BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

საქართველოს U21 ნაკრები [რჩევა,კრიტიკა,მიმოხილვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
244569.507 in reply to 244569.506
Date: 5/28/2018 2:56:48 PM
Overall Posts Rated:
1313
ჰოოო, დღეს კი მოვიგეთ ჩერნოგორიასთან, საკმაოდ უპრობლემოდ მე ვფიქრობ, რაც შეეხება "პრინსტონს" ჩემს კლუბში ხშირად მივმართავ და ხშირად კმაყოფილი ვარ ხოლმე და ზუსტად მაგ იდეით ვმოქმედებ ნაკრებშიც, თან მუდმივად პრობლემები მაქვს ცენტრების ფორმასთან დაკავშირებით, რაც პერიმეტრზე მოთამაშეებთან იშვიათად მაქვს ხოლმე, ნუ საერთო ჯამში ხელფასებით თუ შეხედავთ შეიძლება იფიქროთ რომ ნორმალური ნაკრები გვყავს, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა შემადგენლობაში, მხოლოდ დაცვითი სქილები აქვთ და ისიც არც თუ ისე მაგარი რომ რამე გამოუვიდეთ, სტატისტიკებსაც თუ დააკვირდებით რომელი ტაქტიკითაც არ უნდა ვათამაშო სულ ბევრია აცილებული ბურთები. მარტო დაცვით კი თქვენც ხედავთ არაფერი გამოდის. მოკლედ მეც ბრალში ვარ, რადგან მწვრთვნელი ვარ, მაგრამ დამიჯერეთ სქილები რის შესაძლებლობასაც მაძლევს მხოლოდ ესაა, ავსტრიასთან მართლა მიკვირს როგორ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ალბათ ასეც ხდება ხოლმე, მოკლედ იმედი მაქვს ჩეხებსაც მოვუგებთ და ვილოცოთ რომ ჩერნოგორებმა ავსტრიელებს მოუგონ, რისი შანსიც პირდაპირ გეტყვით ძაან ძაან ცოტაა

This Post:
00
244569.508 in reply to 244569.507
Date: 5/29/2018 4:14:37 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
მე უბრალოდ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიარე, დანარჩენი შენი საქმეა..ისე "დაბლებზე" მორგებული ტაქტიკა მხოლოდ პრინსტონი არაა..პრინციპში მოძრაობა, გაქცევა-ტყორცნა, პრინსტონიდან ყველაზე ნაკლებად ეგაა დაბლების ტაქტიკა, რადგან წესით და რიგით კარგად დაბალანსებული 4 ნომერი (კარგი overall სკილებით) სჭირდება მაგ ტაქტიკას ხარისხიანად რომ იმუშაოს..რაც შეეხება როსტერს, ესპანეთთან და ჩვენზე ძლიერებთან მოგებას ვერც მოვითხოვთ და არც არავინ ითხოვს, თუმცა თუნდაც ავსტრია მაგ. ჩვენზე გაცილებით სუსტ გუნდად მოჩანდა, ყოველშემთხვევაში როსტერის ხელფასებიდან გამომდინარე გაცილებით სუსტები ჩანდნენ..და ერთი საკითხია კიდევ, ადრეც ვთქვი - ძალისხმევების სწორად დაგეგმვა, რომ მაგის ხარჯზე შესაძლებელია ერთი პატარა სენსაციის გამოცხობა და ჩვენზე შედარებით ძლიერ მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება..ეს ყველაფერი ამ ციკლში დასრულებული ამბავია, თუმცა შესაძლებელია მომავალში გათვალისწინება..
წარმატებები

