სამწუხაროდ ვერ გავაგდეთ დროულად მძიმეები, მაგრამ არაუშავს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, კმაყოფილი ვარ საბოლოო შედეგით. ბევრი რამე მაჩვენა ამ თამაშმა. პირველ რიგში ის, რომ კარგი მებრძოლი გუნდი გვყავს და ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. პლიუს ამას ის გეგმა რაც ორი სეზონის წინ მქონდა, რომ მონსტრების თაობა გაგვეზარდა, ამართლებს. 20 წლის ბიჭებით იტალიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს ვეჭიდავეთ. მართალია მხოლოდ ორი პოზიცია (ჯამში ოთხივე მოთამაშე) იყო 20 წლის, გამთამაშებელი და ცენტრი, მაგრამ წარმომიდგენია მომდევნო სეზონში ეს ოთხივე ბიჭი + მიქაელიანი, ურუშაძე და კიდევ რამდენიმე ბიჭი, რომელიც ამჟამად ნაკრებში არაა როგორ ითამაშებენ. მთავარია, რომ ამ სეზონებში გუნდი ვითარდება და ეს ყველაფერი რეიტინგშიც აისახება.
დაკარგული არაფერია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ცუდია რომ პირველი თამაში იყო იტალიასთან, კიდევ ერთმა მარცხმა შეიძლება ჩვენი მიზანი დაგვაკარგინოს, მაგრამ ვეცდები დარჩენილი მატჩები წარტმატებით დავამთავროთ.
Last edited by TheGreatDanton at 9/12/2016 11:31:23 AM