BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.420 in reply to 244569.419
Date: 10/13/2016 12:15:49 PM
ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაგარი ორი ბიჭის აღზრდისთვის. არ ვიცი ნახე თუ არა, პირადში მოგწერე წერილი. საჯარიმო ტყორცნა რომ უვარჯიშო რა 4-მდე მაინც

From: Nicolas
This Post:
00
244569.421 in reply to 244569.420
Date: 10/17/2016 11:49:44 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
სამწუხაროდ ფაქტიურად დავასრულეთ გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე (ვგულისხმობ შემდეგ ეტაპზე გასვლას რა თქმა უნდა). დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტური, თუმცა ვერც ჩვენ ვივაჟკაცეთ ჰანდიკაპის ამბავში და ვერც ჰოლანდიამ ქნა რამე ჩეხეთთან. ჩვენ თამაშზე რა შეიძლება ითქვას. ბევრი გვქონდა მიმოხილული უკვე, თუმცა მაინც..ალბანეთი არ გამოვიდა მოტსით ფაქტია, მეტი ძალისხმევით ვიყავით, რგოლებიც რაღათქმაუნდა უკეთესი გვქონდა, პირველი პერიოდიც კარგი იყო +21 გავედით, თუმცა ამის მერე აირია ყველაფერი და სამწუხაროდ მხოლოდ 23 ქულა მოვიგეთ, რაც ზღვაში წვეთი იყო. მითუმეტეს იმის ფონზე რაც ჩეხეთი-ჰოლანდიაში მოხდა მინიმუმ 45-50 ქულა მაინც უნდა დაგვედო ჰანდიკაპი. არადა საერთო რეიტინგები რომ დააჯამო. ჰოლანდია ჯობდა ჩეხეთს, თუმცა ბოლო პერიოდში 9-21 წააგეს. არადა ძალიან ბევრი თამაში მინახავს სადაც ჰოლანდიისნაირი რეიტენგების გუნდები 10დან 5 თამაშს ჩვეულებრივ იგებენ. სამწუხაროდ აქ პირიქით მოხდა და ყველა უბედურებასთან ერთად 19 ქულით წააგეს. რაღაც ულტრა სასწაული თუ მოხდება ბოლო ტურში. -75 გვაქვს სხვაობა ჩეხეთთან, ანუ ჩვენი მოგების და იტალიასთან ჩეხეთის წაგების ჯამით +76-ს უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. თეორიულად, თუ იტალიამ დღევანდელივით 40-45 ქულა დაადო ჩეხეთს, ჩვენც სადღაც 30-35 ქულიანი ჰანდიკაპი დაგვჭირდება. მაგრამ ამ ორივე ვარიანტის ერთდროულად მოხდენის ძალიან მიზერული შანსები არსებობს. დაველოდოთ მაინც ბოლო ტურს და დანარჩენ შეფასებებს მერე დავწერ.

This Post:
00
244569.422 in reply to 244569.420
Date: 10/17/2016 11:53:15 AM
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან არ ვიცი მხოლოდ +23 ქულა რა ოხრობაა ვითომ პრესინგის დაცვით ძალიან დაიღალნენ და მერე დაცვაში არაფრის თავი არ ქონდათ? არ ვიცი რას დავაბრალო. ჯარიმებიც აშკარად ჩვენი სუსტი წერტილია. იტალიასთან 14 საჯარიმო ვერ ჩავაგდეთ, 12 ქულით წავაგეთ. ჩეხეთთანაც 14 საჯარიმო ვერ ჩავაგდეთ 13 ქულა წავაგეთ, ბულგარეთთან 20 ჯარიმა ავაცილეთ, მხოლოდ 8 ქულით მოვიგეთ, ნიდერლანდებთან 9 აცილებული ჯარიმა, მხოლოდ 14 ქულად მოვიგეთ, დღეს კიდე 15 ჯარიმა ავაცილეთ და მხოლოდ 23 ქულით მოვიგეთ.

მაინც 23 ქულა ძალიან ცოტაა. არ ვიცი ამის შემდეგ ნორვეგიასთან რა შანსები გვაქვს დიდი ანგარიშით მოგების. 75 ქულაა ახლა ჩვენსა და ჩეხეთს შორის სხვაობა. იტალია რომც წაგვეხმაროს და +30 გავიდეს, 45 ქულით მოგება ნორვეგიასთან გამორიცხული მგონია სამწუხაროდ არ გამართლდა ჩემი მოლოდინები და ეს ყველაფერი ჩეხეთთან წაგების ბრალია, სადაც ენთუზიაზმის დაზოგვა მოვინდომე და რა შედეგიც დაგვიდგა კი ვხედავთ. არ ვიცი ამის მერე საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს ნაკრების მენეჯერობაზე, ფაქტია ჩემი შეცდომის გამო ვერ გავიდა ძალიან კარგი ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან

