BuzzerBeater Forums

BB Sakartvelo > ეროვნული ნაკრები [რჩევა,კითხვა]

ეროვნული ნაკრები [რჩევა,კითხვა]

Set priority
Show messages by
From: Nicolas
This Post:
00
254182.83 in reply to 254182.82
Date: 5/30/2016 10:02:04 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მოკლედ დღეს იქნება ნაკრების პირველი მატჩი 35-ე სეზონში. მართალია ამხანაგურია, თუმცა ჩემთვის როგორც მენეჯერისთის ძალიან მნიშვნელოვანი, თან იმის ფონზე რომ რეიტინგის მე-4 გუნდთან გვაქვს თამაში.
გეტყვით, რომ ნაკრები ჩავიბარე დაქანცული (2) ენთუზიაზმით და მოთამაშეთა აყვანა/გაშვების პროცესში თავისთავად ჩამოვედით 1-ზე. ამასთან, დღესდღეობით რეიტინგში გვიკავია 81 პოზიცია, ანუ ევრო ჩემპიონატზე ვართ ბოლო, მე-8 კალათაში, თავისი 82.4 ქულით. იმედია ორი წლის თავზე გაცილებით უკეთეს გუნდს გავიყვან ფინიშზე.
ეხლა რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს - სლოვაკეთის ნაკრებს.
რასაც გადავხედე მათ თამაშებს წინა სეზონში, იკვეთება სუსტი მხარეები, თუმცა ეგ ყველაფერი იმის ფონზე რომ სულ ტოპ ნაკრებებთან ქონდათ თამაშები და აქედან გამომდინარე, ჩვენთან მიმართებით შეიძლება აღარც კი ჰქონდეთ ეგ სისუსტეები. მართალია მათ არ ჰყავთ 200+ათასიანი მოთამაშეები, თუმცა ჩვენთან შედარებით გაცილებით დაბალანსებული გუნდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვეცდებით ჩვენსას და ვნახოთ რა გამოვა. ვეცადე მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა დამეყენებინა.


Last edited by Nicolas at 5/30/2016 12:02:58 PM

From: Nicolas
This Post:
00
254182.84 in reply to 254182.83
Date: 5/30/2016 11:50:52 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ბარემ რადგან ახალი ენთუზიაზმით ვუდგებით საქმეს ვინმეს თუ კარგად გეხერხებათ ბანერების ან მსგავსი რაღაცეების ჩალიჩი (აუცილებელი არაა ლოგო იყოს, ჩვენი დროშა და რაიმე წარწერა ზედ, მაგ. NT Georgia ან რამე მსგავსი. გადაავლეთ სხვა გუნდების გვერდებს თვალი და ფანტაზიებმაც გაიღვიძოს იქნებ:) კარგი იქნებოდა თუ ჩვენი გუნდის ბანერსაც შევცვლიდით. ნუ ლოგო (მოფრიალე დროშა) ასე თუ ისე კარგად გამოიყურება მაგრამ თუ ვინმეს უკეთესი ვარიანტები გექნებათ (მაგალითაც საქართველოს რუქა დროშის ფონზე ან რამე უკეთესი რავიცი) და თანახმა იქნებით შეგვეცვალა და განგვეახლებინა კარგი იქნებოდა. (ლოგოს მოთხოვნებია 125X125 პიქსელზე, ხოლო ბანერის 650X66-ზე.)

Last edited by Nicolas at 5/30/2016 11:51:02 AM

This Post:
00
254182.85 in reply to 254182.84
Date: 5/30/2016 12:47:24 PM
1) გილოცავ გამარჯვებას.
2) ენთუზიაზმით სავსე ხარ, ძალიან კარგი. იქნებ უმაღლესლიგელები აიყოლიო და მერე ქვედა ლიგელებიც უფრო მეტად გავაქტიურდებით ალბათ )))) (იმედია)
3) მოთამაშეების გაშვება-აყვანას რაც შეეხება, მგონია რომ ნაკრები უნდა გაახალგაზრდავდეს, აიყვანე ახალგაზრდა მოთამაშეები, არ მოერიდო, უფრო მეტად მისცემს სტიმულს მენეჯერებს, რომ ავარჯიშონ, ოღონდ "პირობა აიღე" რომ ვარჯიში არ მოაკლდებათ და უფრო მეტად განვითარდებიან.
4) ახლა ვინც არიან 22 წლისები, იმათგან ორ მოთამაშეს გამოვარჩევდი: (36614022), (36614532) . ეცადე მიაქციო ამ ორ მოთამაშეს ყურადღება. იმედია რამდენიმე სეზონში კიდევ შემოგვემატება ასეთი მოთამაშეები, რომლებსაც 21 წლიანების შემდეგ უკვე მაქსიმუმ 2-3 სეზონში შეეძლებათ ეროვნულშიც თამაში. მოკლედ ამ ამბავს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჯერ ორივემ ერთად და მერე მთლიანად კომუნამ...
5) ბანერს რაც შეეხება, მოვიცლი ალბათ ამ კვირაში (კვირის ბოლომდე) და დავამზადებ ახალგაზრდულისთვისაც და ეროვნულისთვისაც ბანერ/ლოგოებს ))) წინა სეზონში არ შევცვალე, მაგრად დავიკიდე, მგონია რომ არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ შევცვალოთ შენ თუ გინდა

