დასრულდა 35-ე სეზონის პირველი სანაკრებო მატჩიც.
პირველ რიგში ვიტვი რომ რგოლების ფონზე 47 ქულიანი სხვაოობა საკმაოდ ზედმეტად და უაზროდ მეჩვენება..საერთო ჯამში ჩვენმა შეტევამ მეტოქის დაცვებს იმაზე მეტით აჯობა ვიდრე იმათმა შეტევამ ჩვენს დაცვას. მართალია ეს სხვაობა მცირედი იყო, თუმცა მაინც. კონკრეტულად კი ჩვენმა პერიმტერმა იმათი დაცვა 0,66 რგოლის სხვაობით გაარღვია და ჩვენმა ფარქვეშ შეტევამ იმათი დაცვა - მთელი 2 რგოლით. იმათმა პერიმეტრმა ჩვენს დაცვას 1 რგოლით, ხოლო ფარქვეშ შეტევამ ფარქვეშ დაცვას 1.33-ით. საერთო ჯამში შეტევა vs დაცვა 0.33 რგილის სხვაობით მოვიგეთ. ერთი რგლით წავაგეთ მოხსნები და 0,66 რგოლით გათამაშება. (ამ რგოლების ჩემეულ დათვლას მოგვიანებით აგიხსნით). ამ ყველაფრის ფონზე კი თითქმის -50 ძაან უსამართლოა. თუმცა ალბათ არის მაგის ფაქტორებიც, თუმცა ენთუზიაზმში სხვაობის გარდა სხვა ვერაფერს ვაკავშირებ და მხოლოდ მაგის ხარჯზე ამხელა ფორა ბევრია.
გამაკვირვა იმან რომ ორმა ზამენამ მხოლოდ თითო წუთი მიიღო, როგორც ჩანს აქ ცოტა სხვაგვარად ხდება წუთების გადანაწილება რაც საკმაოდ ცუდია. სმოლზე გვქონდა საჩოთიროდ საქმე, ან დაცვით უკეთესი უნდა დამეყენებინა ან შეტევით. ვინაიდან მიზანი ტემპის დაგდება იყო, რათა თამაშში მაქსიმალურად დავრჩენილიყავი, ამიტომ დაცვითი სმოლი ვარჩიე იმ იმედით რომ ტაქტიკიდან გამომდინარე შეტევაში ნაკლებად დაიტვირთებოდა და დაცვას მიხედავდა, ხოლო წინ გუჩაშვილს,ბექაურს და 4-5ნომრებს უნდა შეეტიათ. თუმცა რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. უბრალოდ გასაკვირი იყო იმათი ძალისმიერის ამხელა %, მაშინ როცა ჩვენ 4 ნომერს არვაქვს ცუდი დაცვა და არც გუჩაშვილისთვის უნდა ჩაეგდო წესით მეტოქეს 3/3 სამიანი . თუმცა რაც იყო იყო,ვფიქრობ ტაქტიკა და შემადგენლობა ოპტიმალური იყო და ამხელა სხვაობა არ გვეკუთნოდა. მაგრამ არაუშავს, იმედია მნიშვნელოვან მატჩებში არ გვაქცევს ფორტუნა ზურგს.
Last edited by Nicolas at 5/30/2016 4:27:53 PM