ამ კვირაში სკაუტებს მოაძებნინეთ თუნდაც ერთი მოთამაშე
საკუთარ საბავშვო სკოლაში გამოზრდილ მოთამაშეებს ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვთ. ყოველი სეზონის დასაწყისში თითოეულ ლიგაში ტარდება დრაფტი, სადაც ხდება ახალი 18 და 19 წლის კალათბურთელების არჩევა -- თითოეული გუნდისთვის სამ-სამის. ყოველ კვირას, თქვენ შეგიძლიათ "დაზვეროთ" მაქსიმუმ ოთხი მოთამაშე, იმისდა მიხედვით, თუ რამდენის დახარჯვას აპირებთ ამ საქმეში. სეზონის ბოლოს თქვენ გექნებათ იმის შანსი, რომ ამ 48 კალათბურთელიდან თქვენი გუნდისთვის სასურველი ხალხი აირჩიოთ. იმ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რამდენი მოთამაშის დაზვერვა ღირს კვირის განმავლობაში, ჩვენ გირჩევთ, რომ როგორც მინიმუმ ერთი მოთამაშის სკაუტინგი მაინც განახორციელოთ.
ამოცანის შესასრულებლად:
ბაზერბითერის მოთამაშეების მენიუში აირჩიეთ პუნქტი "ვარჯიში"
ჩამოსაშლელი მენიუს სიიდან აირჩიეთ კალათბურთლთა ის რაოდენობა, რის დაზვერვასაც კვირის განმავლობაში აპირებთ
ცვლილებების დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს "განახლება"
ეს დავალება შესრულებულად ჩაითვლება სკაუტინგის პირველივე განახლებისთანავე
ამ პარამეტრების შეცვლა თქვენ მუდმივად შეგიძლიათ, თუმცა სკაუტინგის განახლება ორშაბათ დილაობით ხდება, ამიტომ ძალაში შევა ის ციფრები, რომლებიც იმ მომენტისთვის გექნებათ დაყენებული
აი ესაა