This Post:
00
244569.509 in reply to 244569.508
Date: 6/4/2018 2:54:08 PM
Overall Posts Rated:
1313
დავასრულეთ გამოსვლა ჩემპიონატზე, ძვლივს მოვუგეთ ჩეხეთს, რისი მთავარი მიზეზიც ჩვენი გუნდის არადისციპლინირებული თამაში იყო, ჯარიმებით ადრევე დაიტვირთნენ და მეტოქემაც მაღალი რეალიზაციის მაჩვენებელი დადო, თუმცა სამართლიანობამ მისი გაიტანა და 1 ქულის სხვაობით მაინც მოვიგეთ, საერთო ჯამში სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი შედეგი დავდეთ, თუმცა არც თუ ისე ცუდი მაინც, რადგან საუკეთესო შედეგად მე-5 ადგილს მივიჩნევდით და ამის მაგივრად მე-6 ადგილზე გავედით, საკმაოდ არასახარბიელოა, თუმცა გუნდის შეტევითი პოტენციალი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, აშკარად ნაკლებობაა ამ მხრივ სქილების. მოკლედ მოსამატებელია აშკარად, თუმცა ვნახოთ ეს რამდენად მიღწევადია იმ თაობით რომელიც ამ თაობას ჩაანაცვლებს, მანამდე კი გეტყვით რომ შემდეგი ამხანაგური მატჩი დიდი ალბათობით ისლანდიელებთან გვექნება და მხოლოდ 20 წლის მოთამაშეებით ჩავატარებთ.

This Post:
00
244569.510 in reply to 244569.509
Date: 6/5/2018 4:36:32 AM
Overall Posts Rated:
00
სამწუხაროა, რომ ასეთი შედეგი დაიდო, შეიძლებოდა ალბათ მეტიც უბრალოდ მიზეზი ბევრია, პირველ რიგში ავსტრიასთან მოგება იყო საჭირო, მოკლედ ეს რაცაა ასეა, ახლა ჯობია მომავალზე გააკეთო აქცენტი, წარმატებებიი ;-)

This Post:
00
244569.511 in reply to 244569.509
Date: 6/5/2018 7:53:10 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
ჩემეულ პატარა შეფასებასაც დავწრ. პირველ რიგში ბოლო თამაში ჩემი აზრით იმიტომ მოვიგეთ, რომ პრინსტონი არ ვითამაშეთ (და ზოგადად პერიმეტრული შეტევა). სადაც სუსტი წერტილი ჰქონდა მეტოქეს - ფარქვეშ დაცვა და მოხსნები იქ მივაწექით..
- - - - -
რაც შეეხება მთლიანად ციკლს, სამი თამაშის მოგება თავისუფლად შეიძლებოდა, ავსტრიასთანან სამწუხარო მარცხი განვიცადეთ..მაგის ბრალი ჩემი აზრით პირველ სამ თამაშში არასწორად გახარჯული ძალისხმევები იყო (თან სამივეში მეტოქეზე მეტი ძალისხმევით ვიყავით). პირველი ოთხი რომ დაგვეფიქა ბოლო სამ მეტოქეს დიდი ჰანდიკაპებით მოვუგებდით უპრობლემოდ, ყველაფრის მიუხედავად..ენთუზიაზმი ძალიან მაღალი გვექნებოდა..თუ პირველ ოთხს არ დავფიქავდით, მაშინ სწორი სვლა სამი ფიქი და 1 მოტსი უფრო იქნებოდა (სენსაციის ძიების პონტში)..
თუმცა რაც იყო იყო, კიდევ არაუშავრს რომ ბოლო თამაში მაინც მოვიგეთ..წარმატებები მომავალში..

Last edited by Nicolas at 6/5/2018 7:53:43 AM

This Post:
00
244569.512 in reply to 244569.511
Date: 6/5/2018 11:21:46 AM
Overall Posts Rated:
1313
მადლობა, მიხარია ასე გვერდით რომ მიდგახარ და მუდმივად აქტიურობ, ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო შემდეგისთვის ;-)