6) წარმატებები და წარმატებები! იმედია ჩართულობა იქნება და განვიხილავთ ხოლმე მატჩამდე და მატჩის შემდგომ ტაქტიკებს, მოთამაშეებს, თამაშის მიმდინარეობას, მთლიან თამაშს და ა.შ.

წარმატებები კიდევ ერთხელ!

This Post:
00
254182.86 in reply to 254182.85
Date: 5/30/2016 1:42:18 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მადლობა მოლოცვისათვის. უკვე დავაგზავნე წერილები რა ჩვენთან რა საზღვარგარეთ:) უბრალოდ ჩვენთან უმაღლესში დე მეორე ლიგაში ფაქტიურად არავის ყავს ქართველი, ვინც დავწერე იმაზე მეტი არც არავინაა გამოსარჩევი, რაც ძალიან სამწუხაროა. ნიჟარაძის შესახებ ვიცი, ამასწინათ იყო ტრანსფერზე და მის მენეჯერს უკვე ველაპარაკე კიდეც, ავარჯიშებს ამ ეტაპზე და შეიძლება გავყიდო კიდეც, ჯერ არვიციო..თუ დატრანსფერდა იქნებ აქ დავტოვოთ, 22ის არის ჯერ მხოლოდ, 10 აქვს პოტენციალი და ბევრნაირად შეიძლება მისი განვითარება, 1 და 3 პოზიციისთვის კარგი სკილსეტი აქვს და თუ შეაბრუნებს ვინმე და 4ის სკილებზე დატვირთავს ძაან მკვლელი გამოვა. მოკლედ ნიჟარაძის საქმის კურსში ვარ და იმ მეორეს რაც შეეხება არ ვიცოდი, ვნახავ და შევეხმიანები მის მენეჯერსაც. 1 კარგი მძიმეც ავიყვანე დღეს რუსებისგან, შაშიაშვილი, გამოადგება ნაკრებს. ბანერს და ლოგოს რაც შეეხება უბრალოდ შეიძლება გაცილებით უკეთესი ინტერფეისი გვქონდეს და თუ ვინმეს არ ეზარება კარგი იქნებოდა, თუარადა არც უმაგისობა იქნება:)
მოკლედ იმედია შეთანხმებულად ვიმოქმედებთ და კარგი კოორდინაცია გვექნება და შენსავით იმედი მაქვს სხვების ჩართულობასაც გამოვიწვევთ. წარმატებები ასევე

