BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.406 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 4:03:58 AM
Overall Posts Rated:
22
2 თამაშში +85 ძალიან ბევრია. ყველაფერი ჩვენს მხარეს უნდა იყოს, იღბალი, ღმერთები, ქალღმერთები, ნიმფები ... ვაფშე ყველა რა :D

This Post:
00
244569.407 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 7:40:18 AM
Overall Posts Rated:
1313
ნორმალურად ითამაშე ყველა თამაში, მხოლოდ ნორვეგიასთან შეიძლება დაფიქრება ისიც არა იმის გამო რომ ვერ მოვუგებთ, არამედ ბურთების შეფასების გამო ;-) (მაგას ბოლო თამაშის წინა სიტუაციით მიხვდები) ისე თუ ბულგარეთის მწვრთვნელი კვალიფიციურია წესით ჩეხეთს მოუგებს. გასვლის რა გითხრათ თუმცა კაი შანსი გვაქვს რომ მე-3 და უარეს შემთხვევაში ავიღოთ, დამიჯერეთ მეორეც არაა მიუღწეველი, თუ იტალიამ არ წამოიკრა ფეხი უცებ ვინმესთან, საერთოდ ეგეთ განაღდებულ გუნდეს სჩვევიათ ხოლმე რომ მსუბუქით გადიან და ეს უკვე შედარებით ძლიერ მეტოქეებს მოგების შანსებს უზრდის, თან თუ ეს ნაკრებიც იბრძვის გასასველად.
ბევრი რამე არაა ჩვენზე დამოკიდებული ამიტომ წინასწარ არ გირჩევთ საუბრებს. მიხედეთ ჩვენს თამაშებს და ვეცადოთ მაქსიმუმი გამოვწუროთ ;-) წარმატებები

This Post:
00
244569.408 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 9:42:47 AM
Overall Posts Rated:
00
ligidashi arcvibrdzvi boloze unda gavide da davdrafto magari igroki , ert kalatburtelsac viyidi axal sezonshi axalgazrda qartvels da orives ertad vavarjisheb, gundis warmatebebi naklebad mainteresebs axalgazrduls unda mivxedot kai shansebi gvaq rames mivagwiot

This Post:
00
244569.409 in reply to 244569.404
Date: 10/4/2016 9:58:42 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
შემდეგ ტურში გაირკვევა თითქმის ყველაფერი. თუ იტალიამ ჰოლანდიას მოუგო და ბულგარეთმა ჩეხეთს, ძალიან დიდი სენსაცია უნდა მოხდეს რომ იტალიამ ბულგარეთ/ჩეზეთთან რომელიმესთან წააგოს და ვეღარ გავიდეთ. ისე კი შესაძლოა ჰოლანდიასაც ჰქონდეს შენახული სიურპრიზი ბულგარეთი/ჩეხეთიდან რომელიმესათვის, არც მაგას გამოვრიცხავ.
ბურთებს რაც შეეხება, თუ შემდეგ ტურში "საჩვენოდ" დაჯდა შედეგები, ბოლოსწინაში ნორმალი ყველა ვარიანტში და ბოლო ტურში კიდე სიტუაციის მიხედვით, ნორვეგიასთან ფიქით დიდი სხვაობა გამორიცხულია და იმის მიხედვით რა სხვაობაზე იქნება საუბარი მოგვიწევს ნორმალსა და მოტს შორის არჩევა. იქით კვირას ჩვენ ფაქტიურად უქმე გვაქვს, 50-0 გვიდევს ჯიბეში და მხოლოდ სხვებისთვის თვალის დევნება მოგვიწევს. არადა ჩეხებთან მიუხედავად ძალისხმევის სხვაობისა მიანც შეიძლებოდა მოგება, რაც უეჭველად გვინაღდებდა მეორე ადგილს. მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შანსები მაინც გვაქვს ჯერჯერობით. წარმატებები ბიჭებს

