BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.458 in reply to 244569.457
Date: 2/21/2017 12:33:42 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მოკლედ ეს ჩეხეთი მეორე ირლანდია გახდა რა..ნუ რეიტინგები ფაქტიურად აბსოლუტურად თანაბარი დაჯდა, თუმცა ძალიან მაღალი დაცვები დადო ჩეხეთმა. იდეაში არც ჩვენ გვქონდა ცუდი დაცვა, ვერცერთმა შეტევამ ვერ გვაჯობა, პირიქით, თუმცა სახლის ფაქტორმა ალბათ მაინც იქონია გავლენა. ერთადერთი ისაა გასაკვირი, რომ გაქცევე-ტყორცნამ, მაშინ როცა მთავარი და საუკეთესო ფორმაში მყოფი მსროლელი თავიდანვე დაემტვრათ, მაინც უკეთესი % დადო ვიდრე ჩვენმა ფარქვეშ შეტევამ. ეგრევე დიდების შარშანდელი პლეიოფი გამახსენდა ბოსნიასთან, სადაც მაშინ კიდე უფრო გასაკვირი რეიტინგების ფონზე საოცრად ცუდი %-ით ვესროლეთ.
მოკლედ ძალიან თანაბარი გუნდები გამოვდექით. გული არ გაიტეხო, მოტსით გასვლის შემთხვევაშიც კი სერბეთთან უშანსოდ ვიქნებოდით, ასე რომ აბსოლუტურად სწორედ იყო ენთუზიაზმი შერჩეული. რაც შეეხება მომავალ სეზონებს რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, თუმცა ,ჩემს აზრს დავაფიქსირებ უბრალოდ, რომ უმჯობესი იქნება დარჩე და გააგრძელო ეს საქმე.

This Post:
00
244569.459 in reply to 244569.458
Date: 2/21/2017 9:07:13 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
სლოვენიამ მოუგო ქრანჩით პოლონეთს. მოკლედ ენთუზიაზმის დაზოგვა აღარ გამოდის. ჯერ იყო და იტალია, ეხლა პოლონეთი, ალბათ ორი უმთავრესი ფავორიტი. და საერთოდ ჰოლანდიელებს სერბებთანაც ჰქონდათ შანსი გამოცნობები რომ არ გაემაზათ.

This Post:
00
244569.460 in reply to 244569.459
Date: 2/21/2017 9:24:23 AM
რამხელა მნიშვნელობა აქვს კენჭისყრას და ადგილების გადანაწილებას )))) ხორვატიას ნახე როგორ გაუმართლა, მე-10 ადგილოსნებს. არადა ჩვენ რომ 15 ქულით ნაკლები ჩაგვეგდო ჩვენ გავიდოდით მეათეზე და ნახევარფინალამდე სულ ნახევარი ძალებით მივიდოდით ))))

This Post:
00
244569.461 in reply to 244569.460
Date: 2/21/2017 9:34:03 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ხო, გამართლების მომენტი დიდია პლეიოფებში. ადგილებიდან დაწყებული ფორმებით და სხვა გუნდების შედეგებით დამთავრებული..არაუშავს, ერთი ესეთი ტალღა კიდევ რო წამოეწყოს საკმარისი გამოცდილება გვაქვს უკვე იმისათვის რომ ცოტა შორს წავიდეთ კიდე..

This Post:
00
244569.462 in reply to 244569.461
Date: 2/21/2017 9:47:52 AM
იდეაში 1 ტალღა არ ყოფნის )))) ორი გინდა, რომ ერთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგოს, მეორემ მსოფლიოსი ))) კარგად დაგეგმვა და ორგანიზება ჭირდება ყველაფერს და შედეგი უეჭველი დაიდება.

დარწმუნებული ვარ, გიორგი (IMERETI) რომ ყოფილიყო მენეჯერი ან მჭედლო (Mchedlo's) უკეთესს შედეგს დადებდნენ...