From: Nicolas
This Post:
00
254182.87 in reply to 254182.86
Date: 5/30/2016 3:57:16 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
დასრულდა 35-ე სეზონის პირველი სანაკრებო მატჩიც.
პირველ რიგში ვიტვი რომ რგოლების ფონზე 47 ქულიანი სხვაოობა საკმაოდ ზედმეტად და უაზროდ მეჩვენება..საერთო ჯამში ჩვენმა შეტევამ მეტოქის დაცვებს იმაზე მეტით აჯობა ვიდრე იმათმა შეტევამ ჩვენს დაცვას. მართალია ეს სხვაობა მცირედი იყო, თუმცა მაინც. კონკრეტულად კი ჩვენმა პერიმტერმა იმათი დაცვა 0,66 რგოლის სხვაობით გაარღვია და ჩვენმა ფარქვეშ შეტევამ იმათი დაცვა - მთელი 2 რგოლით. იმათმა პერიმეტრმა ჩვენს დაცვას 1 რგოლით, ხოლო ფარქვეშ შეტევამ ფარქვეშ დაცვას 1.33-ით. საერთო ჯამში შეტევა vs დაცვა 0.33 რგილის სხვაობით მოვიგეთ. ერთი რგლით წავაგეთ მოხსნები და 0,66 რგოლით გათამაშება. (ამ რგოლების ჩემეულ დათვლას მოგვიანებით აგიხსნით). ამ ყველაფრის ფონზე კი თითქმის -50 ძაან უსამართლოა. თუმცა ალბათ არის მაგის ფაქტორებიც, თუმცა ენთუზიაზმში სხვაობის გარდა სხვა ვერაფერს ვაკავშირებ და მხოლოდ მაგის ხარჯზე ამხელა ფორა ბევრია.
გამაკვირვა იმან რომ ორმა ზამენამ მხოლოდ თითო წუთი მიიღო, როგორც ჩანს აქ ცოტა სხვაგვარად ხდება წუთების გადანაწილება რაც საკმაოდ ცუდია. სმოლზე გვქონდა საჩოთიროდ საქმე, ან დაცვით უკეთესი უნდა დამეყენებინა ან შეტევით. ვინაიდან მიზანი ტემპის დაგდება იყო, რათა თამაშში მაქსიმალურად დავრჩენილიყავი, ამიტომ დაცვითი სმოლი ვარჩიე იმ იმედით რომ ტაქტიკიდან გამომდინარე შეტევაში ნაკლებად დაიტვირთებოდა და დაცვას მიხედავდა, ხოლო წინ გუჩაშვილს,ბექაურს და 4-5ნომრებს უნდა შეეტიათ. თუმცა რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. უბრალოდ გასაკვირი იყო იმათი ძალისმიერის ამხელა %, მაშინ როცა ჩვენ 4 ნომერს არვაქვს ცუდი დაცვა და არც გუჩაშვილისთვის უნდა ჩაეგდო წესით მეტოქეს 3/3 სამიანი . თუმცა რაც იყო იყო,ვფიქრობ ტაქტიკა და შემადგენლობა ოპტიმალური იყო და ამხელა სხვაობა არ გვეკუთნოდა. მაგრამ არაუშავს, იმედია მნიშვნელოვან მატჩებში არ გვაქცევს ფორტუნა ზურგს.

Last edited by Nicolas at 5/30/2016 4:27:53 PM

From: Nicolas
This Post:
00
254182.88 in reply to 254182.87
Date: 6/3/2016 7:15:09 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
მართალია მონოლოგის რეჟიმში ვარ მაგრამ მაინც, ჯერ კიდევ იმედს არ ვკარგავ რომ გააქტიურდებთ.
ეს უბრალოდ შედარებისთვის
http://www.buzzerbeater.com/player/25421834/overview.aspx
სლოვაკეთის ცენტრი, რომელსაც ვეთამაშეთ ბოლო მატჩში.
მისი ხელფასი 32 ათასით ნაკლებია ვიდრე ჩვენი მოსეშვილის. თუმცა მთელი 29 (!!!!!!) სკილით მეტი აქვს ტიპს. ამასთან, ცენტრის პოზიციის სკილებში ერთადერთი მოხსნაში აქვს ჩვენსას უპირატესობა 2 სკილით (და ბლოკში ჟაბორს აქვს +1). ანუ 64 ფარქვეშა სკილი ჩვენსას და 63 სლოვაკს. მაგრამ აი "outside" სკილებში ხდება რაც ხდება. მასტს ფარქვეშაზე მეტი "პერიმეტრის" სკილები აქვს - 69, მაშინ როცა მოსეშვილს 39 აქვს. აი ამდენად მრავალფეროვანი და მულტისკილი მოთამაშეები ყავთ მაღალი დონის გუნდებს, რაც ჩვენთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან სწორხაზოვანი, ერთფეროვანი და არათანაბარი სკილები. ხელფასი იცოცხლე, მოგეწონება, თუმცა "overall" ძალიან ვაგებთ პოზიციურად.

This Post:
00
254182.89 in reply to 254182.88
Date: 6/3/2016 1:57:37 PM
ხო, გეთანხმები, რთულია მულტისკილებთან ჭიდილი. იმედია მონსტრები მოხსნიან ამ პრობლემას ))))

This Post:
00
254182.90 in reply to 254182.89
Date: 6/3/2016 3:37:04 PM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
იმედია კიარა მოხსნიან..აი ძაან სწორხაზოვანი შემადგენლობა გვყავს ეროვნულში..ავიღოღ ორი ტოპ მოთამაშე - გუჩაშვილი და მოსეშვილი..ერთი პერიმეტრის სკილებშია ძლიერი თავისი 17-20 სკილებით 6ივე კატეგორიაში, თუმცა ფარქვეშ შეტევა/დაცვა მოხსნა ფაქტიურად არ აქვს..ანალოგიურად მოსეშვილი, ოღონდ პირიქით. ვერც პასი უქაჩავს, ვერც ნახტომში ტყორცნა, ვერაფერი..ერთი ეს ახლად აყვანილი შაშიაშვილი წაუმულტისკილებს, თუმცა პასის ნატამალი არ აქვს:(
იმედია მართლა კარგ თაობას გამოზრდით..მძიმეები 110ტსფ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს არცერთი პატარები კიდე 120დან უნდა იწყებდნენ

