BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
244569.412 in reply to 244569.411
Date: 10/11/2016 2:59:20 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მიუხედავად უარესი რეიტინგებისა, საბოლოო ჯამში ძალისხმევის და გამოცნობილი შეტევის (+მეტოქის გამაზული შეტევის) ფონზე ბულგარეთმა მოუგო ჩეხეთს და შეგვინარჩუნა ჯგუფიდან გასვლის შანსები. მოიგო იტალიამაც, რაც ასევე ადვილად გამოსაცნობი იყო და წესით არც ჩეხებთან და მითუმეტეს არც ბულგარელებთან უნდა გაუჭირდეთ მაკარონშიკებს. ჩეხებსაც და ბულგარელებსაც იტალიის გარდა რჩებათ ჰოლანდიასთან სათამაშო.
ამ მომენტში ორივე მათგანს 4/1-ზე აქვთ მოგება/წაგება და ბურთები +126 ჩეხებს და +99 ბულგარელებს. (ჩვენ +47). ჩვენი და აღნიშნული ორი გუნდის მეტოქეების გათვალისწინებით ბულგარელებთან -52 ქულის ამოქაჩვა სავსებით შესაძლებელია და არ უნდა გაგვიჭირდეს. აი ჩეხებთან არსებული -79 კი ცოტა ბევრად მოსჩანს. თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი. ისევე როგორც ჩვენ, ასევე ჰოლანდიელებსაც ბოლო შანსი აქვთ ჩეხებთან მოგების შემთხვევაში (მართალია ჰოლანდიელების შანსები ყველაზე მიზერულია და თითქმის ზღაპარია მაგათი მეორე ადგილი დარჩენილი ორივე მატჩის მოგების შემთხვევაშიც კი), თუმცა წესით მაინც უნდა სცადონ მოგება და იმედი მაქვს მოტსს მისცემენ ჩეხებს.
რაც შეეხება ჩვენს განრიგს და სავარაუდო მოვლენების განვითარებას, აქაც გვაქვს ერთი კარგი ამბავი და ეს იმაში მდგომარეობს, რომ ალბანეთმა ბოლო ტურში ნორვეგიასთან მოტსი მიარტვა (და მოიგო კიდეც სენსაციურად) და ჩვენთან დიდი ალბათობით ფიქით და მკვდარი ენთუზიაზმით მოვა. ჩვენი ნორმალის და სწრაფი შეტევის შემთხვევაში, ჩემი გათვლებით სადღაც 50ქულიანი ჰანდიკაპის დადება უნდა შევძლოთ (თუ ბოლო პერიოდში ძაან არ დაიკიდეს ჩვენებმა). სამწუხაროდ ჩეხებთან დაზოგილი ენთუზიაზმის გამოყენება აქ გვიწევს, თუმცა არაუშავს, მთავარია შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და უნდა წავეპოტინოთ ყველა ვარიანტში. (ისე ეს გამთამაშებლის, ან კარგი მსროლელის ცენტრზე დაყენება და პოზიციური თამაში რაღაც ახალ მაიმუნობას გავს, რაც საერთოდაც არ მხიბლავს..თუმცა ფაქტია ამ ავანტიურულ სტრატეგიას მიმდევრები გამოუჩნდნენ. აგერ იტალიის ფინალების შემდეგ, ალბანელებსაც იგივე ტაქტიკა გამოუყენებიათ გუშინ და იმათგან განსხვავებით წარმატებულადაც).
მოკლედ გუშინ ყველაფერი ისე დაჯდა როგორც გვინდოდა და იმედია დარჩენილ ორ ტურშიც საჩვენოდ განვითარდება მოვლენები.

