BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.366 in reply to 244569.365
Date: 6/28/2016 3:11:08 PM
დავმარცხდით ნორვეგიასთან. სამწუხაროდ.

არასწორად არჩეულ შეტევის ტაქტიკას დავაბრალებდი. მომზადებაშიც მივქარე, არ უნდა გამერისკა...

საკმაოდ გავირთულეთ საქმე. შვედეთს კარგი გუნდი ყავს, ლატვიასაც და ფინეთი დაახლოებით ჩვენი დონეა, თუმცა გასვლაზე მოგვიწვეს თამაში.

This Post:
00
244569.367 in reply to 244569.366
Date: 6/28/2016 4:33:40 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მთავარი შეცდომა ჩემი აზრით ტაქტიკის და ტემპის გამოცნობაზე წასვლა იყო. ჩვენზე ძლიერები რომ ყოფილიყვნენ კიდე ხო, მაგრამ როგორც მინიმუმ იმათზე სუსტები არ ვიყავით და ვერ გარტყმის რისკის ფაქტორის გათვალისწინებით უკუეფექტი უფრო დაგვაზარალებდა ვიდრე საერთოდ არაფრიის მითითება. საშუალოდ 100 ტყორცნიდან დაპროექტებული ქულები ყველა პოზიციაზე მეტი გვქონდა და ვფიქრობ ძალიან მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ამ მატჩის მოგებაც, თუმცა არაუშავს, გამოცდილების ამბავში დაგვეხმარება მაინც. წარმატებები შემდგომ მატჩებში.

This Post:
00
244569.368 in reply to 244569.367
Date: 7/6/2016 12:25:23 PM
შვედეთს ძალიან მარტივად მოვუგეთ ჩემდა გასაკვირად, ფორმები არ დაუჯდათ მაინც და მაინც კარგად... ახლა კიდევ უფრო მწყდება გული ნორვეგიასთან წაგებაზე და სტრატეგიასთან დაკავშირებულ დაშვებულ შეცდომებზე

Last edited by TheGreatDanton at 7/6/2016 12:25:48 PM

This Post:
00
244569.369 in reply to 244569.368
Date: 7/7/2016 4:30:36 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ეგ არაფერი, სომხეთთან გავისეირნებთ და დარჩენილი ორიდან ერთის მოგებაც სავსებით საკმარისი იქნება პლეიოფისთვის. (დაჟე ვფიქრობ შესაძლოა სამი წაგებითაც იყოს ბოლო ადგილები, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა). ლატვიასთან დიდი ალბათობით შანსი არ გვექნება და უახლოეს ორ თამაშში (კალენდარიც საკაიფოდ დაჯდა მაგ მხრივ) msubuqad რომ ვითამაშოთ ფინელებთან კარგი ენთუზიაზმით ვიქნებით და ბრძოლა სავსებით შესაძლებელია.

This Post:
00
244569.370 in reply to 244569.369
Date: 7/7/2016 12:29:48 PM
ორივესთან მსუბუქად თამაშს ვაპირებ. აქამდეც ყველა მსუბუქად გვაქვს ნათამაშები, ენთუზიაზმი კარგად გვაქვს )))

This Post:
00
244569.371 in reply to 244569.370
Date: 7/9/2016 11:32:34 AM
ისე კარგად დაგვიჯდა ფორმები ამ კვირაში და ლატვიას ისე ცუდად, რომ ამ კვირაში რომ გვქონოდა ლატვიასთან თამაში უეჭველად მოვუგებდით. იმედი მაქვს მომდევნო ორშაბათისთვისაც კარგად დაჯდება ფორმები ჩვენთან...

This Post:
00
244569.372 in reply to 244569.371
Date: 7/11/2016 2:46:49 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
საღოლ, მართღლა მაგარ ფორმებში გყავს ყველა, ყოჩაღ მათ მენეჯერებს..დიდებში კი არც გუჩაშვილი და არც მოსეშვილი მთელი სეზონია 9 ფორმაში არც ერთხელ არ ყოფილან, მე-7 თამაში გვაქვს დღეს უკვე..

This Post:
00
244569.373 in reply to 244569.371
Date: 7/18/2016 10:18:31 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ისე არც ლატვიასთან დამჯდარა ცუდი ფორმები, თუმცა ყველა ვარიანტში კარგია რომ ენთუზიაზმი არ გავხარჯეთ, ბოლო ტურისთვის ჯობდა დაზოგვა. უფრო გამოიკვეთება სიტუაცია და შესაძლოა 5-3 ბალანსითაც მოხერხდეს გასვლა და მაგ შემთხვევაში ბოლო ტურშიც თამამად შეგვეძლება ენთუზაიაზმის დაზოგვა

This Post:
00
244569.374 in reply to 244569.373
Date: 7/18/2016 11:20:44 AM
ფორმები მართლა კარგად გვიჯდება და თითოეული მენეჯერის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თითოეული მათგანის დამსახურებაა რომ ამ სეზონში დამაჯერებლად გამოვდივართ! ლატვიასთანაც კარგი შედეგი დავდეთ. 6:1-ზე გვაქვს ახლა შეფარდება და პლეიოფები გავინაღდეთ, ახლა ვნახოთ შემდეგი მეტოქე ვინ გვეყოლება, ფინეთის შემდეგ.

პროგრესი აშკარაა და ასეც უნდა გავაგრძელოთ, ერთიანი ძალისხმევით, მოთამაშეების ვარჯიშით და შემდგომ ფორმების დასმით. უბრალოდ იმაზე მწყდება გული რომ ამჟამად ნორმალური 18 წლის მოთამაშე არ გვყავს. დრაფტშიც ასე თუ ისე არ გაგვიმართლა, სადაც კარგი მოთამაშეები ამოვიდა, ზოგიერთი გაბოტდა, ზოგიერთი არ გამომხმაურებია სამწუხაროდ. ეს ნიშნავს, რომ სამი სეზონის შემდეგ, როდესაც წესით რეიტინგი შედარებით გამოსწორებული გვექნება, ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს ვერ ვაჩვენებთ, ამიტომ მომავალ სეზონში 19 წლის მოთამაშეებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ, იმედი მაქვს დრაფტი დაგვეხმარება ამაში. თუმცა ორ სეზონში, მომავალ სანუგეშო ტურნირზე ჩვენი მონსტრები უკვე 21 წლისები იქნებიან და იმედი მაქვს ძალიან კარგ შედეგს დადებს ეროვნული ნაკრები.

მომავალ სეზონში ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი რომ კარგად გამოვალთ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მენეჯერი. ამჟამინდელი 20 წლისები ბუნებრივია დარჩებიან ნაკრებში პლუს ამას რამდენიმე მონსტრი, რომელიც ამჟამად არაა ნაკრებში.

This Post:
00
244569.375 in reply to 244569.374
Date: 7/19/2016 3:22:56 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
პირველ რიგში გილოცავ, მაგარი შედეგი დადე მიუხედავად მეტოქეებისა..18 წლისების დეფიციტი ცუდია, თუმცა თუ წელს კარგი დრაფტი იყო შეიძლება ძალიან აღარ შეგვეტყოს ეგ ერთი წლის "ჩავარდნა"

ისე გუშინ ორივე ნაკრებმა საკაიფო ქამბექები დადო. პატარებმა პირველი ტაიმის -12დან, +13 დადეს ხოლო დიდებმა -16დან +14..

This Post:
00
244569.376 in reply to 244569.375
Date: 7/19/2016 4:24:53 AM
ხო გუშინ კარგი დღე იყო ბაზერის ქართული კომუნისთვის ))) ორივე ნაკრებმა მოიგო.

Advertisement