BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრები [რჩევა,კითხვა]

ეროვნული ნაკრები [რჩევა,კითხვა]

Set priority
Show messages by
This Post:
00
254182.76 in reply to 254182.75
Date: 3/14/2016 4:55:07 PM
IMERETI
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
3131
Second Team:
IMERETI 2
ეხლა ვნახე ნაკრების ვაჟკაცობა, ცენტრი არავინ გვყავს საერთოდ?
ესეთ თამაშს ჯობია საერთოდ ნუ გავალთ სათამაშოდ.
ამ ნაკრებით ჯგუფიდან ვერ გასვლა ტეხავდა ეხლა სანუგეშო ტურნირში ესე თამაში ვერც ვიფიქრებ რა სიტყვით დახასიათდება.
ნაკრების მენეჯერობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა, მერე ათასი რაღაც მოდის და სულ ბოლოსაა პრივილეგია.

This Post:
00
254182.77 in reply to 254182.76
Date: 3/14/2016 5:24:35 PM
ზუსტად.

გიორგი, არ გინდა რომ მომავალ სეზონში ნაკრებს უხელმძღვანელო? მგონი შენზე კარგ მენეჯერს ვერ ვნახავთ ჩვენს ქომიუნითიში და თან კვირაში თუნდაც 30 წუთი რომ დაუთმო დარწმუნებული ვარ ამაზე ბევრად კარგი შედეგები გვექნებოდა...

ასათიანმა აშკარად დაიკიდა ეს თამაში, გუჩაშვილის გაყიდვაც მაგას ნიშნავდა.

This Post:
00
254182.78 in reply to 254182.76
Date: 3/15/2016 2:16:43 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
სამწუხაროდ ჩვენთან მგონი პირიქითაა..ნაკრების მენეჯერობა მემგონი ყველას სურვილია, მათ შორის მეც სიამოვნებით ვიქნებოდი, თუმცა პირველ რიგში პასუხისმგებლობის მომენტია..ჯერ ჩემი გუნდით ვექსპერიმენტობ ტაქტიკებს და პოზიციებს და რადგან თავს მაგის უფლებას ნაკრებში ვერ მივცემ, ამიტომაც ვიკავებ თავს რომ ცოტა კიდევ დავამუღამო ეს თამაში..იქ მაქსიმქლურად პრაგმატული და გათვლილი ნაბიჯებია საჭირო..
ისე კი მე-2 სეზონია ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია..მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, რაღაც სასწაულები ეძრობა ნაკრებში..ხან ჩვენების სტატისტიკებს ვითვლი, ხან მეტოქისას, ხან ტაქტიკებზე ვლაპარაკობ, ხან ფორმებსა და პოზიციების გატესტვაზე მაგრამ პასუხის გამცემიც კი აღარავინაა ამ ბოლო დროს..და + მაგას ეს სასწაული line up-ები დაემატა ამ ყველაფერს..არადა ისეთი ცუდი ნაკრებიც არ ვართ რომ 10-ში ერთ თამაშსაც ვერ ვიგებდეთ..
თუ დრო გაქვს გადი მენეჯერად, შენ ისეთი კარმა გაქვს იქნებ ცოტა რეიტინგში მაინც ამოვიწიოთ, ბოლო 20-ეულში ვართ უკვე

This Post:
00
254182.79 in reply to 254182.78
Date: 3/15/2016 4:19:29 AM
ხო ცუდი კაკრაზ ეგაა, რომ არც ისეთი ცუდი ნაკრები ვართ, როგორ თამაშებსაც ვაჩვენებთ და რა რეიტინგიც გვაქვს.

შემადგენლობას გადახედე, თუნდაც ბოლო თამაში რომ ავიღოთ, ისეთი შემადგენლობის დაყენება შეიძლებოდა რომ უეჭველი მოვიგებდით მაგ თამაშს. შეადარე ახლა კორეას ხელფასები და რეიტინგები მოთამაშეების და მერე ჩვენების... აშკარად შეგვეძლო როგორც ამ თამაშის, ისე წინა თამაშის მოგებაც და დაჟე ანდორასთანაც კი...