This Post:
00
244569.413 in reply to 244569.412
Date: 10/11/2016 2:12:36 PM
პირველ რიგში მადლობა ასეთ მიმოხილვისთვის. ისევ შენ თუ დაწერდი რამეს )))

ბულგარელების გამარჯვებამ ძალიან გამახარა, ალბათ ყველა ვინც იუნორების გამოსვლას ადევნებს თვალს. ერთ რამეში არ გეთანხმები მხოლოდ. ალბანელები ნახევარი ძალით არ გამოვლენ, ბოლოს ბოტ სომხეთთან აქვთ დარჩენილი თამაში და იმათთვის ენთუზიაზმის შენახვას რა აზრი აქვს? ასევე ძალიან არ მომეწონა ნორვეგიის დაზოგილი ენთუზიაზმი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ჩვენთვის ინახავენ და მთელი ძალით მოვლენ. ასე თუ ისე საკმაოდ რთული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეტოქე ჩვენზე გაცილებით სუსტია, ორივე მთელი ძალით გამოვა და მათთან ჯამურად +80 ქულის აღება მარტივი არ იქნება. თუმცა ეს შეუსრულებელი მისია არ არის და მთავარი იყო რომ ბულგარელებს ჩეხები დაემარცხებინათ. ახლა უკვე მეტწილად საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული, თუ გასვლა გვინდა, ორივე თამაშის ჯამში +80 ქულას უნდა გავიდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ფორმები კარგად დაგვიჯდება და ჩემს ჩანაფიქრს ორივე თამაშში მაქსიმალურად შევასრულებ.

რაც შეეხება პოზიციურ შეტევაში მსროლელის დაყენება ცენტრის პოზიციაზე, გასული სეზონის ბოლო ტურნირის მატჩი ჩვენც ასე ვითამაშეთ ლიტვასთან, თუმცა ჩვენც არ გაგვიმართლა მაგ ამბავში.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, წამყვანი მოთამაშე დატრანსფერდა და ფორმა დაუვარდა. ამ ვარჯიშის განახლებაზეც დიდად ვერ მოიმატებს, ვფიქრობ დიდი სხვაობით მოგების კარგი შანსი გვექნება და მისაღები დაახლოებით +60-70 იქნება ჩემთვის, სხვაგვარად ნორვეგიასთან +30 ძალიან რთული მეჩვენება. ნიდერლანდები ცოტას თუ წაგვეხმარება და ჩეხებთან დიდი სხვაობით არ წააგებს კარგი იქნება (ნუ სულ მოგებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ). ამასთანავე იმედს ვიტოვებ რომ ჩეხები ან ბულგარელები რაღაც სასწაულ სენსაციას ვერ გამოაცხობენ და იტალიასთან ორივე (სასურველია, დიდი სხვაობით) დამარცხდება.

This Post:
00
244569.414 in reply to 244569.413
Date: 10/12/2016 2:15:37 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ალბანელების ბოლო მეტოქისთვის აღარ შემიხედავს, მართალი ხარ, ალბათ მოტსით მოვლენ, თუმცა ზედიზედ მეორე მოტსი იქნება და ის ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება რაც აქვს. ეგ ეფექტი ბოლო ტურში გამოიყენეს და მორჩა. +70 თუ გავედით ალბანელებთან ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსი გვექნება მეორე ადგილის. არამგონია ჩეხეთი ჰოლანდია/იტალიასთან თამაშებით ჯამში პლიუსში გავიდეს ბურთების ამბავში. (საერთოდ მე ჰოლანდიელების მოტსის და სენსაციის იმედი მაქვს:). მოკლედ ვნახოთ, საინტერესო ბოლო ორი ტური გველოდება. ისე ბოლოს 26-ე ადგილზე რეიტინგში როდის ვიყავით (ან ვიყავით თუ არა საერთოდ?)

This Post:
00
244569.415 in reply to 244569.414
Date: 10/12/2016 9:23:00 AM
ნიდერლანდები რომ მოტსით გავლენ ჩეხებთან თითქმის დარწმუნებული ვარ, რადგან თუ გასვლა უნდათ, სხვა შანსი არ ექნებათ გარდა მოგებისა.

