BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.402 in reply to 244569.401
Date: 9/19/2016 2:24:28 PM
ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დამღუპა. რატომღაც მეგონა, რომ ჩეხეთის ნორმალის შემთხვევაში ჩვენ ფიქითაც მოვიგებდით. შორს არც ვიყავი, მეოთხე მეოთხედში შეცვლებამდე +3 გვქონდა, მერე ცუდად წაგვივიდა პალასა. იმედი ბოლომდე დაკარგული მაინც არაა ჯერ, შეიძლება მეორე ადგილისთვის ბრძოლა!

This Post:
00
244569.403 in reply to 244569.402
Date: 9/19/2016 2:32:05 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ბულგარეთს უნდა მოვუგოთ ყველა პონტში რომ მერე ჩეხებთან მოსაგები ჰქონდეთ ყველა ვარიანტში..მაგის ზემოდან ორივეს იტალიამ უნდა მოუგოს (სულ მთლად თუ არ დაიკიდეს ცალი ფეხითაც უნდა მოგონ). ძალიან უტოპიურიც არ არის ეს ყველაფერი, ამიტომ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჯერ, დალშე დაველოდოთ რა მოხდება..წარმატებები
ამასობაში კი იწყება დიდების თამაშიც..

This Post:
00
244569.404 in reply to 244569.403
Date: 10/3/2016 12:47:07 PM
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ფაზაში გადავიდა 36-ე სეზონის ევროპის ჩემპიონატი, სამი ტურია დარჩენილი. სიტუაცია რომ მიმოვიხილოთ, ამ დროისათვის იტალიას აქვს 4-დან 4 მოგება, ჩეხებსაც 4-დან 4, ნიდერლანდებს და ბულგარეთს 3-3 მოგება და 1-1 წაგება. შემდეგ ჩვენ მოვდივართ სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 2 წაგებით. ნორვეგია, ალბანეთი და სომხეთი კი ჯერ-ჯერობით მოგების გარეშე არიან და 4 წაგება აქვთ სამივეს.

დარჩა სამი ტური და ჩვენთვის მნიშნველოვანი ჩეხეთის, ბულგარეთისა და ნიდერლანდების მატჩებია. აღსანიშნავია, რომ სამივე გუნდს ერთურთში დარჩათ სათამაშო (პლუს სამივეს იტალიასთან) და სწორედ ეს თამაშები გადაწყვეტს ბევრ რამეს. შემდეგ ტურში ჩეხები და ბულგარელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამართავენ, ჩვენ ბულგარელების მხარეს უნდა ვიყოთ, რადგან ჩეხების გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანს 99.9 პროცენტით დავკარგავთ.

ამჟამინდელი სიტუაციით ბურთების შეფარდება შემდეგია:
ჩეხეთი: + 130
ბულგარეთი: +90
ნიდერლანდები: +75
ჩვენ: -1

თუმცა ჩვენ რთული თამაშები უკვე მოვიტოვეთ და დარჩენილ სამივე ტურში გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთ. რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, იტალიასთან არცერთ გუნდს შანსი არ აქვს, ხოლო ნიდერლანდებს სავარაუდოდ ჩეხებიც მოუგებენ და ბულგარელებიც. ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსი ჩეხეთთან ბულგარეთის გამარჯვებაზე გადის. თუმცა იმისათვის რომ ჯგუფში მეორე პოზიცია დავიკავოთ, ჩეხებსაც და ბულგარელებსაც ბურთების სხვაობით უნდა გადავასწროთ. სომხეთთან +50 ქულა გარანტირებული გვაქვს, ალბანეთთან და ნორვეგიასთან კი ჩვენმა ბიჭებმა თავიანთი საუკეთესო თამაში უნდა აჩვენონ და მეტოქეები რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დავამარცხოთ. მიახლოებითი გამოთვლებით ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ორ მატჩში +85 ქულა უნდა ავიღოთ.

სამწუხაროდ ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელში არაა და ვნახოთ რას გვიმზადებენ ბაზერის ღმერთები

პ.ს. ცოტა მაინც გააქტიურდით, მთელმა სეზონმა ისე ჩაიარა მხოლოდ ორი კაცი ვპოსტავთ ნაკრებების თემებში...

