მოტსით სეზონის დაწყება დიდი სისულელეა. გამოუცდელი მენეჯერების ავადმყოფობაა ეგ. ისლანდია, ჩათვალეთ, ჩამოიწერა.
თამაშის მოგება კი შეიძლებოდა, უკეთესი ფორმების შემთხვევაში :( მარა რაცაა, ეგაა. განსაკუთრებით ჯინჭარაძის ფორმამ არ ივარგა, ვერ დავუყენე წუთები. ამ კვირაშიც ოვერტაიმი ითამაშა და ალბათ იგივეზე დარჩება ფორმა. აი ჭყოიძეს შემდეგი კვირისათვის უძლიერეს ფორმაში ჩავაყენებ.
ერთი კითხვა კი მაქვს - ჭყოიძის თამაში მსუბუქის პოზიციიდან რატომ გირჩევნია? ბოლომდე ვერ ავლენს პოტენციალს. 15.5 რეიტინგი მაგისთვის ცუდია, 20-ებს აჩვენებს ხოლმე ცენტრზე. თან ფოლებსაც უფრო ბევრს იკიდებს - პერიმეტრიდან მსროლელ მსუბუქებთან უჭირს სუფთად თამაში. მესმის, რომ მაღალი დონის ნომინალური მსუბუქი გვაკლია, მაგრამ მგონი მაინც არ ღირს ჭყოიძის მანდ დგომა. დანაკარგი მოგებაზე მეტია.