მალე დაიწყება ახალგაზრდულისთვის 35-ე სეზონი. ჯერ-ჯერობით მეტოქეები არ ვიცით...
ამ სეზონში მიზანი არის რეიტინგის 50-ეულში შესვლა და მე-6 კალათაში გადანაცვლება. დიდი იმედი მაქვს რომ ეს გამოგვივა კიდეც, თუ მეტოქეებშიც გაგვიმართლა... მთავარია ვარჯიში არ შევწყვიტოთ.
იმ მოთამაშეების მენეჯერების საყურადღებოდ, რომლებიც წინა სეზონში იყვნენ ნაკრებში და ახლა არ არიან: ამ სეზონში მათი არ აყვანა არ ნიშნავს, რომ ისინი მომავალ ორ სეზონში არ იქნებიან ნაკრებში, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ავარჯიშეთ, მიყევით გეგმას. კითხვების შემთხვევაში დაწერეთ ფორუმზე ან მომწერეთ, ნუ მოგერიდებათ!

წარმატებულ სეზონს გისურვებთ
