BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.399 in reply to 244569.398
Date: 9/19/2016 12:44:24 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მოიცა იტალიასთან ხო ფიქით ვიყავით? და დღესაც ფიქით გავედით?? სუსტი მეტოქეები ბოლოსკენ გვყავდა და თუ დღეს ფიქით ვიყავით მემგონი მანდ მოგვსვლია საბედისწერო შეცდომა. როგორც ზედა პოსტში მქონდა აღნიშნული, პირველი სამი თამაში იყო გადამწყვეტი. ნუ იტალია გასაგებია, მაქსიმალურად ნაკლები სხვაობიით უნდა წაგვეგო და ენთუზიაზმიც დაგვეზოგა, რაც შესრულდა კიდეც. აი დღევანდელი და მომდევნო მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ფიქით გარისკვად არ ღირდა მემგონი. თუმცა არაუშავს, ვნახოთ როგორ დაჯდება სხვა შედეგები, შანსები კი შეგვიმცირდა, თუმცა, როგორც იტყვიან თეორიული შანსები ჯერ კიდევ გვაქვს და იკნებ ცოტა გაგვიმართლოს კიდეც. იმედია განწყობას დიდები გამოგვიკეთებენ საღამოს 22:30ზე. მეც ლაითით ვაპირებ გასვლას და ვნახოთ, ცოტა კი მეშინია მაგრამ რუმინელებთანაც ვერ გავურისკე (არადა აშკარად ვიცოდი რომ ვჯობდით), მაინც პირველი თამაშის ფაქტორი იყო და მნიშვნელოვანი იყო მოგების აღება. დღევანდელი მეტოქე იდეაში უფრო სუსტი გვყავს, თუმცა გასვლითი მატჩია და იმათი ტრენერი მოტივირებული ჩანს, თავის ფორუმზე წერდა საქართველოსთან უნდა მოვიგოთო და სულ მთლად მოტსი არ გაუშვას იმას ვშიშობ.

Last edited by Nicolas at 9/19/2016 12:44:56 PM

This Post:
00
244569.400 in reply to 244569.399
Date: 9/19/2016 1:17:15 PM
კი, ორივე მატჩში. იდეაში ენთუზიაზმს მომდევნო ეტაპისთვის ვინახავდი )))

ბულგარეთს შემადგენლობის მხრივ უფრო ძლიერი მოთამაშეები ჰყავს ვიდრე ჩეხეთს, მაგრამ რეიტინგებს თითქოს ვერ დებენ შესაბამისს. ჩეხეთი - ბულგარეთის შედეგზე დიდად დამოკიდებული ვიქნებით, ამიტომ ბულგარეთს უეჭველად მოსაგებად თუ გავუხდით საქმეს, შეიძლება მოიგონ კიდეც. ბულგარეთთან უკვე ნორმალით გავალთ ალბათ. ვნახოთ, იქამდე დიდი დროა.. მთელი ერთი კვირა ))

This Post:
00
244569.401 in reply to 244569.400
Date: 9/19/2016 1:58:30 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ასე დაზოგვებით ვიყურყუტე მეორე ლიგაში 6 თუ 7 სეზონი:) 2-3ჯერ უეჭველი მაგ დაზოგვამ დამღუპა, ვფიქრობდი ფინალისთვის შევინახავთქო და ვერც მივდიოდი იქამდე :) ამიტომ თუ უეჭველი მოსაგები მაქვს თამაშში თუნდაც ცოტათი ვჯობდე მეტოქეს ფიქს ძალიან იშვიათად ვირჩევ. უმაღლესშიც როცა კი დავფიქე თანაბარ ან ოდნავ სუსტ მეტოქესთან, თუ მეტი ენთუზიაზმით გამოდიოდა მეტოქე უმეტეს მატჩებს მიგებდა..განსაკუთრებით გასვლაზე..ნუ რაც არის ეგ არის, იქნებ მართლა დაზოგილი გამოგვივიდეს, ვნახოთ

This Post:
00
244569.402 in reply to 244569.401
Date: 9/19/2016 2:24:28 PM
ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დამღუპა. რატომღაც მეგონა, რომ ჩეხეთის ნორმალის შემთხვევაში ჩვენ ფიქითაც მოვიგებდით. შორს არც ვიყავი, მეოთხე მეოთხედში შეცვლებამდე +3 გვქონდა, მერე ცუდად წაგვივიდა პალასა. იმედი ბოლომდე დაკარგული მაინც არაა ჯერ, შეიძლება მეორე ადგილისთვის ბრძოლა!