This Post:
00
244569.405 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 1:43:05 AM
Overall Posts Rated:
11
ვკითხულობ და თამაშებსაც ვადევნებ ხოლმე თვალს ოღონდ არ ვწერ დიდად არაფერს
არ მიყვარს რაღაც ბაზერის ფორუმი :)

This Post:
00
244569.406 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 4:03:58 AM
Overall Posts Rated:
22
2 თამაშში +85 ძალიან ბევრია. ყველაფერი ჩვენს მხარეს უნდა იყოს, იღბალი, ღმერთები, ქალღმერთები, ნიმფები ... ვაფშე ყველა რა :D

This Post:
00
244569.407 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 7:40:18 AM
Overall Posts Rated:
1313
ნორმალურად ითამაშე ყველა თამაში, მხოლოდ ნორვეგიასთან შეიძლება დაფიქრება ისიც არა იმის გამო რომ ვერ მოვუგებთ, არამედ ბურთების შეფასების გამო ;-) (მაგას ბოლო თამაშის წინა სიტუაციით მიხვდები) ისე თუ ბულგარეთის მწვრთვნელი კვალიფიციურია წესით ჩეხეთს მოუგებს. გასვლის რა გითხრათ თუმცა კაი შანსი გვაქვს რომ მე-3 და უარეს შემთხვევაში ავიღოთ, დამიჯერეთ მეორეც არაა მიუღწეველი, თუ იტალიამ არ წამოიკრა ფეხი უცებ ვინმესთან, საერთოდ ეგეთ განაღდებულ გუნდეს სჩვევიათ ხოლმე რომ მსუბუქით გადიან და ეს უკვე შედარებით ძლიერ მეტოქეებს მოგების შანსებს უზრდის, თან თუ ეს ნაკრებიც იბრძვის გასასველად.
ბევრი რამე არაა ჩვენზე დამოკიდებული ამიტომ წინასწარ არ გირჩევთ საუბრებს. მიხედეთ ჩვენს თამაშებს და ვეცადოთ მაქსიმუმი გამოვწუროთ ;-) წარმატებები

This Post:
00
244569.408 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 9:42:47 AM
Overall Posts Rated:
00
ligidashi arcvibrdzvi boloze unda gavide da davdrafto magari igroki , ert kalatburtelsac viyidi axal sezonshi axalgazrda qartvels da orives ertad vavarjisheb, gundis warmatebebi naklebad mainteresebs axalgazrduls unda mivxedot kai shansebi gvaq rames mivagwiot

This Post:
00
244569.409 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 9:58:42 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
შემდეგ ტურში გაირკვევა თითქმის ყველაფერი. თუ იტალიამ ჰოლანდიას მოუგო და ბულგარეთმა ჩეხეთს, ძალიან დიდი სენსაცია უნდა მოხდეს რომ იტალიამ ბულგარეთ/ჩეზეთთან რომელიმესთან წააგოს და ვეღარ გავიდეთ. ისე კი შესაძლოა ჰოლანდიასაც ჰქონდეს შენახული სიურპრიზი ბულგარეთი/ჩეხეთიდან რომელიმესათვის, არც მაგას გამოვრიცხავ.
ბურთებს რაც შეეხება, თუ შემდეგ ტურში "საჩვენოდ" დაჯდა შედეგები, ბოლოსწინაში ნორმალი ყველა ვარიანტში და ბოლო ტურში კიდე სიტუაციის მიხედვით, ნორვეგიასთან ფიქით დიდი სხვაობა გამორიცხულია და იმის მიხედვით რა სხვაობაზე იქნება საუბარი მოგვიწევს ნორმალსა და მოტს შორის არჩევა. იქით კვირას ჩვენ ფაქტიურად უქმე გვაქვს, 50-0 გვიდევს ჯიბეში და მხოლოდ სხვებისთვის თვალის დევნება მოგვიწევს. არადა ჩეხებთან მიუხედავად ძალისხმევის სხვაობისა მიანც შეიძლებოდა მოგება, რაც უეჭველად გვინაღდებდა მეორე ადგილს. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შანსები მაინც გვაქვს ჯერჯერობით. წარმატებები ბიჭებს

Last edited by Nicolas at 10/4/2016 10:00:55 AM

This Post:
00
244569.410 in reply to 244569.409
Date: 10/6/2016 1:53:28 PM
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ტურში ჩვენს თამაშში არაფერი საინტერესო არ მოხდება და შედეგი ყველამ წინასწარ ვიცით, ჩვენთვის მომდევნო ტური ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ბულგარეთი და ჩეხეთი დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით სწორედ ამ თამაშით გადაწყდება ჩვენი ბედი, ჩეხების გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპს დავემშვიდობებით. ადრეც აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასებით თითქოს ბულგარეთი უკეთესი ნაკრებია, შესაბამის რეიტინგებს ვერ დებენ, ხოლო ჩეხები პირიქით, თითქოს ხელფასებთან შედარებით ზედმეტად კარგ რეიტინგებსაც კი დებენ, რაც იმას ნიშნავს ცალსახად, რომ ჩეხებს მრავალუნარიანი მოთამაშეები ჰყავთ. ვნახოთ, დაველოდოთ, იმედი ვიქონიოთ რომ ორშაბათს ბულგარელები გაგვახარებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს დაგვიტოვებენ.

