯზე შეგვეძლება.

ანუ ჩემი იდეა (point) რა არის, რომ ხელფასების, მოთამაშეების რეიტინგების გარდა დამატებით კიდევ ერთ კონკრეტულ უპირატესობას ვიძენთ. თუ მოწინააღმდეგეების მოთამაშეებს გამოცდილება ექნებათ 2 ან 3, ჩვენს მოთამაშეებს ექნებათ 4 ან 5. მართალია მცირე უპირატესობაა, მაგრამ ხომ არის უპირატესობა? ამ სეზონში თუნდაც ზედმეტი 3! მოგებით რეიტინგშიც წინ ვერ წავიწევთ, თან რეიტინგები იმისთვის გვჭირდება რომ ნაკლებად რთული მოწინააღმდეგეები ავიცილოთ თავიდან, რასაც 3 სეზონის შემდეგ აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ტიტულის მოგება თუ გვინდა, ყველა მოწინააღმდეგე უნდა დავამარცხოთ.

Advertisement