სამწუხაროდ დავმარცხდით. რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა ის მოხდა, ნორმალით გამოვიდნენ სათამაშოდ. წინ ჩვენ ბულგარეთთან და ნიდერლანდებთან გვაქვს სათამაშო და ამიტომ მე ვერ გავურისკე ნორმალით თამაში.
კევორკიანს, დარჩიაშვილს და აბალოიძეს - 1 აქვთ საჯარიმო ტყორცნა

სამწუხაროდ ძალიან მცირე შანსი დაგვრჩა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. იტალიამ ჩეხეთსაც უნდა მოუგოს და ბულგარეთსაც. ჩვენ ბულგარელებს უნდა მოვუგოთ და ბულგარელებმა თავის მხრივ ჩეხებს. შემდეგ ბურთების სხვაობა გადაწყვეტს ყველაფერს...
არადა მეოთხე მეოთხედში წინ როცა გავეჭერით 8 ქულა (ჯამში +3 ქულა) იმედი მომეცა, მაგრამ იმათმა სამიანებმა და ჩვენმა უქულობამ ანგარიში გაათანაბრა და შედეგიც სახეზეა. ვერცერთი სამიანი ვერ ჩავაგდეთ

კალენდარიც ცუდად დაგვიჯდა. შემდეგი მატჩი ბულგარეთთან გვიწევს და იმედია იმას მაინც მოვიგებთ, თუ არა და დავემშვიდობებით ევროპის ჩემპიონატს...