From: Crixus

This Post:
00
254182.91 in reply to 254182.90
Date: 6/4/2016 1:10:43 AM
Overall Posts Rated:
11
ისე კარგი იქნება თუ დაწერ დაახლოებით რა პოზიციაზე რა დონის სქილები არის საჭირო ნაკრებისთვის და ახალგაზრდულის მერე მაგ გეგმას მივყვებით ვისაც გვყავს მოთამაშეები :)

From: Nicolas

This Post:
00
254182.92 in reply to 254182.91
Date: 6/4/2016 9:32:10 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
რაც მეტი უკეთესი:) თუმცა კი ბატონო, ჩამოვწერ მოგვიანებით რა პოზიციაზე რა მინიმუმები იქნებოდა საჭირო

From: Nicolas

This Post:
00
254182.93 in reply to 254182.91
Date: 6/6/2016 6:06:05 AM
Tbilisi Mavericks
Umaglesi Liga
Overall Posts Rated:
6666
ე.ი. დავუბრუნდეთ ამ თემას. მინიმალური სკილების ჩამოწერა რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ჩემი აზრით აზრს მოკლებულია, იმიტომ, რომ პირველ რიგში არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება რომ ფართო არჩევანი გვქონდეს და აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრ დაბალ სკილზე მოგვიწიოს თვალის დახუჭვა. მეორე ის, რომ მინიმალური სკილსეტი დამოკიდებულია ასაკზე. მაგ. პგ-სთვის რომ დავწერო მინიმუმ 16 ნახტომში ტყორცნა, სკილის ეგ დონე მისაღები იქნება 25-26 წლამდე მოთამაშისთვის, უფრო ზემოთ ასაკში რა თქმა უნდა მეტი მოთხოვნა იქნება. თუმცა, ჩემი სურვილი იქნებოდა რომ თითო პოზიციაზე თითო მონსტრი რომ გვყავდეს ეგეც ძააააალიან დიდი მიღწევად ჩაითვლება. თუ ვინმეს შეუძლია რომ ახალგაზრდულის ხალხიდან გადაინაწილოთ მოთამაშეები და ერთი კონკრეტული პოზიციის მონსტრი გაზარდოთ (ამ საქმეში მეც შემიძლია წვლილის შეტანა. გავყიდიდი ჩემს რომელიმე სავარჯიშებელ მოთამაშეს და ავიყვანდი კარგი პოტენციალის ქართველს, ესე 21-23 წლისას) ძალიან მაგარი იქნება. აი მსგავსი მონსტრები დაახლოებით ესეთები უნდა იყოს
პგ.
JS - 18
JR - 16
OD - 20
BH - 17
DR - 17
PA - 18
IS - 8+
ID - 6+
RB - სულ ერთია
SB - სულ ერთია

სგ.

JS - 19
JR - 17
OD - 16
BH - 16
DR - 16
PA - 14+
IS - 12+
ID - 8+
RB - 7+
SB - სულ ერთია

სფ.

JS - 16
JR - 13+
OD - 16
BH - 14+
DR - 14+
PA - 13+
IS - 16
ID - 16
RB - 12
SB - 8

ძფ.

JS - 12+
JR - 10+
OD - 10+
BH - 12+
DR - 12+
PA - 12+
IS - 18
ID - 17
RB - 16
SB - 10

ც.

JS - 10+
JR - 7+
OD - 7+
BH - 10
DR - 10
PA - 10
IS - 19
ID - 18
RB - 18
SB - 10

ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის და გამართლების ფასად თუ მიიღწეავა. + ამას, მსგავს მონსტრებს ალბათ 10 პოტენციალი სჭირდება და + 6-7 დონის მწვრთნელი რო პოტენციალის მაქსიმუმამდე მიიყვანო. ეს ყველაფერი კი ფინანსებთან და ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა მსგავსი მოთამაშეები არსებობენ და შესაბამისად მათი ესეთებად ქცევაც შესაძლებელია. ზემოთ წარმოადგენილი კომპლექტაცია ალბათ უფრო იდეალისტურია, თუმცა თითო ოროლა სკილის (თან თუ იმ პოზიციისათვის არაძირითადი სკილია მითუმეტეს) ნაკლებობა არ იქნებოდა პრობლემა.






Last edited by Nicolas at 6/6/2016 6:08:51 AM

Advertisement