კი ვიყავით, 22-ე სეზონში ვიყავით 23-ე ადგილზე, მგონი ესაა ყველაზე მაღალი რეიტინგი რაც გვქონია, გიორგის მენეჯერობის დროს. იმედია გიორგის არ ეწყინება თუ მის შედეგს გავაუმჯობესებთ, რაც სავსებით რეალურია ბოლო ორი თამაშის დიდი სხვაობებით მოგების შემთხვევაში და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში. ევროპაში ახლა 17-ე პოზიციაზე ვართ. იმედია 16 ეულში შევძვრებით და მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ (ნუ 16ეულიდან არ გამოვალთ მაინც).

საინტერესო ბოლო ტურები ნამდვილად გველოდება, ვნახოთ, დაველოდოთ, უიმედო სიტუაცია ნამდვილად არ არის...

This Post:
00
244569.416 in reply to 244569.415
Date: 10/12/2016 11:17:51 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ალბანელებთან დიდი ჰანდიკაპით თუ მოვიგეთ გვექნება რეალური შანსები. ჩემი აზრით ბოლო ტურის წინ სადღაც -30-45-ის ფარგლებში თუ ვიყავით გვექნება შანსები. ნორვეგია სულ ფიქაობს და მემგონი ჩვენთან დამოტსავენ და ჩეხებიც მინიმუმ ნორმალით გავლენ იტალიასთან (გააჩნია რა სხვაობა იქნება ბურთებში). მასეთ რასკლადში თუ ჩვენ ნორვეგიასთან ნორმალით გავედით, სადღაც 17-28 ქულა მგონია მაქსიმუმი რომ მოვიგოთ, იტალიამაც მინიმუმ 10 ქულა უნდა მოიგოს..მოკლედ მომავალ ტურში გამიკვეთება კიდევ უფრო კონტურები..
- - - - - -
ამ რეიტინგებს რაც შეეხება, რაღაც ვერ დავამუღამე დიდებში. რუმნიეთი და პერუ, რომლებიც გაცილებით წინ არიან ჩვენზე ორივე გავანადგურეთ 20 ქულის ფარგლებში და მიანც კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ. არც გრანდ ჩეხებთან წაგვიგია კატასტროფულად, მხოლოდ 9 ქულა. (აი ირლანდიელებთან წაგება მაცოფებს რასაც ქვია, თან ისე უშანსოდ წავაგეთ, თითქოს უარესი გუნდი ვყოფილიყავით, ან რეიტინგებით ეჯობა მეტოქეს, ან მოთამაშეებით ანდა მეტი ძალისხმევით გამოსულიყო. ვერ ვინელებ მაგ მატჩს.) ამ წუთას დიდები მე-6 კალათაში ვართ გადასულები, ევროპაში 36-ე ადგილზე ვართ და მინიმუმ ამ კალათას შევინარჩუნებთ, თუმცა ჩემი აზრით შეიძლება ამ სეზონშივე კიდევ ზედა კალათაში აწევა, რადგან ჩვენს წინ მყოფი 7 ნაკრებიდან 6 ევროპულია. მაგრამ დიდებში რაღაც უცნაურად ხდება მგონი და კიდევ ქვემოთ არ ჩამოვიდეთ :D

This Post:
00
244569.417 in reply to 244569.416
Date: 10/12/2016 11:24:27 AM
არა, რეიტინგების სისტემა ერთი და იგივეა ორივეგან. მე რამდენადაც ვიცი, რეიტინგში ითვლება ბოლო 28 მატჩის შედეგი, ლოგიკურად ბოლოს ჩატარებულ მატჩებს უფრო მეტი წონა აქვთ ვიდრე სიტყვაზე 25 ან 26 ტურით ადრე ჩატარებულ შეხვედრას. ტურნირებსაც თავისი წონები ექნებათ, ეტაპებს და ამხანაგურები ალბათ ბოლო დონეზეა. ასე უცებ ერთბაშად რამდენიმე ადგილით ვერ წაიწევ ძალიან წინ, ნელ-ნელა ავიწევთ, წაგებებს რომ მოგებები ჩაანაცვლებს