Last edited by TheGreatDanton at 10/17/2016 11:54:27 AM

This Post:
00
244569.423 in reply to 244569.422
Date: 10/17/2016 12:18:40 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
არაუშავს, ესეთი ნაკრები რომ შედგა საერთოდ ეგ პირველ რიგში შენი დამსახურებაა. ჩემი აზრით უნდა იყარო კიდევ კენჭი და გააგრძელო ეს საქმე. სამწუხაროდ დასანანი შეცდომის გამო გვიჯდება ჯგუფში ჩარჩენად ის ერთი წაგებული მატჩი, თუმცა არაუშავს, გამოცდილების მხრივ გამოგვადგება სამომავლოს ნაკრების მენეჯერებს და არა მარტო შენ. შედეგს რაც შეეხება, ჯარიმები არის ფაქტორი ფაქტია. ერთი გამაზეს მხოლოდ იმათ და 15 ჩვენ, ანუ იდეაში +14 უნდა გვქონოდა მაგ ასპექტშიც. მეორე ფაქტორი იყო იმათი 3ქულიანები, რაც თითქმის 40%-ით ისროლეს..23-დან 9 ბევრია, თუმცა რეიტინგები რომ ავიღოთ არაა გასაკვირი, ვერ ვაჯობეთ საკმარისად იმათ პერიმეტრის შეტევას. იტალიასთან მატჩის გამოკლებით (სადაც გასაგებია რატომაც გვქონდა დაბალი პერიმეტრის დაცვის რეიტინგი) ესეთი დაბალი მაჩვენებელი, თან მეტი ძალისხმევის ფონზე არ გვქონია. და კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზე რაც შეიძლება ყოფილიყო ჩემი პირადი აზრით არის ის, რომ 11 კაციანი როსტერი ბევრია ისეთი თამაშისთვის სადაც გვინდა დიდი სხვაობა. ალბათ უმჯობესი იქნებოდა 8 მაქსიმუმ 9 კაციანი როტაცია, 9 საუკეთესო და ოპტიმალური მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტად გამოგვადგებოდა ამ კონკრეტული მატჩისთვის. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და რამდენად ვარ ახლოს სიმართლესთან არვიცი.
მოკლედ გულს ნუ გაიტეხ და განაგრძე საქმიანობა.

This Post:
00
244569.424 in reply to 244569.422
Date: 10/18/2016 6:27:42 AM
Overall Posts Rated:
1313
მომეწონა შენი შემართება, ყოჩაღ მართლა მაგარი მწვრთვნელი ხარ ;-) ასე გააგრძელე და შემდეგში მართლა მოვახერხებთ მაგარი შედეგის დადებას!!! აი სანუგეშო ლიგაზეც დედა უნდა ვუტიროთ, ეს მესამე ადგილი აგვიწევს რეიტინგს და ეგაა რა, სანუგეშო ტურნირში უკვე პლეიოფში შორს გაღწევაზეც უნდა ვიფიქროთ ;-) წარმატებები!!!

This Post:
00
244569.425 in reply to 244569.424
Date: 10/24/2016 9:33:04 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
motsit vart?

From: Nicolas
This Post:
00
244569.426 in reply to 244569.425
Date: 10/24/2016 9:54:46 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
პირველი პერიოდის შემდეგ ჩვენ +15 გვაქვს, ჩეხებს -12. ანუ ჯამში +27. სულ +76 გვინდა.
იტალია-ჩეხები ფიქებითაა ორივე. ჩეხებს ფოკუსი აქვთ გამაზული. ჩვენ მეტი ძალისხმევით ვართ და ფოკუსი/ტემპი ორივე გამოცნობილი გვაქვს. ვნახოთ, თუ მსგავსი პროგრესიით განვითარდა მოვლენები იქნებ მცირე სასწაულიც დაიდოს..
- - - - - - - - -
დასრულდა მეორე პერიოდებიც. ჩეხეთი -11 და ჩვენ +8 მეორე პერიოდში, სულ კი +19 ამ პერიოდში.
ტაიმების შემდეგ ჩეხებს -23 ჩვენ +23. ჯამში +46 ვართ. კიდევ გვინდა +30, რაც ასე თუ გაგრძელდა შეიძლება მოხდეს კიდეც. მეორე პერიოდში ბოლო წამამდე შეტევა გვქონდა და სამი წამით ადრე ავაცილეთ და იმათ ბაზერი ჩაგვიგდეს:( ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და -4 გამოგვივიდა ფაქტიურად. საჯარიმოებს ისევ ვაფუჭებთ 8/13, თუმცა რა შედარებაა წინა მატჩებთან. (გასაგებია აბალოიძის გაბენჩვაც, ტიპს სეზონში 0-32 აქვს ფტ და იასნად 1-იანი ჯარიმები არ გვაწყობდა). 3-2ის ფონზე ცოტა მოხსნებშიც გაგვიჭირდა, ბევრჯერ გვიხსნიან შეტევაში, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა იმათი შეტევის გათვალისწინებით. ერთია გაქცევა-ტყორცნის ფონზე 2-15 ნამეტანი ცუდი მაჩვენებელია. თუმცა ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ ფაქტია, ბევრი მომენტია გათვალისწინებული, რესპეკტი მენეჯერს და წარმატებები.
იქით რაც შეეხება იტალიას კაი მსუყე ცენტრი ჰყავს 5 ფოლით, დანარჩენი ისეთუ არაფერი, მოშნად უგებენ და იმედია არ მოდუნდებიან. ვატყობ ბოლო წამებამდე უნდა გვქონდეს ინტრიგა ორივეგან.