This Post:
00
244569.463 in reply to 244569.462
Date: 2/21/2017 10:15:16 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
როცა უშედეგობა კონკრეტული შეცდომების ბრალია მაშინ გასაგებია მიზეზები. როცა გამართლების მომენტი ერთვება იქ უკვე ძალიან ძნელია რამის გაკეთება. პოსტ ფაქტუმ უფრო ჩანს შემდეგ რა შეიძლებოდა და როგორ, თუმცა მთავარი თამაშამდეა. ზოგადად, ყველაზე მთავარი ძალების სწორად აღქმააა, რის შედეგადაც უნდა განსაზღვრო რისი მიღწევა შეიძლება რის ფასად.
ამ კონკრეტულ თამაშს თუ განვიხილავთ, მოტსით გასვლა უბრალოდ მეტ თამაშს ნიშნავდა. თუ ამბიცია გვქონდა რომ ფინალი გვეთამაშა მაშინ ნორმალი იყო მაქსიმუმი. ეგ მიზანი თუ არ გვქონდა, მაშინ კი ბატონო, ნორმალი იყო შეცდომა.
ტემპი/ფოკუსი თუ გამოსაცნობი იყო ყველაზე მოსალოდნელი ფარქვეშ შეტევა უნდა ყოფილიყო. იმათგან პერიმეტრიდან შეტევა ყველაზე არალოგიკური რამ იყო. თან თუ გავითვალისწინებთ რომ საუკეთესო მსროლელის გარეშე ითამაშეს (3 წუთში გაიტრავმა), ძალიან ცუდი შეტევა ჰქონდათ. ეგ ყველაფერი რეიტინგებზეც აისახა, ვერც პერიმეტრზე და მითუმეტეს ვერც ფარქვეშ ჩვენს დაცვებს ვერაფერი უქნეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა იმათი ცუდი შეტევა გაცილებით ძლიერი დაცვის ხარჯზე დაკომპენსირდა. საკმაოდ მაღალი რეიტინგები დადეს ორივე დაცვაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფარქვეშ შეტევა და იმათი დაცვა თანაბარი რეიტინგების იყო, უპირატესობის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თან გასაკვირია, რომ სამიანები 16%-ით ესროლეს და 2იანები 45ზე მეტით, მაშინ როცა ფარქვეშ დაცვაში გაცილებით დიდი უპირატესობა გვქონდა - რეიტინგის მთელი სამი ერთეული. ჩემი აზრით, ერთადერთი შეიძლება ჩვენი შეტევის სტილზე იყოს კითხვის ნიშნები, თუმცა მაშინ როცა მოთამაშეთა უნარები ჩვენთვის უცნობია, მაგაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მითუმეტეს, ფარქვეშ შეტევა საკმაოდ ნაცადი ტაქტიკაა და ავანტიურული ან არალოგიკური არც ამ შემთხვევაში იყო რამე იმის გათვალისიწინებით, თუ რა ფორმაშიც გვყავდა მძიმეები.

This Post:
00
244569.464 in reply to 244569.462
Date: 2/21/2017 10:15:17 AM

244569.465 in reply to 244569.464
Date: 2/22/2017 12:18:01 PM
ახლა გადავხედე მომავალ თაობას და გული შემიწუხდა. ერთადერთი ნორმალური მოთამაშე გვყავს(( ამიტომ აუცილებლადაა დასაწყები მომდევნო სეზონიდან კიდევ ერთხელ ვარჯიშის ტალღა, თორემ არაფერი გვეშველება და ამ სეზონებში რეიტინგში რაც წავიწიეთ, ისევ უკან დავიხევთ.

მე მომდევნო სეზონის დასაწყისში ხერხეულიძის, ჩიჩექჩის და რამიშვილის გაყიდვას ვაპირებ და დრაფტზე უკვე გამზადებული მყავს სამი კარგი სავარჯიშო მოთამაშე, თუ გამიმართლა და ოთხეულს არ გაცდა ჩემი ფიქები მაგრად გამიმართლებს, თან რეალურად პირველი ვირჩევ და ამის შანსი დიდია

იმავეს გირჩევთ ყველას!!! დაიწყეთ ქართველების ვარჯიში, დაიწყეთ!!!

This Post:
00
244569.466 in reply to 244569.465
Date: 2/23/2017 1:05:01 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
თუ მაგდენი თანხა მქონდა და შევწვდი შენს მოთამაშეებს ვეცდები ვიყიდო.
ისე კი 1 ქართველი სავარჯიშო როგორ არ უნდა გყავდეს გუნდში რავი, მე მაგარ მუღამს ვუჭერ ქართველების ყოლას და ვარჯიშს..

This Post:
00
244569.467 in reply to 244569.466
Date: 2/23/2017 2:04:16 AM
ხერხეულიძის ყიდვა უცხოელ მენეჯერს უნდა, ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში მომწერა. 37175, ლილუაშვილი ყავდა და ავარჯიშებდა მე როგორც ვიცი.

არც ვიცი რა ფასი დავადო, ჩიჩექჩიზე და ხერხეულიძეზე 4-4 მილიონს ვფიქრობ, რამიშვილზე 1-ს...

This Post:
00
244569.468 in reply to 244569.467
Date: 2/23/2017 3:36:59 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ტრანსფერზეა ეხლა ლილუაშვილი. წელს ფაქტიურად არაფერი უვარჯიშია, იქამდე ცოტას ვარჯიშობდა რაც ნაკრებში მყავდა. შენთვის უკეთესი თუ ომი ატყდება შენ მოთამაშეებზე, მეტს იშოვნი:) 4 მილიონი მემგონი ღირს ეგენი, წესით უნდა გაყიდო უპრობლემოდ.

Advertisement