This Post:
00
244569.411 in reply to 244569.410
Date: 10/10/2016 10:16:17 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ბულგარეთი მეტი ძალისხმევით არის გამოსული, რაც კარგია თავისთავად..+ მაგას შეტევა გამოუცნო და მეტოქემ კიდე პირიქით, გამაზა. ძალისხმევა, გამოცნობილი შეტევა და მეტოქის გამაზული ფოკუსირება, წესით და რიგით საკმარისი დეტალებია იმისათვის რომ ბულგარელებმა მოიგონ..იმედია მასეც მოხდება.. ტაიმის შემდეგ კი ანგარიში 58-57 ჩეხების სასარგებლოს. (ბულგარელების ორი სტარტერი 4-4 ფოლით). იმედია მოიგებენ მაინც შავიზღვისპირელები.

From: Nicolas
This Post:
00
244569.412 in reply to 244569.411
Date: 10/11/2016 2:59:20 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მიუხედავად უარესი რეიტინგებისა, საბოლოო ჯამში ძალისხმევის და გამოცნობილი შეტევის (+მეტოქის გამაზული შეტევის) ფონზე ბულგარეთმა მოუგო ჩეხეთს და შეგვინარჩუნა ჯგუფიდან გასვლის შანსები. მოიგო იტალიამაც, რაც ასევე ადვილად გამოსაცნობი იყო და წესით არც ჩეხებთან და მითუმეტეს არც ბულგარელებთან უნდა გაუჭირდეთ მაკარონშიკებს. ჩეხებსაც და ბულგარელებსაც იტალიის გარდა რჩებათ ჰოლანდიასთან სათამაშო.
ამ მომენტში ორივე მათგანს 4/1-ზე აქვთ მოგება/წაგება და ბურთები +126 ჩეხებს და +99 ბულგარელებს. (ჩვენ +47). ჩვენი და აღნიშნული ორი გუნდის მეტოქეების გათვალისწინებით ბულგარელებთან -52 ქულის ამოქაჩვა სავსებით შესაძლებელია და არ უნდა გაგვიჭირდეს. აი ჩეხებთან არსებული -79 კი ცოტა ბევრად მოსჩანს. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი. ისევე როგორც ჩვენ, ასევე ჰოლანდიელებსაც ბოლო შანსი აქვთ ჩეხებთან მოგების შემთხვევაში (მართალია ჰოლანდიელების შანსები ყველაზე მიზერულია და თითქმის ზღაპარია მაგათი მეორე ადგილი დარჩენილი ორივე მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი), თუმცა წესით მაინც უნდა სცადონ მოგება და იმედი მაქვს მოტსს მისცემენ ჩეხებს.
რაც შეეხება ჩვენს განრიგს და სავარაუდო მოვლენების განვითარებას, აქაც გვაქვს ერთი კარგი ამბავი და ეს იმაში მდგომარეობს, რომ ალბანეთმა ბოლო ტურში ნორვეგიასთან მოტსი მიარტვა (და მოიგო კიდეც სენსაციურად) და ჩვენთან დიდი ალბათობით ფიქით და მკვდარი ენთუზიაზმით მოვა. ჩვენი ნორმალის და სწრაფი შეტევის შემთხვევაში, ჩემი გათვლებით სადღაც 50ქულიანი ჰანდიკაპის დადება უნდა შევძლოთ (თუ ბოლო პერიოდში ძაან არ დაიკიდეს ჩვენებმა). სამწუხაროდ ჩეხებთან დაზოგილი ენთუზიაზმის გამოყენება აქ გვიწევს, თუმცა არაუშავს, მთავარია შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და უნდა წავეპოტინოთ ყველა ვარიანტში. (ისე ეს გამთამაშებლის, ან კარგი მსროლელის ცენტრზე დაყენება და პოზიციური თამაში რაღაც ახალ მაიმუნობას გავს, რაც საერთოდაც არ მხიბლავს..თუმცა ფაქტია ამ ავანტიურულ სტრატეგიას მიმდევრები გამოუჩნდნენ. აგერ იტალიის ფინალების შემდეგ, ალბანელებსაც იგივე ტაქტიკა გამოუყენებიათ გუშინ და იმათგან განსხვავებით წარმატებულადაც).
მოკლედ გუშინ ყველაფერი ისე დაჯდა როგორც გვინდოდა და იმედია დარჩენილ ორ ტურშიც საჩვენოდ განვითარდება მოვლენები.

Advertisement