გამარჯობა. ერთი საკითხის განხილვა მინდოდა და მაინტერესებს რა სიტუაცია გვაქვს მაგ მხრივ პატარებში. მოკლედ დიდებში ძალიან ჭირს კარგი პერიმეტრის დამცველი, (პასის მქონეც), არადა თავი და თავი კარგი გუნდისთვის კარგი დაცვაა, რაც სწორედ პერიმეტრის დაცვით იწყება. მაინტერესებდა, მაგ მხრივ თუ გვაქვს პერსპექტივა პატარებში, ვინაიდან რასაც თვალყურს ვადევნებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს უფრო "ფარქვეშა" პატარები გვყავს მეტწილად. თუ ვცდები და 1-2 ნომრებიც კარგი არიან მაგას რა სჯობს, თუარადა იქნებ ახალი სეზონიდან გაგვემახვილებინა მაგ საკითხზე ყურადღება.