This Post:
00
244569.403 in reply to 244569.402
Date: 9/19/2016 2:32:05 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ბულგარეთს უნდა მოვუგოთ ყველა პონტში რომ მერე ჩეხებთან მოსაგები ჰქონდეთ ყველა ვარიანტში..მაგის ზემოდან ორივეს იტალიამ უნდა მოუგოს (სულ მთლად თუ არ დაიკიდეს ცალი ფეხითაც უნდა მოგონ). ძალიან უტოპიურიც არ არის ეს ყველაფერი, ამიტომ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჯერ, დალშე დაველოდოთ რა მოხდება..წარმატებები
ამასობაში კი იწყება დიდების თამაშიც..

This Post:
00
244569.404 in reply to 244569.403
Date: 10/3/2016 12:47:07 PM
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ფაზაში გადავიდა 36-ე სეზონის ევროპის ჩემპიონატი, სამი ტურია დარჩენილი. სიტუაცია რომ მიმოვიხილოთ, ამ დროისათვის იტალიას აქვს 4-დან 4 მოგება, ჩეხებსაც 4-დან 4, ნიდერლანდებს და ბულგარეთს 3-3 მოგება და 1-1 წაგება. შემდეგ ჩვენ მოვდივართ სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 2 წაგებით. ნორვეგია, ალბანეთი და სომხეთი კი ჯერ-ჯერობით მოგების გარეშე არიან და 4 წაგება აქვთ სამივეს.

დარჩა სამი ტური და ჩვენთვის მნიშნველოვანი ჩეხეთის, ბულგარეთისა და ნიდერლანდების მატჩებია. აღსანიშნავია, რომ სამივე გუნდს ერთურთში დარჩათ სათამაშო (პლუს სამივეს იტალიასთან) და სწორედ ეს თამაშები გადაწყვეტს ბევრ რამეს. შემდეგ ტურში ჩეხები და ბულგარელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამართავენ, ჩვენ ბულგარელების მხარეს უნდა ვიყოთ, რადგან ჩეხების გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანს 99.9 პროცენტით დავკარგავთ.

ამჟამინდელი სიტუაციით ბურთების შეფარდება შემდეგია:
ჩეხეთი: + 130
ბულგარეთი: +90
ნიდერლანდები: +75
ჩვენ: -1

თუმცა ჩვენ რთული თამაშები უკვე მოვიტოვეთ და დარჩენილ სამივე ტურში გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ. რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, იტალიასთან არცერთ გუნდს შანსი არ აქვს, ხოლო ნიდერლანდებს სავარაუდოდ ჩეხებიც მოუგებენ და ბულგარელებიც. ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსი ჩეხეთთან ბულგარეთის გამარჯვებაზე გადის. თუმცა იმისათვის რომ ჯგუფში მეორე პოზიცია დავიკავოთ, ჩეხებსაც და ბულგარელებსაც ბურთების სხვაობით უნდა გადავასწროთ. სომხეთთან +50 ქულა გარანტირებული გვაქვს, ალბანეთთან და ნორვეგიასთან კი ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი საუკეთესო თამაში უნდა აჩვენონ და მეტოქეები რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დავამარცხოთ. მიახლოებითი გამოთვლებით ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ორ მატჩში +85 ქულა უნდა ავიღოთ.

სამწუხაროდ ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელში არაა და ვნახოთ რას გვიმზადებენ ბაზერის ღმერთები

პ.ს. ცოტა მაინც გააქტიურდით, მთელმა სეზონმა ისე ჩაიარა მხოლოდ ორი კაცი ვპოსტავთ ნაკრებების თემებში...

