წინა სეზონის პატარა სტატისტიკაც ბარემ, რომელიც ფინალს ეხება. მოგეხსენებათ გამარჯვებულის გამოვლენას სამი მატჩი დასჭირდა და შესაბამისად ამ სამი მატჩის სტატისტიკას მოგაწვდით.
ჯამში ორივე გუნდმა თითქმის თანაბარი რაოდენობის ბურთები ვესროლეთ, (280 მავერიკსმა, 277 დრაგონზმა). ჩემმა გუნდმა უფრო მეტი სამიანი (32/84-38%) ესროლა ვიდრე მეტოქემ (27/58-46,5%), მაგრამ სამიანების % ხედავთ დრაგონზს გაცილებით მაღალი ჰქონდა. თუმცა 2ქულიანების % (55,1%-48,4%) და შესაბამისად ზოგადად ფგ% (50%-48%) მავერიკსის სასარგებლოდ იყო. რაც შეეხება ჯარიმებს, 56-დან 46 გამოიყენა ჩემმა გუნდმა (82,14%), ხოლო 64-დან 39 დრაგონზმა (60,93%). მოხსნებში მინიმალური უპირატესობა ჰქონდა დრაგონზს, რომელიც მატჩში საშუალოდ 46,33 ბურთს ხსნიდა, ხოლო მავერიკსი 45,33-ს. პასებშიც მცირე უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა, საშუალოდ 25 პასი მავერიკსის 21,66-ის წინააღმდეგ. დაკარგვები მეტი ჰქონდა დრაგონზს - 8,33, ხოლო მავერიკს 6,66. საშუალოდ 4 ჩაჭრას აკეთებდა დრაგონზი, ხოლო 3,33-ს მავერიკსი. ბლოკშოტებში სრული თანაფარდობა იყო, საშუალოდ 2,66 ბლოკი ორივე გუნდს. ჯარიმებშიც ფაქტიურად ანალოგიური სიტუაციაა - ჯამში 44ჯერ დაჯარიმდა მავერიკსი, ხოლო 43-ჯერ დრაგონზი. და ბოლოს, საშუალოდ 119,33 ქულა მოუგროვდა სამ მატჩში გამარჯვებულ გუნდს, ხოლო 110,66 დამარცხებულს. მიუხედავად იმისა, რომ სუსტი დაცვები არცერთ გუნდს არ გვქონდა (განსაკუთრებით დრაგონზის დაცვის რეიტინგები იყო შთამბეჭდავი), მაინც საკმაოდ მაღალქულიანი და შეტევაზე ორიენტირებული ფინალები გამოდგა როგორც ხედავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან თანაბარი ძალის გუნდები ვიყავით, თუმცა ჩემი სასტარტოს ტრავმისა და სახლის ფაქტორის გათვალისწინებით მცირე უპირატესობას დრაგონზი ფლობდა და ფინალების ფავორიტად ალბათ მაინც ის მიიჩნეოდა. (ასე 55/60 % - 45/40%-ის წინააღმდეგ ჩემი შეფასებით). მითუმეტეს პირველი მოგებული მატჩის შემდეგ მისი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, საბოლოოდ ძალიან მაღალი ხარისხის 3 მატჩი ვნახეთ, სადაც დაძაბულობა მუდმივად იგრძნობოდა და მითუმეტეს დისაიდერი ძალიან მაგარი საყურებელი გამოდგა და ბოლო წუთებამდე რასაც ქვია nail-biter იყო.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც - გამეფებული ტრადიციის თანახმად, როგორც წესი მოსაგებ და დიდ თამაშებში ძირითადად ფარქვეშა ტაქტიკას იყენებენ, რაც ამ შმთხვევაში პირიქით იყო - ფინალის არცერთი მატჩი მოგებულ გუნდს ფარქვეშა ტაქტიკით არ უთამაშია, პირიქით, ორივე მოგება პერიმეტრის ტაქტიკის გამოყენებისას მოიპოვა მავერიკსმა.
და ბოლოს, მოთამაშეთა სტატისტიკა.
მავერიკსი:
ქულები:
გუჩაშვილი-44,66
ვსევოლოდოვი-32.0
ბუტისი-18,66
მოხსნები:
ოდიშვილი-13,33
ბუტისი-11,33
ზოიძე-9,33
პასები:
გუჩაშვილი-7,66
ვსევოლოდოვი-6,33
ზოიძე-6,0
დრაგონზი:
ქულები:
რუსი-27,33
ირურეტა-25,0
რატკევიჩს-16,33
მოხსნები:
გუანგჰაი-15,33
ირურეტა-13,33
რატკევიჩს-4,33
პასები:
რატკევიჩს-7,33
რუსი-5,66
გუანგჰაი-3,0
ალბათ ფინალების მვპ ამ ყველაფრის ფონზე და გათვალისწინებით ქართული ბაზერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პგ (თუ საუკეთესო არა) გიგა გუჩაშვილი იქნებოდა. 51,5%fg, 53,84%(!!!) 3pt, 81.25%ft, 44.66 ქულა, 2.66მოხსნა, 7,66 პასი, 0,66დაკარგვა და შესაბამისად 11,5 ა/ტო. ნამდვილად შთამბეჭდავი სტატისტიკაა მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ დრაგონზის დაცვის ხაზის (როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრის) სიძლიერეს, რაც მის რეიტინგებშიც ჩანდა.
Last edited by Nicolas at 3/24/2017 4:30:57 AM