Last edited by Nicolas at 10/4/2016 10:00:55 AM

This Post:
00
244569.410 in reply to 244569.409
Date: 10/6/2016 1:53:28 PM
მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ტურში ჩვენს თამაშში არაფერი საინტერესო არ მოხდება და შედეგი ყველამ წინასწარ ვიცით, ჩვენთვის მომდევნო ტური ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ბულგარეთი და ჩეხეთი დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით სწორედ ამ თამაშით გადაწყდება ჩვენი ბედი, ჩეხების გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპს დავემშვიდობებით. ადრეც აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასებით თითქოს ბულგარეთი უკეთესი ნაკრებია, შესაბამის რეიტინგებს ვერ დებენ, ხოლო ჩეხები პირიქით, თითქოს ხელფასებთან შედარებით ზედმეტად კარგ რეიტინგებსაც კი დებენ, რაც იმას ნიშნავს ცალსახად, რომ ჩეხებს მრავალუნარიანი მოთამაშეები ჰყავთ. ვნახოთ, დაველოდოთ, იმედი ვიქონიოთ რომ ორშაბათს ბულგარელები გაგვახარებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს დაგვიტოვებენ.

This Post:
00
244569.411 in reply to 244569.410
Date: 10/10/2016 10:16:17 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ბულგარეთი მეტი ძალისხმევით არის გამოსული, რაც კარგია თავისთავად..+ მაგას შეტევა გამოუცნო და მეტოქემ კიდე პირიქით, გამაზა. ძალისხმევა, გამოცნობილი შეტევა და მეტოქის გამაზული ფოკუსირება, წესით და რიგით საკმარისი დეტალებია იმისათვის რომ ბულგარელებმა მოიგონ..იმედია მასეც მოხდება.. ტაიმის შემდეგ კი ანგარიში 58-57 ჩეხების სასარგებლოს. (ბულგარელების ორი სტარტერი 4-4 ფოლით). იმედია მოიგებენ მაინც შავიზღვისპირელები.

From: Nicolas
This Post:
00
244569.412 in reply to 244569.411
Date: 10/11/2016 2:59:20 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მიუხედავად უარესი რეიტინგებისა, საბოლოო ჯამში ძალისხმევის და გამოცნობილი შეტევის (+მეტოქის გამაზული შეტევის) ფონზე ბულგარეთმა მოუგო ჩეხეთს და შეგვინარჩუნა ჯგუფიდან გასვლის შანსები. მოიგო იტალიამაც, რაც ასევე ადვილად გამოსაცნობი იყო და წესით არც ჩეხებთან და მითუმეტეს არც ბულგარელებთან უნდა გაუჭირდეთ მაკარონშიკებს. ჩეხებსაც და ბულგარელებსაც იტალიის გარდა რჩებათ ჰოლანდიასთან სათამაშო.
ამ მომენტში ორივე მათგანს 4/1-ზე აქვთ მოგება/წაგება და ბურთები +126 ჩეხებს და +99 ბულგარელებს. (ჩვენ +47). ჩვენი და აღნიშნული ორი გუნდის მეტოქეების გათვალისწინებით ბულგარელებთან -52 ქულის ამოქაჩვა სავსებით შესაძლებელია და არ უნდა გაგვიჭირდეს. აი ჩეხებთან არსებული -79 კი ცოტა ბევრად მოსჩანს. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი. ისევე როგორც ჩვენ, ასევე ჰოლანდიელებსაც ბოლო შანსი აქვთ ჩეხებთან მოგების შემთხვევაში (მართალია ჰოლანდიელების შანსები ყველაზე მიზერულია და თითქმის ზღაპარია მაგათი მეორე ადგილი დარჩენილი ორივე მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი), თუმცა წესით მაინც უნდა სცადონ მოგება და იმედი მაქვს მოტსს მისცემენ ჩეხებს.
რაც შეეხება ჩვენს განრიგს და სავარაუდო მოვლენების განვითარებას, აქაც გვაქვს ერთი კარგი ამბავი და ეს იმაში მდგომარეობს, რომ ალბანეთმა ბოლო ტურში ნორვეგიასთან მოტსი მიარტვა (და მოიგო კიდეც სენსაციურად) და ჩვენთან დიდი ალბათობით ფიქით და მკვდარი ენთუზიაზმით მოვა. ჩვენი ნორმალის და სწრაფი შეტევის შემთხვევაში, ჩემი გათვლებით სადღაც 50ქულიანი ჰანდიკაპის დადება უნდა შევძლოთ (თუ ბოლო პერიოდში ძაან არ დაიკიდეს ჩვენებმა). სამწუხაროდ ჩეხებთან დაზოგილი ენთუზიაზმის გამოყენება აქ გვიწევს, თუმცა არაუშავს, მთავარია შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და უნდა წავეპოტინოთ ყველა ვარიანტში. (ისე ეს გამთამაშებლის, ან კარგი მსროლელის ცენტრზე დაყენება და პოზიციური თამაში რაღაც ახალ მაიმუნობას გავს, რაც საერთოდაც არ მხიბლავს..თუმცა ფაქტია ამ ავანტიურულ სტრატეგიას მიმდევრები გამოუჩნდნენ. აგერ იტალიის ფინალების შემდეგ, ალბანელებსაც იგივე ტაქტიკა გამოუყენებიათ გუშინ და იმათგან განსხვავებით წარმატებულადაც).
მოკლედ გუშინ ყველაფერი ისე დაჯდა როგორც გვინდოდა და იმედია დარჩენილ ორ ტურშიც საჩვენოდ განვითარდება მოვლენები.

