ხოო, მაშინ ცოტა გაჭირდება საქმე. სამწუხაროდ მე გამომეპარა არჩევნებისს ამბავი და არ მიმიღია მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში.
ეგრევე ნაკრების მენეჯერობა მეორე სეზონშივე მემგონი ნამეტანი პასუხისმგებლობაა. სწავლით კი ისწავლი, არაა პრობლემა, უბრალოდ ნაკრების შედეგები რამდენად შეეწერიება ამ სწავლის პროცესს ეგ იქნება საკითხავი.
პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება რომ სახელმძღვანელო წაიკითხო და თუ ენის პრობლემა არ გაქვს მეტნაკლებად, გაეცნო ფორუმებს (გლობალურს), ბევრი თემებია ტაქტიკებზე, სკილებზე, ვარჯიშებზე და ა.შ. ასევე კარგი იქნება თუ დაეკონტაქტები შენი ნაკრების წევრი მოთამაშეების მენეჯერებს და საქმის კურსში იქნები მოთამაშეთა ვარჯიშსა და მათ განვითარებაზე, ოღონდ ეს რჩევები და გეგმები შენგან უნდა მიდიოდეს მენეჯერებთან და გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად იქნება ეგ შესაძლებელი არვიცი.
თუმცა, ჩემი აზრით მთავარია მოტივაცია და ენთუზიაზმი. თუ ეს ორი რამ გექნება და ამას დაუმატებ შესაბამის დროს, რათა მიიღო ცოდნა ამ თამაშზე, გამოცდილებაც ნელნელა მოვა. კარგა ხანია ვთამაშობ ამ თამაშს და ყოველ ჯერზე ახალს სწავლობ, როგორც მინიმუმ გამოცდილების ამბავში მაინც. მოკლედ იყავი აქტიური, გადახედე რაც შეიძლება ბევრ რაღაცეებს და თუ რამეა დაწერე ხოლმე ფორუმზე, ვეცდები(თ) დაგეხმაროთ ხოლმე.
აბა წარმატებები