ჩემი აზრით ეგრე ცალკეული მოთამაშეების გაზრდამ შედეგი არ გამოიღო, ამის მაგალითია zzip-ის ფარქვეშა მონსტრები, თუნდაც ჩემი მოსეშვილი და კიდევ ბევრია, რომელსაც თავის პერიოდში არ ყოლია გვერდზე არც კარგი მსუბუქი და არც კარგი გამთამაშებელი სიტყვაზე, ამიტომ გუნდი მთლიანობაში საშუალოზე დაბალი დონის იყო. ახლა მაგალითად გუჩაშვილი და მოსეშვილი რომ ავიღოთ, იჩაგრებიან, იმიტომ რომ ორნი არიან მხოლოდ. წარმოიდგინეთ ისეთივე დონის მოთამაშეები რომ გვყავდეს დანარჩენ სამ პოზიციაზე და მათი შემცვლელებიც რომ მათთან მიახლოებულნი იყვნენ...
ამ პროექტის მუღამი ისაა და მე იმის იმედი მაქვს, რომ ერთი თაობის წარმომადგენლები იქნებიან მონსტრები ერთდროულად, ერთ გუნდში, ყველაზე პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეები გვეყოლება, სუსტი წერტილი არ გვექნება...
ახლა რომ 26 წლისაა ვსევოლოდოვი, თან 53 ათასამდე აქვს ხელფასი... ფაქტია, რომ ერთეული მოთამაშეები, რაც არ უნდა მაღალხელფასიანები იყვნენ, მარტო ვერ დებენ შედეგს, არ გეწყინოს მაგრამ არც ვსევოლოდოვი მგონი გამონაკლისი, თუ გვერდით ძლიერი მოთამაშეები არ ეყოლება რა აზრი აქვს მის მარტო ყოფნას მოედანზე? ან თუნდაც მხოლოდ სამი პოზიცია არ კმარა. მე ვერავის დავაძალებ ამ პროექტში ჩართვას, უბრალოდ თხოვნაა ჩემი მხრიდან რომ ყველამ მოვინდომოთ. შენს ადგილს ვსევოლოდოვს ან სარფიანად გავყიდდი და ამ პროექტში ჩავერთვებოდი ან უბრალოდ შევინარჩუნებდი, მაგრამ ამ პროექტში მაინც ჩავერთვებოდი ))))
თუნდაც გიორგის მოთამაშე რომ განვიხილოთ, კი ბაზარი არაა შეიძლება კარგად ივარჯიშოს და ისიც მონსტრი დადგეს და ნაკრების წევრიც კი იყოს, მაგრამ გამოცდილება შეიძლება იმ მოთამაშეებზე ნაკლები ქონდეს, ვინც ამ პროექტით განვითარდება. თუმცა გიორგის მოთამაშე უფრო ახლოსაა ასაკით და უფრო მეტი შანსი ექნება "მონსტრების" ნაკრებში მოხვედრის...
მთავარი პრიორიტეტი მაინც ვფიქრობ უნდა იყოს ახლანდელ დრაფტზე ამოსული მოთამაშეები...