This Post:
00
244569.418 in reply to 244569.417
Date: 10/12/2016 11:38:22 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ვიცი რო იგივეა, უბრალოდ მაინც უცნაურად გამოდის ამბავი. ბოლო ორ სეზონამდე, სანამ ცოტა გამოვასწორეთ თამაში, მაგ. 31-34 სეზონებში 6/24 გვქონდა მოგება-წაგება ოფიციალურ თამაშებში. ბოლო ორი სეზონია 5/7-ზე გვაქვს, თან რეიტინგში კარგად წინ მყოფ გუნდებთანაც მოვიგეთ. მართალია ამხანაგურებისთვის არ გადამიხედავს თუმცა არამგონია იქ დიდად განსხვავებული სიტუაცია იყოს. ისე კი მაგაზე ვიკითხე ადრე ფორუმზე და მითხრეს რო სადღაც ბოლო 4-5 სეზონის მიხედვით ითვლებაო და ყველა შეჯიბრს თუ ამხანაგურს თავისი კოეფიცინტი აქვს. + მაგას მეტოქის რეიტინგს აქვს მნიშვნლეობა და სხვაობას - რამდენით მოიგებ ან წააგებ. თუმცა ბოლო ორი სეზონი რომ ავიღოთ 20 ადგილით ვართ წინ წაწეულები და პრინციპში არაა ცოტა. მთლად ახალგაზრდულისხელა ნაბიჯებით შეიძლება ვერა, მაგრამ დიდებიც წინ მივდივართ რაც მთავარია. ბოლო სამი შეხვედრის მოგებებსაც ვგეგმავ, თან კარგი სხვაობებით და იმედი მაქვს რეიტინგზეც სათანადოდ აგვესახება. პერუსთან მოგებამ ენთუზიაზმის დაზოგვის და შესაბამისად მომატების ფუფუნებაც მოგვცა მომავლისთვის, რაც წესით შედეგებზეც აგვესახება

Last edited by Nicolas at 10/12/2016 11:41:38 AM

This Post:
00
244569.419 in reply to 244569.417
Date: 10/12/2016 5:50:27 PM
Overall Posts Rated:
00
ჩემი მხივ გეხმარები, ჩემს ორივე კაცს არ მოაკლდება არც ვარჯიში და არც ფორმები 48-60 წუთამდე ვათამაშებ მხოლოდ

იმედია გავალთ შემდეგ ეტაპზე, მართლა კარგი გუნდი გვყავს

This Post:
00
244569.420 in reply to 244569.419
Date: 10/13/2016 12:15:49 PM
ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი ორი ბიჭის აღზრდისთვის. არ ვიცი ნახე თუ არა, პირადში მოგწერე წერილი. საჯარიმო ტყორცნა რომ უვარჯიშო რა 4-მდე მაინც