This Post:
00
244569.413 in reply to 244569.412
Date: 10/11/2016 2:12:36 PM
პირველ რიგში მადლობა ასეთ მიმოხილვისთვის. ისევ შენ თუ დაწერდი რამეს )))

ბულგარელების გამარჯვებამ ძალიან გამახარა, ალბათ ყველა ვინც იუნორების გამოსვლას ადევნებს თვალს. ერთ რამეში არ გეთანხმები მხოლოდ. ალბანელები ნახევარი ძალით არ გამოვლენ, ბოლოს ბოტ სომხეთთან აქვთ დარჩენილი თამაში და იმათთვის ენთუზიაზმის შენახვას რა აზრი აქვს? ასევე ძალიან არ მომეწონა ნორვეგიის დაზოგილი ენთუზიაზმი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ჩვენთვის ინახავენ და მთელი ძალით მოვლენ. ასე თუ ისე საკმაოდ რთული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეტოქე ჩვენზე გაცილებით სუსტია, ორივე მთელი ძალით გამოვა და მათთან ჯამურად +80 ქულის აღება მარტივი არ იქნება. თუმცა ეს შეუსრულებელი მისია არ არის და მთავარი იყო რომ ბულგარელებს ჩეხები დაემარცხებინათ. ახლა უკვე მეტწილად საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული, თუ გასვლა გვინდა, ორივე თამაშის ჯამში +80 ქულას უნდა გავიდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ფორმები კარგად დაგვიჯდება და ჩემს ჩანაფიქრს ორივე თამაშში მაქსიმალურად შევასრულებ.

რაც შეეხება პოზიციურ შეტევაში მსროლელის დაყენება ცენტრის პოზიციაზე, გასული სეზონის ბოლო ტურნირის მატჩი ჩვენც ასე ვითამაშეთ ლიტვასთან, თუმცა ჩვენც არ გაგვიმართლა მაგ ამბავში.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, წამყვანი მოთამაშე დატრანსფერდა და ფორმა დაუვარდა. ამ ვარჯიშის განახლებაზეც დიდად ვერ მოიმატებს, ვფიქრობ დიდი სხვაობით მოგების კარგი შანსი გვექნება და მისაღები დაახლოებით +60-70 იქნება ჩემთვის, სხვაგვარად ნორვეგიასთან +30 ძალიან რთული მეჩვენება. ნიდერლანდები ცოტას თუ წაგვეხმარება და ჩეხებთან დიდი სხვაობით არ წააგებს კარგი იქნება (ნუ სულ მოგებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ). ამასთანავე იმედს ვიტოვებ რომ ჩეხები ან ბულგარელები რაღაც სასწაულ სენსაციას ვერ გამოაცხობენ და იტალიასთან ორივე (სასურველია, დიდი სხვაობით) დამარცხდება.

