მოკლედ გავუშვი რამოდენიმე მოთამაშე და ავიყვანე 1 კარგი მოთამაშე. ასევე მივწერე ყველა იმ მენეჯერს რომლის მოთამაშესაც ასაკი და პოტენციალი ხელს უწყობს განვითარებაში და ველი მათგან ინფორმაციას თუ რას აპირებენ ვარჯიშის შესახებ. აქვე, მინდა ყველა ქართველ მენეჯერს ვთხოვო, რომ ნაკრების წევრი მათი მოთამაშეები შეძლებისდაგვარად ყავდეთ ფორმაში (ფორმაში ყოფნა გულისხმობს 8-9 ფორმებს). თუმცა, ამ ეტაპამდე რაც შევამოწმე ქვეყნის ლიგები (მე3 ლიგები დამრჩა) ნაკრების წევრი მოთამაშე ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ 3 ქართველ მენეჯერს, რაც ძალიან სამწუხაროა. 21 წლამდელების მენეჯერის ჭანიშვილი, რომელიც უკვე ასაკში და სკილ დროპის პროცესშია, Inside Man-ის ბექაური, რომელიც საკმაოდ ერთხაზოვანი მოთამაშეა და პოზიციებზე ლავირების საშუალებას არ იძლევა და ჩემი მოთამაშე ვსევოლოდოვი, რომელიც 28ის არის, ჯერ კიდევ ვარჯიშობს და რამოდენიმე პოზიციაზე შეიძლება გამოყენება. დანარჩენები სხვის ხელში მყოფი მოთამაშეები არიან. მივწერ ყველა მათგანს რომ ეცადონ ფორმები მაინც ქონდეთ სათანადო მათ მოთამაშეებს. + ამას, თუ ვინმე გამოჩნდება ბაზარზე, სასურველია ჩვენთან დარჩეს ხოლმე, რაც იმედია უფრო გააადვილებს მის სწორ განვითარებას და ნაკრებისთვის სარგებელის მოტანას.
გუნდის როსტერს რაც შეეხება. ამ ეტაპზე როგორც გითხარით კვლავ ძიების პროცესში ვარ. ჯერჯერობით გვყავს 16 მოთამაშე, დარჩენილია კიდევ 2-ის ადგილი. თუმცა ამ 16-დან ჯერ კიდევ არიან წასვლის კანდიდატები თუ გამოჩნდა ვინმე ნორმალური. ასაკის პრობლემა აქვს 4 მოთამაშეს: ჭანიშვილს,(34) იაგორაშვილს,(34) ლანჩავას(33) და ხალვაშს(32). ანუ სეზონის განმავლობაში 34 წლისები უკვე დაიწყებენ სკილ დროპს, რაც არ არის კარგი ამბავი. მოკლედ, ვეძებ ნაკრების კანდიდატებს და თუ ვინმე სადმე პოტენციურ კანდიდატს გადაეყრებით გთხოვთ დაპოსტოთ ამ თემაში და იქნებ გამოგვადგეს.
უახლოეს მომავალში მოგახსენებთ მე-3 ლიგაში მოთამაშეთა ძებნის შედეგებს, მოგაწვდით ჩვენი მეტოქეების შესახებ ინფორმაციას და გაგაცნობთ ჩვენი გუნდის გეგმებს ამ შესარჩევში.
Last edited by Nicolas at 5/30/2016 6:21:00 AM