Last edited by Nicolas at 10/24/2016 10:21:25 AM

From: Nicolas
This Post:
00
244569.427 in reply to 244569.426
Date: 10/24/2016 10:51:00 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მესამე პერიოდში ჩეხები -11 ჩვენ +25, ანუ +26 გავედით ამ მეოთხედში. მთლიანობაში კი +72 გვაქვს და სულ რაღაც 4 ქულა გვრჩება ბოლო პერიოდში აღმოსაფხვრელი, ანუ ბოლო პერიოდში იტალია-ჩეხეთში დაფიქისირებულ სხვაობაზე 4-ით მეტი უნდა იყოს ჩვენი სხვაობა მეტოქესთან ამავე პერიოდში. ეს უკვე ძალიან რეალურია და თუ დაკიდების ამბავი არ მოხდა და რეზერვებმა მთლად არ დაიკიდეს მოგებული თამაშები მემგონი უნდა გავძვრეთ მეორე ადგილზე. აბა წარმატებები

From: Nicolas
This Post:
00
244569.428 in reply to 244569.427
Date: 10/24/2016 11:15:20 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
სამწუხაროდ იტალიამ "ტრადიციულად" მაფიოზურად ითამაშა ბოლო პერიოდი და 12(!!) ქულა წააგო. არადა ჩვენ ბოლო პერიოდი +8 ქულით მოვიგეთ და მაკარონშიკებს დაჟე 4 ქულითაც რომ წაეგოთ მაინც საჩვენოდ იყო საქმე მაგრამ...საბოლოოდ 68 ქულა ამოვიღეთ, მაგრამ დაგვაკლდა ძალიან მცირედი..ჯარიმებში არ დაჯდა მოკლედ ფორა რა, იტალიამ 12 ჯარიმა გამაზა, ჩვენ 7.ჩვენმა მეტოქეებმა კი 5-5. ანუ წესით იტალია +7 უნდა ყოფილიყო ჯარიმებში და ჩვენ +2. საბოლოოდ კი ზუსტად 8-მა ქულამ გადაწყვიტა ჩვენი ჩარჩენის ამბავი..
დასანანია, მაგრამ რას ვიზამთ..

Last edited by Nicolas at 10/24/2016 12:11:33 PM

This Post:
00
244569.429 in reply to 244569.421
Date: 10/25/2016 7:11:18 AM
Overall Posts Rated:
00
au ra cota dagvaklda gasasvlelat , araushavs momaval sezonshi ufro dzlieri nakrebi gveyoleba da medlistvis unda vibrdzolot ukve

This Post:
00
244569.430 in reply to 244569.429
Date: 10/25/2016 12:12:06 PM
პირველ რიგში მადლობა თანადგომისთვის. მომავალ სეზონში მჯერა რომ პლეიოფებში შორს გავაღწევთ, პროგრამა მინიმუმი პლეიოფებში-გასვლაა, მაქსიმუმი რა თქმა უნდა მოგება, თუ კენჭისყრაშიც გაგვიმართლა წარმოუდგენელი არ არის.

ერთი კვირა არ ვიყავი ქალაქში, ვნახე ნორვეგიასთან შედეგი. კიდევ უფრო დამწყდა გული ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომაზე, ჩეხებთან რომ ენთუზიაზმი დავზოგეთ. აშკარად უკეთესი გუნდი გვყავდა ამ სეზონში და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი შეცდომის გამო ვერ გავედით ჯგუფიდან. მომავალი სეზონიდან გაორმაგებული ენთუზიაზმით დავიწყებ ახალ თაობაზე ზრუნვას. ამჟამად ვინც არიან იუნორების ნაკრებში: ბუაძე, ვაჰრიგიანი, ნერსესიანი, დარჩიაშვილი, აბშილავა, ბიბილეიშვილი, გოგიჩაშვილი, ყველას ძალიან კარგი შანსი აქვს ეროვნულ ნაკრებში, დიდებში თამაშის და სწორედ ესეც იყო ჩვენი მიზანი. აბალოიძეს უნარები კი უწყობს ხელს, მაგრამ პოტენციალი აფერხებს, თუმცა ვარჯიშის შემთხვევაში ისიც მოხვდება ალბათ... მოკლედ, იმედი მაქვს ბევრმა მენეჯერმა დაინახა, რომ შეგვიძლია ჩვენს ნაკრებსაც კარგად გამოსვლა ტურნირებზე და მთავარი მონდომება და მოთამაშეების ვარჯიშია!

მომდევნო სეზონიდან ახალი თაობის აღზრდა უნდა დავიწყოთ!

Advertisement