This Post:
00
254182.80 in reply to 254182.79
Date: 3/15/2016 5:33:30 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მე კი შევადარე და არამარტო მაგათ..სამწუხაროდ მონოლოგის რეჟიმია აქ უმეტეს შემთხვევაში..
2კაცი გვყავს 220ათასიანი და +5 კიდე 120+ ათასით..ესე უშანსოდ ნაღდად არ უნდა ვაგებდეთ თამაშებს..

From: Nicolas

This Post:
00
254182.81 in reply to 254182.80
Date: 5/30/2016 3:16:46 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
არვიცი შეიძლება თუ არა ახალი თემის გახსნა ნაკრების ამბავში, თუ რაიმე წესს არ დავარღვევ მაშინ გავხსნიდი ახალ თემასაც, თუმცა სანამ ვინმე პასუხს გამცემს აღნიშნულზე ამიტომ ჯერ კიდევ აქ დავწერ. მოკლედ, პირველ რიგში გადავხედავ ჩვენს შემადგენლობას, გასაშვებ ხალხს გავუშვებ, ასაყვანს ავიყვან და ამის შემდეგ უფრო დეტალურად შეგვეძლება გარკვეული საკითხების შეთანხმება განსაკუთრებით იმ მენეჯერებთან, რომელთა მოთამაშეებიც ჯერ კიდევ სავარჯიშო ასაკში არიან..თუმცა არამარტო მათთან, აბსოლუტურად ყველას, ვისაც რაიმე რჩევა, შენიშვნა, წინადადება ექნება ნაკრებთან დაკავშირებით ორი ხელით მივესალმები და მოვუწოდებ გაგვიზიარონ თავისი აზრები ფორუმზე.

From: Nicolas
This Post:
00
254182.82 in reply to 254182.81
Date: 5/30/2016 5:56:44 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მოკლედ გავუშვი რამოდენიმე მოთამაშე და ავიყვანე 1 კარგი მოთამაშე. ასევე მივწერე ყველა იმ მენეჯერს რომლის მოთამაშესაც ასაკი და პოტენციალი ხელს უწყობს განვითარებაში და ველი მათგან ინფორმაციას თუ რას აპირებენ ვარჯიშის შესახებ. აქვე, მინდა ყველა ქართველ მენეჯერს ვთხოვო, რომ ნაკრების წევრი მათი მოთამაშეები შეძლებისდაგვარად ყავდეთ ფორმაში (ფორმაში ყოფნა გულისხმობს 8-9 ფორმებს). თუმცა, ამ ეტაპამდე რაც შევამოწმე ქვეყნის ლიგები (მე3 ლიგები დამრჩა) ნაკრების წევრი მოთამაშე ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ 3 ქართველ მენეჯერს, რაც ძალიან სამწუხაროა. 21 წლამდელების მენეჯერის ჭანიშვილი, რომელიც უკვე ასაკში და სკილ დროპის პროცესშია, Inside Man-ის ბექაური, რომელიც საკმაოდ ერთხაზოვანი მოთამაშეა და პოზიციებზე ლავირების საშუალებას არ იძლევა და ჩემი მოთამაშე ვსევოლოდოვი, რომელიც 28ის არის, ჯერ კიდევ ვარჯიშობს და რამოდენიმე პოზიციაზე შეიძლება გამოყენება. დანარჩენები სხვის ხელში მყოფი მოთამაშეები არიან. მივწერ ყველა მათგანს რომ ეცადონ ფორმები მაინც ქონდეთ სათანადო მათ მოთამაშეებს. + ამას, თუ ვინმე გამოჩნდება ბაზარზე, სასურველია ჩვენთან დარჩეს ხოლმე, რაც იმედია უფრო გააადვილებს მის სწორ განვითარებას და ნაკრებისთვის სარგებელის მოტანას.
გუნდის როსტერს რაც შეეხება. ამ ეტაპზე როგორც გითხარით კვლავ ძიების პროცესში ვარ. ჯერჯერობით გვყავს 16 მოთამაშე, დარჩენილია კიდევ 2-ის ადგილი. თუმცა ამ 16-დან ჯერ კიდევ არიან წასვლის კანდიდატები თუ გამოჩნდა ვინმე ნორმალური. ასაკის პრობლემა აქვს 4 მოთამაშეს: ჭანიშვილს,(34) იაგორაშვილს,(34) ლანჩავას(33) და ხალვაშს(32). ანუ სეზონის განმავლობაში 34 წლისები უკვე დაიწყებენ სკილ დროპს, რაც არ არის კარგი ამბავი. მოკლედ, ვეძებ ნაკრების კანდიდატებს და თუ ვინმე სადმე პოტენციურ კანდიდატს გადაეყრებით გთხოვთ დაპოსტოთ ამ თემაში და იქნებ გამოგვადგეს.
უახლოეს მომავალში მოგახსენებთ მე-3 ლიგაში მოთამაშეთა ძებნის შედეგებს, მოგაწვდით ჩვენი მეტოქეების შესახებ ინფორმაციას და გაგაცნობთ ჩვენი გუნდის გეგმებს ამ შესარჩევში.