This Post:
00
244569.513 in reply to 244569.1
Date: 7/24/2018 2:53:56 AM
Overall Posts Rated:
1313
მოგესალმებით, 42-ე სეზონში მე ისევ გავხდი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთვნელი, ანუ ისევ მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა ნაკრებისთვისაც გამომეყენებინა, რაც საკმაოდ სუსტად დავიწყე პირველ სეზონში, რაც მთლად ჩემი ბრალიც არაა, თუმცა მწვრთვნელი ვარ და ეს წარუმატებლობა ჩემს თავზე უნდა ავიღო, ამ სეზონშიც დიდად კარგი შემადგენლობით ვერ დავიკვეხნით, რადგან ისევ არათანაბარი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ვეცდები მაინც გამოვადნო რამე და მომავალზე ვიზრუნო, რისთვისაც უკვე დავიწყე მოთამაშეების აღზრდა მეც და ჩემმა ახლო მეგობარმა მენეჯერმა. რაც შეეხება ახალ სეზონს უკვე ორი მეტოქე ცნობილია ესენია სამხრეთ კორეა და მაკაუ, რომლებთანაც შანსები საკმაოდ დიდი გვაქვს და დიდი იმედი მაქვს თავიდანვე 2-0ზე სტატისტიკას დავდებ, ნუ ყოველშემთხვევაში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ბოლოს ერთი თხოვნა მაქვს, ვისაც გყავთ ნაკრების მოთამაშე ეცადეთ ფორმაში ამყოფოთ და 48-72 წუთებს შორის დასვათ სათამაშო დროები, ასევე გთხოვთ შემეხმიანოთ იმ შემთხვევაში თუ სავარჯიშო გეგმა არ გაქვთ და გაინტერესებთ რა მოთხოვნილებები აქვს ამ მომენტისთვის ნაკრებს. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები ყველას.

This Post:
00
244569.514 in reply to 244569.1
Date: 8/17/2018 1:20:47 PM
Overall Posts Rated:
1313
მოგესალმებით, სეზონი ზედიზედ 4 გამარჯვებით დავიწყეთ, პირველი ამხანაგურ მატჩში მოვიპოვეთ ხოლო დანარჩენი 3 კორეასთან, მაკაუსა და ანდორასთან რითიც მე-15 ადგილს და პლეი-ოფში გასვლის შესანიშნავ შანსს ვიტოვებთ. შემდეგი მატჩი შვეიცარიის საკმაოდ მყარ ნაკრებთან გვაქვს, თუმცა გასვლისთვის საჭიროდ მივიჩნევ ამ მატჩის მოგებას და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ რომ ძლიერ ფილიპინებთან თამაშამდე ამ მატჩში მაინც მოვიპოვო გამარჯვება და 4-0 სტატისტიკით შევხვდეთ მძიმე მატჩებს. წარმატებები ჩვენ! იმედი მაქვს თქვენი მხარში დგომის!

This Post:
00
244569.515 in reply to 244569.514
Date: 8/21/2018 5:57:49 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6767
gilocav morig mogebas. bolos rodis iyo rom pirveli 4 turis mere edidebsac da patarebsac 4-0-ze qondat shedegi? an tu iyo rodisme? tumca mtavari mainc cinaa, aqamde shedarebit susti metoqeebi gvyavda, namdvili brdzolebi cin gvakvs da imedia shemdeg etapebs davdebt. carmatebebi

This Post:
00
244569.516 in reply to 244569.514
Date: 11/2/2018 9:06:19 AM
სალამი

ერთი კითხვა მაქვს. Speech-ების თემა დახურულია და აქ გკითხავ ბარემ. 20 წლისებს ავარჯიშებენო, რომელიც მომდევნო სეზონში იქნებიან 21 წლისები და შესაბამისად პიკზე და შენი აზრით სანუგეშო ტურნირისთვის მომზადება რამდენად სწორია? ხომ არ ჯობდა 19 წლისები ევარჯიშებინათ, რომ შედეგი ორ სეზონში, მომდევნო ევროპაზე დაედოთ?

This Post:
00
244569.517 in reply to 244569.516
Date: 11/2/2018 10:09:40 AM
Overall Posts Rated:
1313
ამათთან მომიხერხდა კარგად საქმის წაყვანა, ზოგმა თავისით მომწერა, მეც გამიმართლა დრაფტზე და როგორც გაეწყო ისე ავაწყვე გეგმა, დიდი ალბათობით ამის მეტს მე აღარ დავაყენებ კანდიდატურას ახალგაზრდულ ნაკრებზე და იმედი მაქვს სანუგეშო ტურნირზე მაინც მივაღწევთ წარმატებას, წელს კი იმდენად ძლიერი 5 ნაკრები ჩაგვისვეს ჯგუფში მათთან ფაქტიურად უშანსოდ ვართ მგონი . სლოვენია, თურქეთი, ინგლისი, გერმანია და საბერძნეთი.

Advertisement