From: Nicolas
This Post:
00
244569.421 in reply to 244569.420
Date: 10/17/2016 11:49:44 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
სამწუხაროდ ფაქტიურად დავასრულეთ გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე (ვგულისხმობ შემდეგ ეტაპზე გასვლას რა თქმა უნდა). დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტური, თუმცა ვერც ჩვენ ვივაჟკაცეთ ჰანდიკაპის ამბავში და ვერც ჰოლანდიამ ქნა რამე ჩეხეთთან. ჩვენ თამაშზე რა შეიძლება ითქვას. ბევრი გვქონდა მიმოხილული უკვე, თუმცა მაინც..ალბანეთი არ გამოვიდა მოტსით ფაქტია, მეტი ძალისხმევით ვიყავით, რგოლებიც რაღათქმაუნდა უკეთესი გვქონდა, პირველი პერიოდიც კარგი იყო +21 გავედით, თუმცა ამის მერე აირია ყველაფერი და სამწუხაროდ მხოლოდ 23 ქულა მოვიგეთ, რაც ზღვაში წვეთი იყო. მითუმეტეს იმის ფონზე რაც ჩეხეთი-ჰოლანდიაში მოხდა მინიმუმ 45-50 ქულა მაინც უნდა დაგვედო ჰანდიკაპი. არადა საერთო რეიტინგები რომ დააჯამო. ჰოლანდია ჯობდა ჩეხეთს, თუმცა ბოლო პერიოდში 9-21 წააგეს. არადა ძალიან ბევრი თამაში მინახავს სადაც ჰოლანდიისნაირი რეიტენგების გუნდები 10დან 5 თამაშს ჩვეულებრივ იგებენ. სამწუხაროდ აქ პირიქით მოხდა და ყველა უბედურებასთან ერთად 19 ქულით წააგეს. რაღაც ულტრა სასწაული თუ მოხდება ბოლო ტურში. -75 გვაქვს სხვაობა ჩეხეთთან, ანუ ჩვენი მოგების და იტალიასთან ჩეხეთის წაგების ჯამით +76-ს უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. თეორიულად, თუ იტალიამ დღევანდელივით 40-45 ქულა დაადო ჩეხეთს, ჩვენც სადღაც 30-35 ქულიანი ჰანდიკაპი დაგვჭირდება. მაგრამ ამ ორივე ვარიანტის ერთდროულად მოხდენის ძალიან მიზერული შანსები არსებობს. დაველოდოთ მაინც ბოლო ტურს და დანარჩენ შეფასებებს მერე დავწერ.

This Post:
00
244569.422 in reply to 244569.420
Date: 10/17/2016 11:53:15 AM
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან არ ვიცი მხოლოდ +23 ქულა რა ოხრობაა ვითომ პრესინგის დაცვით ძალიან დაიღალნენ და მერე დაცვაში არაფრის თავი არ ქონდათ? არ ვიცი რას დავაბრალო. ჯარიმებიც აშკარად ჩვენი სუსტი წერტილია. იტალიასთან 14 საჯარიმო ვერ ჩავაგდეთ, 12 ქულით წავაგეთ. ჩეხეთთანაც 14 საჯარიმო ვერ ჩავაგდეთ 13 ქულა წავაგეთ, ბულგარეთთან 20 ჯარიმა ავაცილეთ, მხოლოდ 8 ქულით მოვიგეთ, ნიდერლანდებთან 9 აცილებული ჯარიმა, მხოლოდ 14 ქულად მოვიგეთ, დღეს კიდე 15 ჯარიმა ავაცილეთ და მხოლოდ 23 ქულით მოვიგეთ.

მაინც 23 ქულა ძალიან ცოტაა. არ ვიცი ამის შემდეგ ნორვეგიასთან რა შანსები გვაქვს დიდი ანგარიშით მოგების. 75 ქულაა ახლა ჩვენსა და ჩეხეთს შორის სხვაობა. იტალია რომც წაგვეხმაროს და +30 გავიდეს, 45 ქულით მოგება ნორვეგიასთან გამორიცხული მგონია სამწუხაროდ არ გამართლდა ჩემი მოლოდინები და ეს ყველაფერი ჩეხეთთან წაგების ბრალია, სადაც ენთუზიაზმის დაზოგვა მოვინდომე და რა შედეგიც დაგვიდგა კი ვხედავთ. არ ვიცი ამის მერე საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს ნაკრების მენეჯერობაზე, ფაქტია ჩემი შეცდომის გამო ვერ გავიდა ძალიან კარგი ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან

Last edited by TheGreatDanton at 10/17/2016 11:54:27 AM

Advertisement