Last edited by Nicolas at 5/30/2016 6:21:00 AM

From: Nicolas
This Post:
00
254182.83 in reply to 254182.82
Date: 5/30/2016 10:02:04 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მოკლედ დღეს იქნება ნაკრების პირველი მატჩი 35-ე სეზონში. მართალია ამხანაგურია, თუმცა ჩემთვის როგორც მენეჯერისთის ძალიან მნიშვნელოვანი, თან იმის ფონზე რომ რეიტინგის მე-4 გუნდთან გვაქვს თამაში.
გეტყვით, რომ ნაკრები ჩავიბარე დაქანცული (2) ენთუზიაზმით და მოთამაშეთა აყვანა/გაშვების პროცესში თავისთავად ჩამოვედით 1-ზე. ამასთან, დღესდღეობით რეიტინგში გვიკავია 81 პოზიცია, ანუ ევრო ჩემპიონატზე ვართ ბოლო, მე-8 კალათაში, თავისი 82.4 ქულით. იმედია ორი წლის თავზე გაცილებით უკეთეს გუნდს გავიყვან ფინიშზე.
ეხლა რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს - სლოვაკეთის ნაკრებს.
რასაც გადავხედე მათ თამაშებს წინა სეზონში, იკვეთება სუსტი მხარეები, თუმცა ეგ ყველაფერი იმის ფონზე რომ სულ ტოპ ნაკრებებთან ქონდათ თამაშები და აქედან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებით შეიძლება აღარც კი ჰქონდეთ ეგ სისუსტეები. მართალია მათ არ ჰყავთ 200+ათასიანი მოთამაშეები, თუმცა ჩვენთან შედარებით გაცილებით დაბალანსებული გუნდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვეცდებით ჩვენსას და ვნახოთ რა გამოვა. ვეცადე მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დამეყენებინა.


Last edited by Nicolas at 5/30/2016 12:02:58 PM

From: Nicolas
This Post:
00
254182.84 in reply to 254182.83
Date: 5/30/2016 11:50:52 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ბარემ რადგან ახალი ენთუზიაზმით ვუდგებით საქმეს ვინმეს თუ კარგად გეხერხებათ ბანერების ან მსგავსი რაღაცეების ჩალიჩი (აუცილებელი არაა ლოგო იყოს, ჩვენი დროშა და რაიმე წარწერა ზედ, მაგ. NT Georgia ან რამე მსგავსი. გადაავლეთ სხვა გუნდების გვერდებს თვალი და ფანტაზიებმაც გაიღვიძოს იქნებ:) კარგი იქნებოდა თუ ჩვენი გუნდის ბანერსაც შევცვლიდით. ნუ ლოგო (მოფრიალე დროშა) ასე თუ ისე კარგად გამოიყურება მაგრამ თუ ვინმეს უკეთესი ვარიანტები გექნებათ (მაგალითაც საქართველოს რუქა დროშის ფონზე ან რამე უკეთესი რავიცი) და თანახმა იქნებით შეგვეცვალა და განგვეახლებინა კარგი იქნებოდა. (ლოგოს მოთხოვნებია 125X125 პიქსელზე, ხოლო ბანერის 650X66-ზე.)

