ძაან საინტერესო პლეიოფები გამოვიდა. და კიდევ უფრო საინტერესო მგონი წინ გველოდება. აუტსაიდერებმა (განთესვით) ძაან იბრძოლეს ფაქტიურად ყველა სერიაში..შესაბამისად, ვესტის პირველივე რაუნდში პირველადგილოსანი გავარდა, ხოლო ისტში მეორეადგილოსანი..კონფერენციების ფინალშიც რუსთავის დინამომ საკმაოდ მსუყე სენსაცია გამოაცხო და დრაგონზს მოუგო (სენსაცია ალბათ უფრო იმის ფონზე რომ გასვლაზე იყო და + მაგას ნაკლები ენთუზიაზმით)..ჩემი გადმოსახედიდან რუსთავი აშკარად dark horse იყო ვესტში..იმერეთის მაგალითი წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო დრაგონზისთვის რომ ნორმალით არ გაერისკა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა რომ 20-2 და 19-3 შედეგების მქონე გუნდებიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ფინალში და ფინალური წყვილიც შესაბამისად ისტის მესამეადგილოსან რუსთავის დინამოსა (15/7) და ვესტის მეორეადგილოსან თბილისის მავერიკს (15/7) შორის გაიმართება. ამ აყალმაყალში კი სახლის უპირატესობაც ჩემს გუნდს ხვდა წილად (სულ რაღაც 3 ქულის სხვაობის გამო).
საინტერესოა ისიც, რომ უმაღლესის ფინალური სერია წლევანდელი თასის ფინალის გამეორება იქნება. თან თბილისი-რუსთავის პრინციპული საკალათბურთო დაპირისპირებაც. დარწმუნებული ვარ რუსთავი კბილებს ილესავს თასის ფინალში განცდილი მარცხის გამო, სადაც საკმაოდ დაძაბული და თანაბარი თამაში გამოვიდა, თუმცა მისი ძირითადი 4 ნომრის ნაადრევად გავარდნის გამო (6 ფოლი) (+ მაგას ვერგამოცნობილი ფოკუსის და ჩემი გამოცნობილი ტემპის ფაქტორის გათვალისწინებით) ჩემმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და თასიც პირველად მოიპოვა. (თუ არ ვცდები რუსთავისთვისაც პირველი თასი იქნებოდა და სერიის მოგების შემთხვევაში უმაღლესის ჩემპიონობაც პირველი იქნება მისთვის).
მოკლედ დიდი ინტრიგაა ფინალების წინ და ვნახოთ, წესით და რიგით კარგი და დაძაბული სერია უნდა გამოვიდეს.. მოგებას ვერა, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ რუსთავს რაც ალბათ პირველ რიგში იმას გულისხმობს რომ უტრავმო ფინალი იყოს და დალშე დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს..საბოლოო ჯამში მაინც თანაბარი სიძლიერის გუნდები გვყავს თავის +/- ებით და ტაქტიკურ დაპირისპირებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება..
პ.ს. საინტერესო სტატისტიკა. ქართული ბაზერის ყველაზე ტიტულოვანი კლუბები - იმერეთი და დრაგონზი, რომლებსაც ჯამში 35-დან 16-ჯერ აქვთ უმაღლესის ჩემპიონობა მოპოვებული (ფაქტიურად ტიტულების ნახევარი), უკვე მესამე სეზონია უტიტულოდ რჩებიან. (თასზე კიდევ უფრო მეტი, 4-სეზონიანი მშრალი სერია აქვთ). ეს ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ როგორც მინიმუმ უმაღლესის დონეზე უფრო კონკურენტუნარიანი და აქტიური გახდა შეჯიბრი, რაც ძალიან კარგია.