This Post:
00
244569.405 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 1:43:05 AM
Overall Posts Rated:
11
ვკითხულობ და თამაშებსაც ვადევნებ ხოლმე თვალს ოღონდ არ ვწერ დიდად არაფერს
არ მიყვარს რაღაც ბაზერის ფორუმი :)

This Post:
00
244569.406 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 4:03:58 AM
Overall Posts Rated:
22
2 თამაშში +85 ძალიან ბევრია. ყველაფერი ჩვენს მხარეს უნდა იყოს, იღბალი, ღმერთები, ქალღმერთები, ნიმფები ... ვაფშე ყველა რა :D

This Post:
00
244569.407 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 7:40:18 AM
Overall Posts Rated:
1313
ნორმალურად ითამაშე ყველა თამაში, მხოლოდ ნორვეგიასთან შეიძლება დაფიქრება ისიც არა იმის გამო რომ ვერ მოვუგებთ, არამედ ბურთების შეფასების გამო ;-) (მაგას ბოლო თამაშის წინა სიტუაციით მიხვდები) ისე თუ ბულგარეთის მწვრთვნელი კვალიფიციურია წესით ჩეხეთს მოუგებს. გასვლის რა გითხრათ თუმცა კაი შანსი გვაქვს რომ მე-3 და უარეს შემთხვევაში ავიღოთ, დამიჯერეთ მეორეც არაა მიუღწეველი, თუ იტალიამ არ წამოიკრა ფეხი უცებ ვინმესთან, საერთოდ ეგეთ განაღდებულ გუნდეს სჩვევიათ ხოლმე რომ მსუბუქით გადიან და ეს უკვე შედარებით ძლიერ მეტოქეებს მოგების შანსებს უზრდის, თან თუ ეს ნაკრებიც იბრძვის გასასველად.
ბევრი რამე არაა ჩვენზე დამოკიდებული ამიტომ წინასწარ არ გირჩევთ საუბრებს. მიხედეთ ჩვენს თამაშებს და ვეცადოთ მაქსიმუმი გამოვწუროთ ;-) წარმატებები

This Post:
00
244569.408 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 9:42:47 AM
Overall Posts Rated:
00
ligidashi arcvibrdzvi boloze unda gavide da davdrafto magari igroki , ert kalatburtelsac viyidi axal sezonshi axalgazrda qartvels da orives ertad vavarjisheb, gundis warmatebebi naklebad mainteresebs axalgazrduls unda mivxedot kai shansebi gvaq rames mivagwiot

This Post:
00
244569.409 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 9:58:42 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
შემდეგ ტურში გაირკვევა თითქმის ყველაფერი. თუ იტალიამ ჰოლანდიას მოუგო და ბულგარეთმა ჩეხეთს, ძალიან დიდი სენსაცია უნდა მოხდეს რომ იტალიამ ბულგარეთ/ჩეზეთთან რომელიმესთან წააგოს და ვეღარ გავიდეთ. ისე კი შესაძლოა ჰოლანდიასაც ჰქონდეს შენახული სიურპრიზი ბულგარეთი/ჩეხეთიდან რომელიმესათვის, არც მაგას გამოვრიცხავ.
ბურთებს რაც შეეხება, თუ შემდეგ ტურში "საჩვენოდ" დაჯდა შედეგები, ბოლოსწინაში ნორმალი ყველა ვარიანტში და ბოლო ტურში კიდე სიტუაციის მიხედვით, ნორვეგიასთან ფიქით დიდი სხვაობა გამორიცხულია და იმის მიხედვით რა სხვაობაზე იქნება საუბარი მოგვიწევს ნორმალსა და მოტს შორის არჩევა. იქით კვირას ჩვენ ფაქტიურად უქმე გვაქვს, 50-0 გვიდევს ჯიბეში და მხოლოდ სხვებისთვის თვალის დევნება მოგვიწევს. არადა ჩეხებთან მიუხედავად ძალისხმევის სხვაობისა მიანც შეიძლებოდა მოგება, რაც უეჭველად გვინაღდებდა მეორე ადგილს. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შანსები მაინც გვაქვს ჯერჯერობით. წარმატებები ბიჭებს

Last edited by Nicolas at 10/4/2016 10:00:55 AM

Advertisement