ფორმები მართლა კარგად გვიჯდება და თითოეული მენეჯერის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თითოეული მათგანის დამსახურებაა რომ ამ სეზონში დამაჯერებლად გამოვდივართ!

ლატვიასთანაც კარგი შედეგი დავდეთ. 6:1-ზე გვაქვს ახლა შეფარდება და პლეიოფები გავინაღდეთ, ახლა ვნახოთ შემდეგი მეტოქე ვინ გვეყოლება, ფინეთის შემდეგ.
პროგრესი აშკარაა და ასეც უნდა გავაგრძელოთ, ერთიანი ძალისხმევით, მოთამაშეების ვარჯიშით და შემდგომ ფორმების დასმით. უბრალოდ იმაზე მწყდება გული რომ ამჟამად ნორმალური 18 წლის მოთამაშე არ გვყავს. დრაფტშიც ასე თუ ისე არ გაგვიმართლა, სადაც კარგი მოთამაშეები ამოვიდა, ზოგიერთი გაბოტდა, ზოგიერთი არ გამომხმაურებია სამწუხაროდ. ეს ნიშნავს, რომ სამი სეზონის შემდეგ, როდესაც წესით რეიტინგი შედარებით გამოსწორებული გვექნება, ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს ვერ ვაჩვენებთ, ამიტომ მომავალ სეზონში 19 წლის მოთამაშეებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ, იმედი მაქვს დრაფტი დაგვეხმარება ამაში. თუმცა ორ სეზონში, მომავალ სანუგეშო ტურნირზე ჩვენი მონსტრები უკვე 21 წლისები იქნებიან და იმედი მაქვს ძალიან კარგ შედეგს დადებს ეროვნული ნაკრები.
მომავალ სეზონში ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი რომ კარგად გამოვალთ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მენეჯერი. ამჟამინდელი 20 წლისები ბუნებრივია დარჩებიან ნაკრებში პლუს ამას რამდენიმე მონსტრი, რომელიც ამჟამად არაა ნაკრებში.