მოგესალმებით, 42-ე სეზონში მე ისევ გავხდი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთვნელი, ანუ ისევ მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა ნაკრებისთვისაც გამომეყენებინა, რაც საკმაოდ სუსტად დავიწყე პირველ სეზონში, რაც მთლად ჩემი ბრალიც არაა, თუმცა მწვრთვნელი ვარ და ეს წარუმატებლობა ჩემს თავზე უნდა ავიღო, ამ სეზონშიც დიდად კარგი შემადგენლობით ვერ დავიკვეხნით, რადგან ისევ არათანაბარი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ვეცდები მაინც გამოვადნო რამე და მომავალზე ვიზრუნო, რისთვისაც უკვე დავიწყე მოთამაშეების აღზრდა მეც და ჩემმა ახლო მეგობარმა მენეჯერმა. რაც შეეხება ახალ სეზონს უკვე ორი მეტოქე ცნობილია ესენია სამხრეთ კორეა და მაკაუ, რომლებთანაც შანსები საკმაოდ დიდი გვაქვს და დიდი იმედი მაქვს თავიდანვე 2-0ზე სტატისტიკას დავდებ, ნუ ყოველშემთხვევაში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ბოლოს ერთი თხოვნა მაქვს, ვისაც გყავთ ნაკრების მოთამაშე ეცადეთ ფორმაში ამყოფოთ და 48-72 წუთებს შორის დასვათ სათამაშო დროები, ასევე გთხოვთ შემეხმიანოთ იმ შემთხვევაში თუ სავარჯიშო გეგმა არ გაქვთ და გაინტერესებთ რა მოთხოვნილებები აქვს ამ მომენტისთვის ნაკრებს. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები ყველას.