Last edited by Nicolas at 5/30/2016 11:51:02 AM

This Post:
00
254182.85 in reply to 254182.84
Date: 5/30/2016 12:47:24 PM
1) გილოცავ გამარჯვებას.
2) ენთუზიაზმით სავსე ხარ, ძალიან კარგი. იქნებ უმაღლესლიგელები აიყოლიო და მერე ქვედა ლიგელებიც უფრო მეტად გავაქტიურდებით ალბათ )))) (იმედია)
3) მოთამაშეების გაშვება-აყვანას რაც შეეხება, მგონია რომ ნაკრები უნდა გაახალგაზრდავდეს, აიყვანე ახალგაზრდა მოთამაშეები, არ მოერიდო, უფრო მეტად მისცემს სტიმულს მენეჯერებს, რომ ავარჯიშონ, ოღონდ "პირობა აიღე" რომ ვარჯიში არ მოაკლდებათ და უფრო მეტად განვითარდებიან.
4) ახლა ვინც არიან 22 წლისები, იმათგან ორ მოთამაშეს გამოვარჩევდი: (36614022), (36614532) . ეცადე მიაქციო ამ ორ მოთამაშეს ყურადღება. იმედია რამდენიმე სეზონში კიდევ შემოგვემატება ასეთი მოთამაშეები, რომლებსაც 21 წლიანების შემდეგ უკვე მაქსიმუმ 2-3 სეზონში შეეძლებათ ეროვნულშიც თამაში. მოკლედ ამ ამბავს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჯერ ორივემ ერთად და მერე მთლიანად კომუნამ...
5) ბანერს რაც შეეხება, მოვიცლი ალბათ ამ კვირაში (კვირის ბოლომდე) და დავამზადებ ახალგაზრდულისთვისაც და ეროვნულისთვისაც ბანერ/ლოგოებს ))) წინა სეზონში არ შევცვალე, მაგრად დავიკიდე, მგონია რომ არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ შევცვალოთ შენ თუ გინდა

6) წარმატებები და წარმატებები! იმედია ჩართულობა იქნება და განვიხილავთ ხოლმე მატჩამდე და მატჩის შემდგომ ტაქტიკებს, მოთამაშეებს, თამაშის მიმდინარეობას, მთლიან თამაშს და ა.შ.

წარმატებები კიდევ ერთხელ!

This Post:
00
254182.86 in reply to 254182.85
Date: 5/30/2016 1:42:18 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მადლობა მოლოცვისათვის. უკვე დავაგზავნე წერილები რა ჩვენთან რა საზღვარგარეთ:) უბრალოდ ჩვენთან უმაღლესში დე მეორე ლიგაში ფაქტიურად არავის ყავს ქართველი, ვინც დავწერე იმაზე მეტი არც არავინაა გამოსარჩევი, რაც ძალიან სამწუხაროა. ნიჟარაძის შესახებ ვიცი, ამასწინათ იყო ტრანსფერზე და მის მენეჯერს უკვე ველაპარაკე კიდეც, ავარჯიშებს ამ ეტაპზე და შეიძლება გავყიდო კიდეც, ჯერ არვიციო..თუ დატრანსფერდა იქნებ აქ დავტოვოთ, 22ის არის ჯერ მხოლოდ, 10 აქვს პოტენციალი და ბევრნაირად შეიძლება მისი განვითარება, 1 და 3 პოზიციისთვის კარგი სკილსეტი აქვს და თუ შეაბრუნებს ვინმე და 4ის სკილებზე დატვირთავს ძაან მკვლელი გამოვა. მოკლედ ნიჟარაძის საქმის კურსში ვარ და იმ მეორეს რაც შეეხება არ ვიცოდი, ვნახავ და შევეხმიანები მის მენეჯერსაც. 1 კარგი მძიმეც ავიყვანე დღეს რუსებისგან, შაშიაშვილი, გამოადგება ნაკრებს. ბანერს და ლოგოს რაც შეეხება უბრალოდ შეიძლება გაცილებით უკეთესი ინტერფეისი გვქონდეს და თუ ვინმეს არ ეზარება კარგი იქნებოდა, თუარადა არც უმაგისობა იქნება:)
მოკლედ იმედია შეთანხმებულად ვიმოქმედებთ და კარგი კოორდინაცია გვექნება და შენსავით იმედი მაქვს სხვების ჩართულობასაც გამოვიწვევთ. წარმატებები ასევე

Advertisement