This Post:
00
244569.414 in reply to 244569.413
Date: 10/12/2016 2:15:37 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ალბანელების ბოლო მეტოქისთვის აღარ შემიხედავს, მართალი ხარ, ალბათ მოტსით მოვლენ, თუმცა ზედიზედ მეორე მოტსი იქნება და ის ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება რაც აქვს. ეგ ეფექტი ბოლო ტურში გამოიყენეს და მორჩა. +70 თუ გავედით ალბანელებთან ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსი გვექნება მეორე ადგილის. არამგონია ჩეხეთი ჰოლანდია/იტალიასთან თამაშებით ჯამში პლიუსში გავიდეს ბურთების ამბავში. (საერთოდ მე ჰოლანდიელების მოტსის და სენსაციის იმედი მაქვს:). მოკლედ ვნახოთ, საინტერესო ბოლო ორი ტური გველოდება. ისე ბოლოს 26-ე ადგილზე რეიტინგში როდის ვიყავით (ან ვიყავით თუ არა საერთოდ?)

This Post:
00
244569.415 in reply to 244569.414
Date: 10/12/2016 9:23:00 AM
ნიდერლანდები რომ მოტსით გავლენ ჩეხებთან თითქმის დარწმუნებული ვარ, რადგან თუ გასვლა უნდათ, სხვა შანსი არ ექნებათ გარდა მოგებისა.

კი ვიყავით, 22-ე სეზონში ვიყავით 23-ე ადგილზე, მგონი ესაა ყველაზე მაღალი რეიტინგი რაც გვქონია, გიორგის მენეჯერობის დროს. იმედია გიორგის არ ეწყინება თუ მის შედეგს გავაუმჯობესებთ, რაც სავსებით რეალურია ბოლო ორი თამაშის დიდი სხვაობებით მოგების შემთხვევაში და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში. ევროპაში ახლა 17-ე პოზიციაზე ვართ. იმედია 16 ეულში შევძვრებით და მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ (ნუ 16ეულიდან არ გამოვალთ მაინც).

საინტერესო ბოლო ტურები ნამდვილად გველოდება, ვნახოთ, დაველოდოთ, უიმედო სიტუაცია ნამდვილად არ არის...

This Post:
00
244569.416 in reply to 244569.415
Date: 10/12/2016 11:17:51 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ალბანელებთან დიდი ჰანდიკაპით თუ მოვიგეთ გვექნება რეალური შანსები. ჩემი აზრით ბოლო ტურის წინ სადღაც -30-45-ის ფარგლებში თუ ვიყავით გვექნება შანსები. ნორვეგია სულ ფიქაობს და მემგონი ჩვენთან დამოტსავენ და ჩეხებიც მინიმუმ ნორმალით გავლენ იტალიასთან (გააჩნია რა სხვაობა იქნება ბურთებში). მასეთ რასკლადში თუ ჩვენ ნორვეგიასთან ნორმალით გავედით, სადღაც 17-28 ქულა მგონია მაქსიმუმი რომ მოვიგოთ, იტალიამაც მინიმუმ 10 ქულა უნდა მოიგოს..მოკლედ მომავალ ტურში გამიკვეთება კიდევ უფრო კონტურები..
- - - - - -
ამ რეიტინგებს რაც შეეხება, რაღაც ვერ დავამუღამე დიდებში. რუმნიეთი და პერუ, რომლებიც გაცილებით წინ არიან ჩვენზე ორივე გავანადგურეთ 20 ქულის ფარგლებში და მიანც კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ. არც გრანდ ჩეხებთან წაგვიგია კატასტროფულად, მხოლოდ 9 ქულა. (აი ირლანდიელებთან წაგება მაცოფებს რასაც ქვია, თან ისე უშანსოდ წავაგეთ, თითქოს უარესი გუნდი ვყოფილიყავით, ან რეიტინგებით ეჯობა მეტოქეს, ან მოთამაშეებით ანდა მეტი ძალისხმევით გამოსულიყო. ვერ ვინელებ მაგ მატჩს.) ამ წუთას დიდები მე-6 კალათაში ვართ გადასულები, ევროპაში 36-ე ადგილზე ვართ და მინიმუმ ამ კალათას შევინარჩუნებთ, თუმცა ჩემი აზრით შეიძლება ამ სეზონშივე კიდევ ზედა კალათაში აწევა, რადგან ჩვენს წინ მყოფი 7 ნაკრებიდან 6 ევროპულია. მაგრამ დიდებში რაღაც უცნაურად ხდება მგონი და კიდევ ქვემოთ არ ჩამოვიდეთ :D

Advertisement